კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№1 XIX ბიზნესრეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო კომპანია „ავერსი“, ხოლო ინვესტორი – კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“ გახდა

14 დეკემბერს, „თბილისი გარდენ ჰოლში“ მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც სულ 38 კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები.
 ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე, ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და
ინვესტორები გამოვლინდნენ.
 საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია – გრან-პრის მფლობელი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა და წელს გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა.
 „ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მონაწილეებს ამ დაფასებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული 9 000 თანამშრომლის მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია ასეთი წარმატებული ყოფილიყო. მომავალ წელს „ავერსის“ 25 წლის იუბილეა, რაც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.
მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა მონაწილეს მომავალში და ვიმედოვნებ, რომ მრავალი წლის განმავლობაში „ავერსი“ მოწინავე პოზიციაზე იქნება”, – განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ.
რაც შეეხება გამარჯვებულ ინვესტორ კომპანიას –  Investment Award –  ბიზნესრეიტინგის
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მესამედ გაიმართა, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესოთა შორის საუკეთესო ინვესტორი კომპანია, „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე გახდა.
„ამგვარი ღონისძიებები ბიზნესისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, თავად ეს ფაქტი კი – გამარჯვება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მოგეხსენებათ, კომპანია მთლიანად ავსტრიულია და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ ხალხს ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა ჰქონოდათ. საქართველოში მათ 50 მილიონზე მეტი ინვესტიცია  აქვთ განხორციელებული. 100 მილიონ დოლარამდეა ჩადებული ჩაქვის „დრიმ ლენდ ოაზისის“ პროექტზე, რომელიც უკვე უნდა დასრულდეს. ამის გარდა, მსგავსი პროექტების განხორციელებას სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ.
რაც შეეხება დღევანდელ ჯილდოს, ის ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია. ამგვარი აღიარება კი ბიზნესმენებისთვის უმაღლესი წარმატების ნიშანია, რისკენაც, ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანი იღვწის“,  – განაცხადა ნიკოლოზ გეგუჩაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.скачать dle 11.3