კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№1 რატომ არ არის სექსუალური იდენტობა ბავშვის არჩევანი და რატომ ნიშნავს ჰომოსექსუალთა თაობების აღზრდას ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ბავშვის აყვანის ნების დართვა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ისე მოხდა, რომ ოცდამეერთე საუკუნის სავიზიტო ბარათად უმცირესობების დაცვა იქცა, განსაკუთრებით, სქესობრივი უმცირესობების, რაც უკვე პროპაგანდაში გადაიზარდა, იმ დონემდეც კი, რომ, მაგალითად, საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჟიური (აგრესიული უფლებადამცველების მიერ მათ წინააღმდეგ შავი პიარის აგორების შიშით) უპირატესობას ანიჭებს ფილმებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების შესახებ (რაც, სხვათა შორის, პრიზების მოპოვების მოტივით, მაღალი კლასის ხელოვანებსაც კი უბიძგებს, გადაიღოს მსგავსი შინაარსის ფილმები მით უფრო, ნაკლებ ნიჭიერებს, რომ პრიზები დაიმსახურონ). ამის პარალელურად, მთელ მსოფლიოში კამპანიაა გაჩაღებული, რომ ვაჟი და გოგონა არ უნდა გავარჩიოთ, იმიტომ რომ სქესი ადამიანის არჩევანია, ამიტომაც ვაჟმაც ისევე უნდა ითამაშოს თოჯინებით, როგორც გოგონამ და ჰქონდეს კაბის ჩაცმის შესაძლებლობა (ისევე, როგორც პირიქით). საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგჯერ სქესის გრაფაც მიუღებლად მიაჩნიათ. კაცობრიობისთვის ჰომოურთიერთობები ახალი არ არის და პლატონიც კი თავის თხზულებებში ამ ტიპის კავშირებს ბუნებრივად მიიჩნევდა, თუმცა კაცობრიობამ ნორმად ქალისა და მამაკაცის მიერ ოჯახის შექმნა დააწესა და აგრესიული პროპაგანდა არ უწარმოებია. რატომ შეიცვალა ღირებულებები დღევანდელ მსოფლიოში – ეს ტექნიკური პროგრესის ლოგიკური შედეგია, თუ ადამიანებს ახალ-ახალი მძაფრი შეგრძნებები სჭირდებათ და ამიტომაც ახალ-ახალ ნორმებს იგონებენ? – ამ თემას ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ ემსგავსება უმრავლესობაზე ტერორს თითქოს უმცირესობის უფლებებისთვის ბრძოლა?
– ცოტა რთულია ამის კომენტარი, მაგრამ ფაქტია, რომ უმცირესობის კულტივირება ხდება, იმ გაგებით, რომ უმცირესობაში ყოფნა თითქოს უპირატესობაა. როგორც ჩანს, ისტორიულად, ადამიანი, თუ ის იყო განსხვავებული სექსუალურად ან სხვა ხარვეზიანი ნიშნით, იჩაგრებოდა. ადამიანისთვის ის თავისებურებები მიიჩნეოდა მის ნაკლოვანებად და ამიტომ ხდებოდა დისკრიმინაციის ობიექტი, მას აყენებდნენ შეურაცხყოფას, ხდებოდა მისი განქიქება. ახლა, როგორც ჩანს, რადგან კაცობრიობაში შემოიტანეს სულისკვეთება, რომელსაც ვუწოდებთ დემოკრატიას, თანაბრობას, თანასწორობას და რაც გულისხმობს, რომ ადამიანებს შორის არსებული განსხვავებები არ უნდა იყოს ჩაგვრის საწინდარი და მოხდა ისე, რომ მოდაში შემოვიდა უმცირესობის დაცვა. შესაძლოა, უმცირესობას არც არაფერი ემუქრებოდეს, მაინც თადარიგს წინასწარ იჭერენ, თითქოს ვინმე ჩაგრავს უმცირესობაში მყოფ ადამიანს, მაგრამ ყოველთვის ხომ არ არის ასეთი ადამიანი ჩაგვრის ობიექტი?! ვხედავთ, რომ ჩვენთვის დაუდგენელი მიზეზების გამო უცებ წინ წამოიწევა ადამიანი, ვინც უმცირესობაშია, მას მიაწერენ პლუსებს და ამგვარად ხდება უმცირესობის გაფეტიშება. თავდაპირველად იყო მიდგომა, რომ ადამიანი არ მოექცეს დისკრიმინაციაშიო, რაც გადამეტებაში გადაიზარდა და, საბოლოოდ, ხდება აზრის თავზე მოხვევა, რომ, თუ ვინმე  უმცირესობაშია, ესე იგი, მართალია, ვერაფერს დააშავებდა და აბრალებენ, იმიტომ რომ უმრავლესობას სჩვევია დაბრალება. მოკლედ, დღეს უმცირესობაში ყოფნა მომგებიანია, უმრავლესობაში ყოფნა კი – წამგებიანი, იმ თვალსაზრისით, რომ ერთგვარად უკვე დამნაშავე ხარ, რადგან უმრავლესობაში ხარ და გაქვს რაღაც უპირატესობები.
