კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№52 ვისთან ერთად აპირებს სიყვარულის იმპერიის შექმნას მარკუს მეტრეველი და როდის წარადგენს ის ახალ კოლექციას ლუი ვიტონის მოდის სახლში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

მომღერლისა და დიზაინერისთვის, მარკუს მეტრეველისთვის 2018 წელი საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. წლის დასასრულს კი ახალი სიმღერითა და კლიპით შეხვდა.
მარკუს მეტრეველი: ამ წელს ვასრულებ ახალი სიმღერითა და კლიპით. სიმღერის ავტორია მაიკო კაჭკაჭიშვილი, ტექსტი ეკუთვნის ქეთი ორჯონიკიძეს. ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“, დიდი მადლობა ბორიკო შხიანს და ალეკო ბერძენიშვილს. კლიპის გადაღებები კურორტ წყალტუბოში მინდინარეობდა. დიდი მადლობა სალომე ქუთათელაძეს და ნინო მეტრეველს, წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, ასევე, სასტუმრო Central  Hoptels მასპინძლობისთვის. კლიპში გამოყენებულია ჩემი კოსტიუმები და მოდელების ჩაცმულობაზე ასევე, იზრუნა დიზაინერმა ხატკომ. დიდი მადლობა ია დოლიძეს, ვიზაჟისთვის კი – ლედი ონიანს. ასევე, დიდი მადლობა კლიპმეიკერ სანდრო ნადირიძეს. სიმღერა არის სიყვარულზე, მონატრებაზე. ზუსტად იმ მდგომარეობაზეა გადაღებული, რა მდგომარეობაშიც ახლა ვიმყოფები. სერიალივით მიჰყვება ხოლმე ჩემი მდგომარეობა და სიმღერები.
– ვინ გენატრება?
– ერთი ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არის, მაგრამ მაინც მენატრება. რომ ამბობენ ხოლმე: მიყვარს, ჩემ გვერდით არის, მაგრამ მაინც მენატრებაო, აი, ამ მდგომარეობაში ვარ. ერთად ვართ, უბრალოდ, ქვეყანაში არ არის. დაახლოებით, 5 თვის განმავლობაში მეგობრები ვიყავით და შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა.
– შეყვარებული ხარ?
– შემიძლია ვთქვა, რომ შეყვარებული ვარ. მე არც მივესალმები გამონათქვამს, რომ „სიყვარულსა მალვა უნდა“. სიყვარულს არ უნდა მალვა, უნდა გემჩნეოდეს და ხმამაღლა უნდა იყვირო.
– ვინ არის ის ადამიანი, ვინც შეგიყვარდა?
– ქართველია. ეს სიმღერა თავიდან ბოლომდე მას მივუძღვენი. საქართველოში ცხოვრობს, უბრალოდ, აქ არ იმყოფებოდა. არ არის ჩვენი სფეროდან, უფრო სერიოზულიდანაა. ჩვენი განშორების შემდეგ დავწერე ეს სიმღერა და ჩვენს მდგომარეობას ასახავს. ძალიან არ მიყვარს საყვარელ ადამიანთან განშორება, თუნდაც ეს იყოს ერთკვირიანი ან ათდღიანი. აქედანვე ვეუბნები, რომ ამდენი ხნით აღარ წავიდეს. მაგრამ კარგია, რომ წავიდა. ბევრი რამ გადავაფასე. თუმცა შინაგანად გაბრაზებულიც ვარ: მარტოდ ვიგრძენი თავი. მარტო არ უნდა დავრჩე, იმიტომ რომ შეიძლება, გავნაწყენდე, გავბარაზდე. აქეთ-იქით „გახედვები“ არ მიყვარს, ძალიან ერთგული ვარ. უბრალოდ, გული მტკივა ხოლმე და ამ გულისტკენის ფონზე შეიძლება, რაღაც ისეთი წამოვაყრანტალო, რომ მასაც ძალიან ვატკინო გული.  
– გამოუტყდით ერთმანეთს გრძნობებში?
– ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ყოველდღე ერთმანეთს ვუმტკიცებდით იმას, რომ „მეც მანდ ვარ, სადაც შენ. მომწონს შენი ტიპაჟი, შენი შინაგანი „მე“. ზრდასრული ადამიანები ვართ და ვიცით, რა გვინდა ამ ცხოვრებისგან. ვფიქრობ, ღმერთი დაგვეხმარება და ჩვენი ურთიერთობა არ შეწყდება. ძალიან თბილი, გაწონასწორებული ადამიანია, მხიარული, უღალატო, უბოროტო. ადამიანში ამდენი ლამაზი დეტალი ძალიან მხიბლავს და თავს მაყვარებს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემ მიმართ ყურადღებიანი არ არის, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა. სიყვარულში ეგოისტი ვარ. ჯერჯერობით მე ვერ გავცემ, ჯერ მიღება მინდა და მერე ერთიანად დავაბრუნებ. ნებისმიერი სიგიჟის ჩადენა შემიძლია, თან, შუა რუსთაველზე.
– მახსოვს ლუი ვიტონის მოდის სახლში იმყოფებოდი, საიდანაც შემდეგ ძალიან საინტერესო შემოთავაზება მიიღე. ამ კუთხით რა ხდება?
