კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 უღონოთა უღონობა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მფრინავი ჯაყო

​წლები მიქრიან, კლასიკოსის თქმით, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები, ამ ჩვენს ოკუპანტ-სეპარატისტებს კი მაინც არაფერი შველით, გაკეთილშობილების მიმართულებით. ამიტომაც ტრადიციისთვის (უფრო და უფრო გაველურების) არც წლის ბოლოსთვის უღალატიათ.
სოფელ ხურვალეთიდან კვლავ გაიტაცეს ადგილობრივი მცხოვრები ოთარ სამნიაშვილი (მათებურად დააკავეს). საქართველოს მოქალაქე სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა, როდესაც მასთან სამხედრო მანქანით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მივიდნენ, ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ამ ფაქტის ტრაგიზმი ისიცაა, რომ ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის პირია, ვერ მეტყველებს. ხოლო, რადგან უღონონი ვართ (ან კი ჩვენი უღონობა რა მოსატანია, როდესაც ლამის ევროპის შუაგულში მდებარე უკრაინას ტერიტორია ისე წაართვეს, ვითომც ხის ფოთოლი ყოფილიყო?!), შესაბამისმა ორგანოებმა ეს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს. ამასობაში კი „პრ.-ი“ ანატოლი (ბიბილოვი) აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონის გავლით ტრანზიტის გახსნა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც „იუჟნაია ოსეტია“ მასში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი და თანაბარუფლებიანი წევრი (ჯაყოსაც მოუნდა ცივილიზებულ სამყაროში ფრენა).
სამი მხარე უნდა ვიყოთ: რფ, საქართველო და დიდი ალანიის პირმშო „იუჟნაია ოსეტიაო“, თუ არადა, სხვა ვარიანტი გამორიცხულიაო. რთული სათქმელია, ვის ებრიქება ჯაყო ან რის იმედით, ვინაიდან ტრანზიტის გახსნით რფ და სომხეთი არიან დაინტერესებულები, მაგრამ ფაქტია, რომ იბრიქება, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში „იუჟნაია ოსეტელების“ მთავარი მისია (როცა ხალხი მარსზე ფეხით დადის) სასაფლაოების მიტაცება და ადამიანების გატაცებაა, რა თქმა უნდა, რუსის ტანკებს ამოფარებულად, თავად ამტკიცებენ, რომ მათი ადგილი საერთაშორისო პროექტებში კი არა, გამოქვაბულშია!

скачать dle 11.3