– რომელიც ლამის უნდა მოინანიო?
– დიახ, ლამის უნდა იფიქრო, ნეტავ, არ მქონოდაო და ასე შემდეგ. ყველაფერში ჩანს ეს, მაგალითად, სექსუალურ უმცირესობებთან  მიმართებით არის სიტუაციები, როდესაც უმრავლესობის მოთხოვნები ერთგვარად უგულებელყოფილია. რომ თქვა, რომ არ ღირს, ოჯახი შექმნან სექსუალურმა უმცირესობებმა, ეს აღიქმება მათ დისკრიმინაციად. ვიცით, რომ ქორწინება არის ორი ადამიანის კავშირი, ხოლო ოჯახი უკვე არის და იგულისხმება შვილიც. ისმის კითხვა, თუ ისინი, ვისაც ოჯახის შექმნა უნდა, არიან ჰომოსექსუალები, როგორ გაუჩნდებათ ბავშვი? მაშასადამე, უნდა იშვილონ, ხოლო, თუ იშვილებენ, ისინი ძალაუნებურად მას აღზრდიან ჰომოსექსუალად. იმად ჩამოაყალიბებენ, ვინც არიან თვითონ. ეს კი, თავისთავად, უკვე რეალობის ერთგვარი დამახინჯებაა, იმიტომ რომ იმ ბავშვს, რომელიც იბადებოდა და არ იყო მათი შვილი და ვიღაც სხვისი შვილი იყო, რატომ უნდა განუსაზღვროს ვიღაცამ, რომ გახდეს მაინცდამაინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი?! ისინი ამით თავიანთი პოზიციებს იმაგრებენ, რადგან, თუ ბევრნი იქნებიან, მაშინ გაძლიერდებიან. ანუ ისინი ისწრაფვიან, გადაიქცნენ უმრავლესობად, რომ ბევრნი გახდნენ და დაიკავონ უმრავლესობის ადგილი, უმრავლესობა კი უმცირესობაში აღმოჩნდეს. ერთგვარი ბრძოლაა და ექვემდებარება გამარჯვება-დამარცხების მოდელს.
– რომლის მიზანია ჰეტეროების დამარცხება ჰომოების მიერ?
– რთული თემაა, მაგრამ ხშირად აშკარად კეთდება აქცენტი უმცირესობაზე, როგორც პოტენციურად დისკრიმინაციის ობიექტზე და ამიტომ მისთვის უპირატესობის მინიჭებაზე. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება კაცობრიობაში, შეიცვლება თუ არა დღევადელი რეალობა, თუმცა, ფაქტია, რომ ეს კამპანია უკვე ზღვარგადასულია.
– და როგორ მოხერხდა უმცირესობის უფლებების დაცვის პროცესის პროპაგანდად გადაქცევა? იკვეთება სურვილი, რომ უმრავლესობა ტერორის ქვეშ მოექცეს. ცხადია, არ გამოირიცხება, რომ ისინიც სცოდავენ, მაგრამ უმრავლესობა უკვე დანაშაულის ტოლფასად იქცა.
