კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ვის გაუმართლებს მატერიალური თვალსაზრისით 2019 წელს

2019 წელი ფინანსურად წარმატებული იქნება მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, რომლებიც ფულის გამომუშავებას თავიანთი იდეებისა და უნარების წყალობით დაიწყებენ. იოლი ფულის შოვნის გზა ამ წელს დაკეტილია. ღორს უყვარს სტაბილური, მიზანდასახული და კანონის მორჩილი ადამიანები. არ უყვარს სისწრაფე და აჩქარებული გადაწყვეტილებების მიღება.  ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის წელს გარკვეული რეკომენდაციები არსებობს. კარგი იქნება, თუ ზუსტად გეცოდინებათ, რაზე იქნება დამოკიდებული თქვენი მატერიალური კეთილდღეობა და საიდან არის შესაძლებელი, ფულის შემოდინება.
ვერძი – მთელი წლის განმავლობაში ყაირათიანად გადაანაწილეთ თქვენი ბიუჯეტი. ნურც სხვის ფულს გამოიყენებთ საქმეში. ეცადეთ, არ მოგიწიოთ ბანკიდან კრედიტის აღება, რადგან ამის დაფარვა წელს გაგიჭირდებათ. გონივრული ეკონომია, მიზანდასახულად ფულის დაბანდება, გათვლილი სვლებით მოქმედება და ყაირათიანობა ფულის დაგროვებაში დაგეხმარებათ და, შესაბამისად, არც ფინანსური პრობლების წინაშე დადგებით.
კურო – გირჩევთ, მაქსიმალურად ერიდოთ ფინანსურ გარიგებებს საეჭვო ფირმებთან და ადამიანებთან. გაუფრთხილდით იმ სამსახურს, სადაც მუშაობთ. დიდი შანსია, წელს მოგეცეთ შესაძლებლობა, მოიპოვოთ მატერიალური სტაბილურობა, თუმცა, ამისთვის მოთმინება და წინდახედულება გმართებთ. ნუ ანდობთ საბუთებს სხვებს და ყოველთვის ფულის სწორად დაბანდება-ხარჯვაზე იყავით ორიენტირებული. შეიძლება, სწორედ, წელს მიიღოთ საქმიანი პარტნიორებისგან შემოთავაზება, რომელიც თქვენს ფინანსებს გააორმაგებს.  
ტყუპები – ნუ მიენდობით სხვებს. წელს დამოუკიდიებლად მოქმედება თქვენს შემოსავლებს უფრო მეტად სტაბილურს გახდის. მთავარია, არ დაიზაროთ შრომა, რომ ფინანსურად უკეთ იყოთ. თქვენი მიზანდასახულობით, შემართებით, მოთმინების უნარითა და მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენით საკმაოდ გაგიმართლებთ.
კირჩხიბი – სჯობს, ყოველდღიური საქმით შემოიფარგლოთ და არსებული გასამრჯელო გონივრულად გადაანაწილოთ საჭიროებისამებრ. წელს დიდი ფინანსური მოგების იმედი ნუ გექნებათ, თუმცა, თუ სიფრთხილითა და გამოცდილი ადამიანების რჩევების გათვალისწინებით იმოქმედებთ, სტაბილურობას შეინარჩუნებთ.
ლომი – პროფესიულ საქმიანობაში თქვენი მიზანსწრაფულობა და გონივრული გადაწყვეტილებები შედეგს გამოიღებს. ფინანსური კუთხით სერიოზული პრობლემა წელს ნამდვილად არ არის მოსალოდნელი, ოღონდ, თუ უაზროდ არ გარისკავთ და არ ენდობით ისეთ ადამიანებს, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ. მოერიდეთ საქმეში ექსპერიმენტებს, ასევე, არ გირჩევთ ახალი საქმის წამოწყებასა და ფინანსურ გარიგებებს..
