კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ექიმი, რომლისთვისაც ოპერაცია ყველაზე ამაღლებული შეგრძნებაა

ნინო კანდელაკი ქეთევან მაჭავარიანი

სპეციალობა: ექიმი-ქირურგი, ექიმი-ნეფროლოგი, ტრანსპლანტოლოგი.
სპეციალიზაცია: ჰემოდიალიზი, თირკმლის ტრანსპლანტაცია. მედიცინის დოქტორი.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის უფროსი.
განათლება: 1995-2002 წლები – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
კვალიფიკაცია:1995-1996 წლები – ქალაქ თბილისის რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილება, პრაქტიკანტი; 1997-1998 წლები – საფრანგეთი, ქალაქ ნანტის საუნივერსიტეტო კლინიკა Hotel Dieu სტაჟიორი, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში; 1999-2000 წლები – საფრანგეთი, ქალაქ ნანტის საუნივერსიტეტო კლინიკა Hotel Dieu, სტაჟიორი, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში, ნეფროლოგიაში; 2001-2002 წლები – ქალაქ მოსკოვის აკადემიკოს შუმაკოვის სახელობის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრის თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვის განყოფილება, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში; 2002-2004 წლები – საფრანგეთი, ქალაქ ნანტის საუნივერსიტეტო კლინიკა Hotel Dieu, ინტერნი, ნეფროლოგია, ტრანსპლანტაცია, იმუნოლოგიის დეპარტამენტი; 2004-2005 წლები – დიდი ბრიტანეთი, საუნივერსიტეტო კლინიკა St.Patric, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში.
საფრანგეთში ჩატარებული ოპერაციები – 379;
ინგლისში ჩატარებული ოპერაციები – 121;
მოსკოვში ჩატარებული ოპერაციები – 98;
საქართველოში ჩატარებული ოპერაციები – 16.
სამეცნიერო მიღწევები:
2009 წელი –  მედიცინის დოქტორის ხარისხი; 34 სამეცნიერო შრომა.
მიხეილ ღონღაძე გახლავთ საუკუნის ექიმის, საქართველოში ცოცხალი ნათესაური ტრანსპლანტაციის ფუძემდებლის, ელგუჯა ღონღაძის შვილი, რომელმაც 1995 წელს საქართველოში პირველად, ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის 4 ოპერაცია ჩაატარა. 2014 წელს, კლინიკის დამფუძნებლის პაატა კურტანიძის გადაწყვეტილებით, ჰემოდიალეზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტს  ბატონი ელგუჯა ღონღაძის სახელი ეწოდა.
– ბატონო მიხეილ, რა როლი შეასრულა მამათქვენის ფაქტორმა პროფესიული არჩევნის მიღებასა და თქვენი, როგორც ექიმის, პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბებაში?
– მთელი ბავშვობა, ბუნებრივია, მესმოდა ამ ყველაფრის შესახებ და საექიმო მოღვაწეობის პროცესში სკოლის ასაკიდანაც კი ვიყავი ჩართული. ვესწრებოდი ოპერაციებს, სულ მესმოდა პაციენტების მდგომარეობის განხილვა. დედაც ექიმია და სახლში 24-საათიანი სამედიცინო აურა და თემატიკა  სუფევდა. სხვანაირად ჩემი ცხოვრება ვერც წარმომედგინა. მამამ დიდი როლი ითამაშა ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. თავიდან იურისტობაზე ვფიქრობდი, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც ექიმობა ვარჩიე.
– ბატონო მიხეილ, პირველი ტრანსპლანტაცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განხორციელდა?
– მოდი, დავაზუსტოთ: პირველად, ოთხი გვამური დონაცია  1979 წელს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ბატონი ლაური მანაგაძისა და ვალერი შუმაკოვის ხელმძღვანელობით გაკეთდა. სამწუხაროდ, იმ დროს იმუნიტეტის დამთრგუნავი პრეპარატები არ არსებობდა. ორგანიზმი ყველა გადანერგილ ორგანოს აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს და მის მოცილებას იწყებს, რასაც შემდგომი გართულებები მოჰყვება. მოსკოვში ვალერი შუმაკოვის სახელობის ძალიან დიდი ტრანსპლანტაციის ინსტიტუტია, სადაც მეც ვმუშაობდი. იქ, ფაქტობრივად, ყველაფერი კეთდება, გულის გადანერგვის ჩათვლით. შემდეგ, 1995 წელს, ფრანგი კოლეგების დახმარებით, თბილისში უკვე პირველი ნათესაური ტრანსპლანტაცია ჩატარდა. აქვე განვმარტავ, რით განსხვავდება ნათესაური და გვამური ტრანსპლანტაცია  ერთმანეთისგან: პირველის დროს ოჯახის წევრები ნებაყოფლობით აძლევენ პაციენტს ორგანოს – საუბარია თირკმელზე, ღვიძლის წილზე და ასე შემდეგ. ხოლო გვამური დონაცია ნიშნავს, როცა დადგინდება ტვინის სიკვდილი და მოხდება ამის კონსტატაცია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ადამიანი განხილულ იქნას, როგორც პოტენციური დონორი. თუ დადგება ბიოლოგიური სიკვდილი (ანუ სრული გარდაცვალება), ამ შემთხვევაში ორგანოს ამოღება ტრანსპლანტაციისთვის არ შეიძლება. გვამური დონაციით ჩვენ შევძლებთ, გადავარჩინოთ 5–7 ადამიანის სიცოცხლე, ხდება გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, პანკრეასის, ნაწლავის, თვალის რქოვანას გამოყენება.