– კარგი სიტყვაა მოხერხება, ესე იგი, არ ეკუთვნით, მაგრამ მაინც ასე მოხდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს მოახერხეს უმცირესობების წარმომადგენლებმა. ეს მოახერხეს მათ, რომლებისთვისაც ხელსაყრელია, რომ უმცირესობის ესა თუ ის ნიშან-თვისება ხაზგასმული იყოს, როგორც უპირატესობა. შეიძლება, ერთი შეხედვით, ჩანდეს, რომ გაუგებარია, ვისთვისაა ხელსაყრელი, მაგრამ მაინც გასაგებია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც მიზანი ისევ და ისევ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. კაცობრიობის არსებობას თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს ძალაუფლების ნება და ამიტომ სუსტდება ხოლმე უმრავლესობაში მყოფთა პოზიციები, რაც ხდება ახლა – რომ ჩაარტყან თავში და უთხრან, შენი თავი რაღაცად მიგაჩნია, მაგრამ ისეთიც არ ხარ, თავში ვერ წამოგარტყათ. შენც გმართავთ და ენა ჩაიკმინდე. ასეთი ქცევა, როგორც ჩანს, ძალაუფლების განხორციელების საშუალებაა.
– არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიერ?
– არა მარტო არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიერ. უმცირესობის დაცვა და კულტივირება ხდება სხვა თემებთან დაკავშირებითაც, იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა. წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც ერთი ეთნიკური ჯგუფი უმრავლესობაშია, მეორე კი – უმცირესობაში. ითვლება, რომ თუ ისინი უმცირესობაში არიან, აუცილებლად დაჩაგრულები იქნებიან, არადა, შესაძლებელია, არც იყვნენ დაჩაგრულები. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ადამიანებს, რომლებიც ამგვარი თემების მონიტორინგს აწარმოებენ ან ამ საკითხებს იკვლევენ ამა თუ იმ ქვეყანაში, აქვთ წინასწარი განწყობა, რომ უმცირესობაში მყოფი ადამიანები აუცილებლად არიან დისკრიმინაციის მსხვერპლები. პირადად მეც მქონია ასეთი შემთხვევები: წლების განმავლობაში უამრავ პროექტში მიმიღია მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთსა თუ ქვემო ქართლში და მინახავს უცხოელები, რომლებიც აკვირდებოდნენ ჩვენს მუშაობას, ანუ მეთვალყურეობდნენ პროექტს და მათი ქცევის მანერით, მსჯელობით აშკარად ჩანდა, რომ ეთნიკურ სომეხსა და აზერბაიჯანელს იმთავითვე განიხილავდნენ ქართველის მიერ დაჩაგრულ სუბიექტად. თუმცა ვერც ვერავითარ არგუმენტს ვერ ასახელებდნენ და არც ფაქტები ჰქონდათ. მახსოვს დასაქმებასთან დაკავშირებული ერთი შემთხვევა, რომ თითქოს ეროვნული ნიშნით არ ასაქმებდნენ ეთნიკურ უმცირესობებს; მაგრამ აღმოჩნდა საპირისპირო ფაქტები, რომ დასაქმებული იყო სომეხი მოსახლეობა და არ იყო დასაქმებული ქართველი. სულ ვეკითხებოდი, სად არის აქ დისკრიმინაცია-მეთქი. იქმნება კლიშეები: რომ უმცირესობა ყოველთვის არის ჩაგვრის ობიექტი. შეიძლება, ისტორიულად ვინმეს ჩაგრავდნენ, მაგრამ მოცემულ მომენტში ასე არ არის, თუმცა კლიშეები, როგორც ჩანს, მაინც მოქმედებს.
– სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ პროცესმა? როგორი რეალობა შეიძლება, მივიღოთ?