ქალწული – გადახედეთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ადრე დაშვებულ შეცდომებს, იმ ადამიანებს, ვინც ამაში დიდი როლი ითამაშა და სასწრაფოდ ჩამოიცილეთ ისინი. წელს საქმეში ფულის დაბანდება ან ფინანსური გარიგება, გრძელვადიან პროექტებში ფულის ჩადება სარგებელს არ მოგიტანთ. თუ გარკეული თანხა გაქვთ, უმჯობესია, ის საკუთარ ბიზნესსა და მის გაფართოებას მოახმაროთ.
სასწორი – კარგი იქნება, თუ თანხებს დამატებითი ცოდნის მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დააბანდებთ. ეს თქვენს მატერიალურ შემოსავალზე დადებითად აისახება. სახსრების მოზიდვისთვის კი გამოიყენეთ თითოეული გონივრული იდეა. წელს კატეგორიულად გეკრძალებათ რისკი და სხვის საქმეებში ჩარევა.
მორიელი – ბევრი ეცდება კონკურენცია გაგიწიოთ და ფინანსური შემოსავლის წყარო გადაგიკეტოთ. თუმცა, ამას ვერ შეძლებენ, თუ თქვენს სიმამაცეს, ყურადღებასა და შრომისუნარიანობას მოახმართ საქმეს, რასაც აკეთებთ. მთავარია, ყოველგვარი წესების დაცვით იმოქმედოთ. ბევრი შანსი გექნებათ, ფინანსურად უფრო წარმატებული გახდეთ, ამიტომ ნუ დაყრით ფარ-ხმალს იმის გამო, რომ საქმეში ბარიერები გხვდებათ. ეს ერთგვარი გამოცდაა და მას აუცილებლად ჩააბარებთ, თუ ირგვლივ საიმედო ხალხს შემოიკრებთ.
მშვილდოსანი – 2019 წელი წარმატებული და იღბლიანი იქნება, თუ ფულის შოვნის ახალი გზების მოძიებაზე იქნებით ორიენტირებული. წელს შეძლებთ, ერთდროულად რამდენიმე საქმეს მოჰკიდოთ ხელი და წარმატებულად დაასრულოთ. ეს საკმაოდ კარგ შემოსავლებს გპირდებათ. გაუაზრებელი ნაბიჯები და რისკი მხოლოდ ფინანსურ დანაკარგს მოგიტანთ. წელს საკმაოდ ბევრი საქმიანი მოლაპარაკება და მივლინებები გელით, რაც თქვენს შემოსავალზე კარგად აისახება.
თხის რქა – ეს წელიწადი კარგ შემოსავალს გპირდებათ, ოღონდ ადრე გაწეული შრომის ხარჯზე. ნუ გაწყვეტთ სარფიან კავშირებს და იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვისთანაც ხართ დაკავშირებული. ნუ გასცემთ ფულს ვალში და დიდ თანხასაც ნუ ისესხებთ. მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების მიხედვით იმოქმედეთ და მიიღეთ გადაწყვეტილებები. ეს თქვენს შემოსავალზე დადებითად იმოქმედებს.
მერწყული – მაქსიმალურად გამოავლინეთ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები. საქმიან პარტნიორებთან ხმამაღლა გააჟღერეთ იდეები და  ეს იმ გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ. მომატებული იღბლიანობით, ადვილად შეძლებთ ნებისმიერი საქმის წარმატებით დასრულებას და ამით ფულის შოვნას.
თევზები – ეს წელი მხოლოდ მაშინ იქნება ფინანსურად სტაბილური, თუ გააზრებულად და კანონის დაცვით იმოქმედებთ. საქმეში ნებისმიერ წვრილმანს მიაქციეთ ყურადღება. ფინანსურად გაცილებით წარმატებულია წლის დასაწყისი, ვიდრე წლის ბოლო, ამიტომ, გირჩევთ შემოსავალი გონივრულად გადაანაწილოთ.скачать dle 11.3