– საქართველოში  თქვენ  შექმენით აღნიშნული სლოგანის პრეცედენტი – სიცოცხლის დაზღვევის პოლისში გიწერიათ, რომ თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, იქნებით სხვა ადამიანების დონორი.
– საქართველოში მე ვარ ერთ-ერთი, თუ არ ვცდები, იმ 40 ადამიანიდან, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, ჩემი სხეულის ორგანოები საჭიროებისამებრ გამოიყენონ.  ამ მიდგომის გამო ბევრმა გამლანძღა. ვფიქრობ, რომ  ასეთი მიდგომა უფრო გვაახლოებს  სულიერ  დანიშნულებასთან, ღმერთთან. რადგან ღმერთისთვის ჩვენი სულია მნიშვნელოვანი, არ მგონია, რომ მას ჩვენი ორგანოები  და ხორცი აინტერესებდეს. ამიტომ  ადამიანებს ეს საკითხი სწორად უნდა მივაწოდოთ. ამ თემის ირგვლივ ეკლესიაშიც ორად იყოფა აზრი, ამ საკითხს რადიკალები არ ეთანხმებიან. ალბათ, დროა, ამაზეც იმსჯელოს ერმაც და ბერმაც, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს უფრო მეტი სახელმწიფოებრივი მიდგომა, პროგრამები და საგანმანათლებლო კურსები, რომ საქართველოში გაითავისონ, რა ხდება, რას ნიშნავს ტრასნპლანტაცია. ასევე, არ მოხდება დიდი ფინანსური ნაკადების ქვეყნის გარეთ გადინება. უცხოეთში ამის კულტურა უკვე მაღალ დონეზეა, იქ ადამიანს სრულად შეგნებული აქვს, რომ მაშინ, როდესაც მისი გარდაცვალება გარდაუვალია, შეუძლია, თავისი რომელიმე ქმედუნარიანი ორგანოს  გადაცემით სხვა ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. აი, ეს არის უმაღლესი ადამიანური ღირსება.  დღეს ეს თემა ჩვენთან საერთოდ მიშვებულია, პედალირებულია და უკან სწევს,  უპირველესად, ადამიანების სიცოცხლეს.
– მაგალითად, ღვიძლის გადანერგვის დროს, რამდენ ხანს ცოცხლობს პაციენტი, რამდენად უმჯობესდება მისი ჯანმრთელობა და ნათესაურ დონაციას, ანუ ღვიძლის წილობრივ გადანერგვას გვამური დონაცია რით სჯობს?
– აგიხსნით, არის ღვიძლის ორი სახის გადანერგვა – წილობრივი და მთლიანი გადანერგვა. საქართველოში კეთდება მხოლოდ და მხოლოდ წილობრივი გადანერგვა, ნათესაური დონაცია და მივესალმები, რომ ნათესაური დონაციის საკითხი ჩვენს ქვეყანაში დაიძრა, მაგრამ ამასთან ერთად, საჭიროა გვამური დონაციაც, მთლიანი ღვიძლის გადანერგვა რომ მოხდეს. ასეთ დროს, ჩვენ აღარ დაგვჭირდება დონორების ტრავმირება, ყველა ოპერაცია დიდი რისკია, რასაც ამ მეთოდით ავიცილებთ. გვამური დონაცია თავიდან აგვარიდებს ბევრ  გართულებას. ვისაც სჭირდება კენტი ორგანოს გადანერგვა, მათთვის ეს იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნათესავი დონორი არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნათესავთა წრე ფართოა.
– ვინ ადგენს ნათესაურ კავშირს?
– ნათესაობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს იმ კლინიკის ეთიკური კომისია, სადაც აღნიშნული ტრანსპლანტაცია კეთდება. შემდგომ კი ეს დოკუმენტაცია წარედგინება სამინისტროში არსებულ ტრანსპლანტოლოგთა საბჭოს. რაც შეეხება მეგობრების დონორობას: საქმე შედის სასამართლოში და სასამართლო განიხილავს, ნამდვილად პაციენტის მეგობარია თუ არა პოტენციური დონორი და შეუძლია თუ არა მას, მისცეს თირკმელი თავის მეგობარს? ანუ აქ ექიმი არ წყვეტს, პაციენტი და პოტენციური დონორი მეგობრები არიან თუ არა, ამას წყვეტს სასამართლო და ის ამბობს „კის“ ან „არას“.
– თირკმლის გადანერგვის ოპერაცია საკმაოდ რთული ოპერაციაა. ის არა მხოლოდ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს, არამედ დიდ ადამიანურ რესურსებსაც მოითხოვს.
– ეს საოცარი შეგრძნებაა. მყარ ნერვულ სისტემას მოითხოვს. შეიძლება, ნერვიულობდე, მაგრამ ამას არ უნდა გამოხატავდე. შენს თავში დარწმუნებული ადამიანი ყოველთვის აღწევ მიზანს. როცა იცი და  თავდაჯერებული ხარ, სასურველი შედეგიც გარდაუვალია. საოცარი ადრენალინია და სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ამისთვის ღირს ცხოვრება!
скачать dle 11.3