– არათუ მიგვიყვანს, უკვე მიგვიყვანა. ისე ამბობენ, ადამიანი ირჩევს სქესსო, თითქოს ადამიანი თავად აკეთებდეს ამ არჩევანს. ცნობილია სოციალიზაციის პროცესი  – სქესობრივი იდენტობა ყალიბდება და ეს არის ფორმირების და არა არჩევის პროცესი. გოგონა ყალიბდება გოგონად არა იმიტომ, რომ მას აქვს შესაბამისი გენიტალია და, შესაბამისად,  ვაჟი – ვაჟად, არამედ სოციალიზაციის გამო; მაგრამ, რატომღაც იდენტობა დაჰყავთ არჩევნამდე, თითქოს ბავშვმა გააკეთა არჩევანი, რომ ჩამოყალიბებულიყო მაინცდამაინც ვაჟად. ჩამოყალიბება ხდება სოციალიზაციის პროცესში, რომელშიც შესაძლოა, თვითონაც იღებს მონაწილეობას. მაგრამ, ძირითადად, მაინც გარემო აყალიბებს, მისი მშობლების, სკოლის, თანატოლების სახით. მაგრამ ეს ხომ მაფორმირებელი ფაქტებია?! ამიტომ ვამბობთ, პიროვნება ფორმირდებაო, თორემ მაშინ გამოვა, რომ, დავიბადე თუ არა, ვიცოდი, რა პროფესიას ავირჩევდი. თუკი რამეს მიესადაგება სიტყვა „ორიენტაცია“, ეს არის პროფესია. ანუ ერთმანეთსაა შეხამებული პროფესია და ორიენტაცია. და პროფესიული ორიენტაციაც ყოველთვის ჩემი არჩევნის შედეგი კი არ არის, არამედ გავლენებისაც. მაგალითად, ოჯახში, რომელშიც ექიმების თაობები იყვნენ, ბავშვი ირჩევს ექიმობას, იმიტომ რომ მისი არჩევანი ექიმთა გარემომ განაპირობა. არეულია ეს ყველაფერი. სად არის თავისუფალი არჩევანი?! თავისუფალი არჩევნის ცნება ძალიან გაზვიადებულია, თითქოს ადამიანი მუდმივად არჩევანს აკეთებდეს. ჯერ ერთი, ადამიანი ხშირად იქცევა ყოველგვარი არჩევნის გარეშე, უბრალოდ, ჩვევების გამო, ავტომატურად, იმიტომ რომ ასე გაზარდეს. ასე განუმტკიცეს ჩვევების სახით და სხვანაირად არ შეუძლია, იმიტომ რომ ასეთია. თქვი რამდენიც გინდა, რომ ეს თავისუფალი არჩევანია, რეალობა ამით არ შეიცვლება, ეს არის ჩვევა. ასე რომ, არჩევნის გაუნივერსალურება საკმაოდ დიდი გაზვიადებაა, ადამიანი ვერ ცხოვრობს მხოლოდ არჩევნით. ჩემი აზრით, ადამიანი უმეტესად ცხოვრობს არჩევნის გარეშე. თვითონ კი არ აკეთებს არჩევანს, არამედ ან სხვა აკეთებს მის ნაცვლად, ან მოქმედებს ავტომატურად და მხოლოდ იშვიათად თუ გააკეთებს თავის არჩევანს.
– ანუ ჩვევამდე, ავტომატურობამდე უნდათ ერთნაირსქესიანთა ოჯახის დაყვანა? როგორ ფიქრობთ, მოიპოვებენ დიქტატს, თუ მაინც მოსალოდნელია მკვეთრი დაპირისპირება უმრავლესობასა და უმცირესობას შორის?
– მე მგონი, მოიპოვებენ რაღაცას და შემდეგ დაკარგავენ, რადგან აბსოლუტური არაფერია სამყაროში, არც მუდმივი, ყველაფერი წარმავალია. დღეს ერთი იქნება დომინანტი, ხვალ – მეორე. ასე რომ, რთული სათქმელია, რა იქნება ამ პროცესის საბოლოო პუნქტი.
скачать dle 11.3