კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ ხვდება ადამიანს ცხოვრებაში განსაცდელი, ავადმყოფობა, შეურაცხყოფა?
პასუხი:
უფალი ხანდახან დაუშვებს ხოლმე ამ ცხოვრებაში ადამიანზე სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას, ავადმყოფობას და ასე შემდეგ. ყოველივე ეს იმიტომ ხდება, რომ მისი სული განიწმინდოს ცოდვებისგან და მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს. ასევე, ხშირად ამ დაშვებით გვცდის უფალი. განსაცდელი და ავადმყოფობა არის ადამიანის ერთგვარი გამოცდა, რასაც ღირსეულად უნდა გავუძლოთ, არ გავბოროტდეთ და ვმადლობდეთ უფალს.
კითხვა: გარკვეული მიზეზების გამო ჩემს მეგობართან კონფლიქტი მომივიდა. ამას ძალიან განვიცდი და მასთან შერიგება უკვე ბევრჯერ ვცადე, თუმცა ყოველგვარი მცდელობა ამაოა, გული ვერ მოვულბე. ჩემთან შერიგება გადაჭრით არ სურს. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
თუ თქვენს გულსა და გონებაში გულწრფელად შეუნდეთ მას და მცდელობა არ დააკელით შესარიგებლად, დამშვიდდით და ამჯერად შეწყვიტეთ მასთან შერიგების მცდელობა. რადგან შესაძლოა, ამით მოყვასი კიდევ უფრო მძიმე ცოდვაში – მრისხანებაში ჩააგდოთ. ილოცეთ მისთვის, რომ უფალმა გონება გაუნათოს, გაუკეთეთ სიკეთე და ამით მიეცით მაგალითი. უფალი შეისმენს თქვენს გულწრფელ ლოცვას და ისიც მოეგება გონს.
კითხვა: როგორც მითხრეს, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე არ შეიძლება საქმის კეთება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი:
კვირა-უქმესა და სადღესასწაულო დღეებში ქრისტიანი, როგორც წესი, ესწრება საღვთო მსახურებას, ხოლო სახლში ამ დღეებში მიზანშეწონილია საეკლესიო წიგნების კითხვა და ლოცვა. თუკი ისეთი საქმე გამოგიჩნდათ, რისი გადადებაც პრობლემას არ წარმოადგენს, უნდა გადადოთ. მაგრამ არის საქმე, რომელსაც ვერაფრით გადადებ, მაგალითად, ბავშვზე ზრუნვა, სადილის მომზადება, ავადმყოფის მოვლა და ზოგადად, სიკეთის კეთება. ამ დღეებში განსაკუთრებით ბევრი უნდა ილოცოთ და არ დაგავიწყდეთ ამ დღესასწაულების სიწმიდე.
კითხვა: როგორ გავარჩიოთ მართლმადიდებელი სარწმუნოება სხვა კონფესიებისგან და რატომ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება სწორედ მართლმადიდებლობა?
პასუხი:
თვით სახელწოდებიდან გამომდინარე, ყოველ მიწიერ, ადამიანისმიერ სარწმუნოებას ადამიანის სახელი ეწოდება. მაგალითად: მაჰმადიანი – მოდის მუჰამედიდან, ლუთერანელი – მარტინ ლუთერიდან, პაპისტი – რომის პაპიდან, იუდეველი – იუდადან და სხვა. თუ ისინი ჭეშმარიტ რელიგიას ქადაგებენ, რატომ იწოდებიან ადამიანთა სახელებით? ერთადერთი ნამდვილი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომლის მიმდევრებიც თვით უფლის სახელით იწოდებიან – ქრისტიანები.
კითხვა: რას გაუკეთებს მშობელი შვილს ეჭვმიუტანლად სასიკეთოს?
პასუხი:
წმიდა მამები მშობლებს ურჩევდნენ, ხშირად მიეყვანათ შვილები ეკლესიაში საზიარებლად და ამით ისინი ფიზიკურად და სულიერად უფრო ჯანმრთელები იქნებოდნენ.

скачать dle 11.3