– პარიზში რომ მივდიოდი, ამაზე დიდი დისკუსია და გულისტკენები გვქონდა, რადგან სულ უნდა წავსულიყავი და ერთმანეთს დავშორებოდით. ვინაიდან პარიზში არ წავედი, ეს ბევრ რამეს მიანიშნებს – აქ ვარ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის: ახლა ვაკეთებ „კაფსულა კოლექციას“, რომელიც პარიზში უნდა გავაგზავნო. მათი შემოთავაზება იყო შოკი, ემოცია, ყველაფერი ერთად. აგვისტოში ვიყავი პარიზში. ლუი ვიტონს, ასევე, ფენდის მსოფლიო მასშტაბით ჰქონდა გამოცხადებული დიზიანერების კონკურსი და კრეატიული დირექტორი უნდოდათ. მე, როგორც ამბიციური ადამიანი, ჩემი ესკიზებითა და კოსტიუმებით ჩავედი და ქასთინგზე მივიღე მონაწილეობა. ლუი ვიტონის მოდის სახლში რომ შევედი, კანკალმა ამიტანა. თან, სრულიად მარტო ვიყავი, სხვა დიზაინერები თავისი დირექტორებით, მენეჯერებით იყვნენ მოსულები. ჩემი შეკერილი სამოსი მეცვა. დავჯექი ჟიურის წინ – ისინი ლუი ვიტონის დირექტორის თანაშემწეები იყვნენ. რომ გადახედეს ჩემს ნამუშევრებს, ძალიან გაუკვირდათ: ჯერ მათ შეხედეს, შემდეგ მე და მითხრეს: ძალიან საინტერესოა. იქვე დააყოლეს: ჩვენი მენეჯერი მაიამზეა და ვაჩვენებთ ამ ყველაფერს და დაგიკავშირდებითო. ვიფიქრე: კულტურულად მომიშორეს თავიდან-მეთქი. თუმცა დიდი კომპლიმენტები მივიღე, გაუკვირდათ: საქართველოდან ასეთი კარგად ჩაცმული დიზაინერები უკვე ძალიან საინტერესოაო. დავბრუნდი საქართველოში და რამდენიმე დღეში მომდის მეილი: გამარჯობა, მისტერ მარკუს. გელოდებით გასაუბრებაზე 20 ოქტომბერს, გენერალური დირექტორი უნდა გაგესაუბროთ. თან კოლექცია უნდა ჩამოიტანოთო. სიხარულისგან მთელი კვირა ვერ ვაზროვნებდი. 20 ოქტომბერს ვერ წავედი, რადგან ისინი ითხოვდნენ ხუთ-ხუთი მამაკაცისა და ქალის ლუქს და პლუს ფეხსაცმელებს. მივწერე, რომ მე ფეხსაცმელებს, აქსესუარებს არ ვქმნი. არა უშავს, დიზაინი გააკეთეთ და სხვამ შეკეროსო. 15 იანვარს უნდა ჩავიდეს ჩემი „კაფსულა კოლექცია“. უნდა ნახონ, როგორი ხედვა მაქვს, არის თუ არა რამე ახალი ჩემს დიზაინში. სხვა დიზაინერებს რომ გავესაუბრე, მითხრეს: დავდივართ ქასთინგებზე, მიკროგამოცდებს გვიწყობენ და გვაკვირდებიან, როგორ ვიზრდებითო. ისინი რამდენიმეწლიან კონტრაქტს გიდებენ. აკვირდებიან ყველა დამწყებ დიზაინერს და მეც დამწყები ვარ.
– რაც შეეხება სიყვარულის ამბავს, შეიძლება, მას სერიოზული დაგვირგვინება მოჰყვეს?
– როცა ვიწყებ სერიოზულ ურთიერთობას, გვირგვინი ის არის, რომ ვიყოთ ერთად. მე არ მიყვარს ერთჯერადი ურთიერთობები და იმ ასაკიდანაც გამოვედი, რომ ერთდღიანი ურთიერთობის შემდეგ ვიღლაბუცო. თუ ეს ადამიანიც იმ განწყობით იქნება, რომ ერთად ვიცხოვროთ და ჩვენი იმპერია შევქმნათ – სიყვარულის იმპერიას სიამოვნებით შევქმნიდი. ორივე ვიქნებით იმპერატორები, რადგან მიყვარს, როცა ურთიერთობაში ორივე იმპერატორია: მამაკაციც და ქალბატონიც. ორივე უნდა მართავდეს და აშენებდეს ურთიერთობას. ცალ-ცალკე სასახლეს ვერ ააშენებთ, ქოხს – კი.
– საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე არ ჩნდებით?
– ერთი-ორჯერ გამოვჩნდით ერთად და დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ამიტომ თავს ვიკავებთ. ჯერ ადრეა და ჩვენი ურთიერთობა არ გვინდა, გავასაჯაროოთ. ვმალავთ და მის აზრს პატივს ვცემ. ისე მოვიქცევი, მან რომ კომფორტულად იგრძნოს  თავი.


скачать dle 11.3