კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№1 „დესერტი“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მიწების შემგროვებლები და ცხოველთა რისხვა

2018-ც გაილია და ჩვენი ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია, ხოლო ჩვენი ოკუპანტი კიდევ და უფრო იფართოებს თავის საზღვრებს (ერთი იმედი ისაა, რომ ამ სამყაროში არაფერია მუდმივი და სულ ასე ვერ დარჩება, ოღონდ უცნობია, მაინცდამაინც, ჩვენ ვიხეირებთ თუ არა, ადრე თუ გვიან, მოსალოდნელი ცლილებებით). მას შემდეგ, რაც ყირიმი დედის რძესავით შეირგო, ყირიმის სრუტის კონტროლიც განიზრახა (უკრაინელი მეზღვაურები დააპატიმრა), ცხადია, ქერჩის ზურგიდან გასამაგრებლად (იხ. უკრაინის რუკა სურათის უფრო ნათლად წარმოსადგენად). რამდენიმე დღის წინათ უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო ვითარება გააუქმა, რაც რთული სათქმელია, რას ნიშნავს, იქნებ იმასაც, რომ რფ-მ თავისი გავლენის სფეროები უპრობლემოდ გაიფართოვა?!
ამას ნიშნავს თუ იმას, დანარჩენი მსოფლიო (ძირითადად, მისი ცივილიზებულად შერაცხული ნაწილი) ელის, რომ დასავლური სანქციები, ადრე თუ გვიან, რფ-ის მადას დააოკებს (მიწების მიმართულებით), ამიტომ 2019 წელსაც გაუგრძელეს.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ რფ-ის ეკონომიკასაც უჭირს, ოღონდ, ძირითადად, ეს გასაჭირი რფ-ის მოქალაქეებზე აისახება (იმითაც, რომ იმპორტული საქონელი აკრძალულია, მოსკოვის მიერ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც სანქციები გამოუცხადეს, საპასუხო ეკონომიკური ემბარგოს გამოცხადების გამო). ჰოდა, რაკი უჭირს, დღესავით ნათელია, რომ კრემლიც ეძებს გამოსავალს. შესაძლოა, ამიტომაც 2019 წლიდან, რუსული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სახლის ცხოველების ყოლისთვის გადასახადი დაწესდეს. ოფიციალური მოტივით, რომ რფ-ელებმა მათ ჯეროვნად მოუარონ და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
ამიტომაც რფ-ის „დუმა“ გეგმავს, რომ ძაღლების მფლობელებს 15 000 რუბლამდე გადასახდელი დაუწესოს, კატებისთვის – ასე, 5 000 რუბლამდე და იმასაც ამატებენ, რომ გადასახადის სიდიდე ცხოველის ზომაზე იქნება დამოკიდებული (მაგალითად, დეკორატიული ძაღლებისადმი სიყვარული 1 200 რუბლი დაუჯდებათ, შინაური მღრღნელები კი 120-დან 800-რუბლამდე).
იმის პარალელურად, რომ ცხოველების ჩიპირებაც სავალდებულო გახდება, რაც, ასევე, ფასიანია. ერთი სიტყვით, რფ-ის მიწების შემგროვებელ მოქალაქეებს ცხოველებისადმი სიყვარულის სანაცვლოდ ჯიბეების მოჩხრეკა მოუწევთ, ამიტომაც მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ უმეტესობა, უბრალოდ, სახლებიდან გამოყრის ცხოველებს (ადამიანები გამოყარეს თავიანთი სახლებიდან 2008-ში და ვითომ ცხოველების გამოყრა გაუჭირდებათ?!). ცხადია, ეს მათი გადასაწყვეტი ამბავია, მაგრამ ვშიშობ, ისეც არ გაუხდეთ საქმე, რომ პროდუქტების დეფიციტი შინაური ცხოველებით ამოივსონ.
скачать dle 11.3