კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ ეძებდა უცნობი ბრაზილიელი ქალი გია ჯაჯანიძეს და რის გამო გადადის ის საცხოვრებლად ინდოეთში

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმიჯი შეიცვალა და საზოგადოების  წინაშე ულვაშით წარსდგა, ფილმში იღებენ. როლი, რომელიც მას ინდოელმა რეჟისორმა შესთავაზა, მისი დიდი ხნის ოცნება იყო. გია ჯაჯანიძეს გაზაფხულზე ინდოეთში მოუწევს გადასვლა, რასაც თავად დიდი სიხარულით ხვდება. როგორც ინდოელმა შამანმა უთხრა, ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში, მისი სამშობლო სწორედ ინდოეთი იყო. წინასწარმეტყველური სიზმარი და გია ჯაჯანიძის ახალი გატაცება – ტელეწამყვანი „თბილისელებს“ მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ისტორიებს  უმხელს.
გია ჯაჯანიძე: მას შემდეგ, რაც ულვაშით სიარული გადავწყვიტე, აგორდა ხმები, რომ  იმიჯს ვიცვლი. ამასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია  მოვისმინე, მათ  შორის ისიც კი, რომ  ულვაში გრიგოლ ვაშაძის გამო მოვუშვი და ეს  საარჩევნო მინიშნება იყო,  რასაც რა თქმა უნდა, სიმართლესთან კავშირი არ აქვს. გავიგე ისიც, რომ თურმე, სტალინის როლზე მამტკიცებდნენ... როლზე ნამდვილად დამტკიცებული ვარ, მაგრამ არა სტალინის. სტალინის როლის შესრულება იოლი არ იქნება, ამას  როგორ გავბედავ? შეიძლება, გარეგნულად მიმამსგავსეს ულვაშის გამო, მაგრამ ჩემს ხასიათში სტალინი?! წარმოუდგენელია. საქმე ისაა, რომ ამისრულდა  დიდი ხნის ოცნება, რომელზეც აქამდე არასდროს ვსაუბრობდი – „ბოლივუდში“ მიმიწვია ინდოელმა რეჟისორმა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ფესტივალზე  – „ოქროს თვალი“  იყო ჩამოსული. მან მსახიობის საინტერესო როლი შემომთავაზა. ფილმის გადაღებები გაზაფხულზე ინდოეთში დაიწყება.  თბილისში სასინჯი გადაღებები იყო, ამის გამო მიწევს ულვაშით სიარული.  ამ ყველაფერს ერთი უცნაური სიზმარი დაემთხვა. რეალური მიზეზი ეს არის. დამესიზმა ბაბუაჩემი, რომელიც ისევე, როგორც მამაჩემი, მთელი ცხოვრება ულვაშს ატარებდა. ბაბუა ცალხელა იყო, მატარებლის ბორბლებში ჩავარდა და საკმაოდ ახალგაზრდას ხელი მოსწყდა. ბაბუა მზარეული იყო, ომის დროს დამშეულ ხალხს აპურებდა. სიზმარში ბაბუამ ულვაშზე ხელი მოიკიდა და მითხრა, შენც მოგიხდება, დროა ულვაში მოუშვაო. მე ხომ საოცარი სიზმარა ვარ, გავიღვიძე და მივხვდი, რომ ბაბუას  სიზმარში ნათქვამი, აუცილებლად უნდა შემესრულებინა. წვერი მოვიპარსე და ულვაში დავიტოვე, ბაბუას თხოვნა-დარიგება შევასრულე. ეს არ იყო მარტო სიზმარი.  მთელი  ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები დაკავშირებულია სიზმრებთან, რომლებიც ხშირად წინასწარმეტყველურია. მაგალითად, სიზმარში მყავს ნანახი სტალინი, რომელმაც თითქოს, მის ერთ-ერთ თათბირს დამასწრო. იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემთან დაბადების დღეზე მოვიდა, რომ თან წავეყვანე. მომიტანა პატარა სკამი, რომელიც მერე, წლების განმავლობაში, დაკარგული იყო.  სიზმარში მაქვს ნანახი აკვანი, რომელიც არ ვიცი რატომ, ჩემთან უნდა მოხვედრილიყო. ეს არ იყო შემთხვევითი, ამ სიზმრიდან ძალიან მალე ჩემმა ახლობელმა მომიტანა 150 წლის აკვანი, რომელიც ჩემთვის საოცარი საჩუქარია.  ძილი მიყვარს მხოლოდ იმიტომ, რომ საოცარ ფერად-ფერად სიზმრებს ვნახულობ, დავდივარ პლანტაციებში, უცნაურ ადგილებში. ყველაზე ხშირად ჩემი მიცვალებულები მესიზმრებიან – ბებიები, ბაბუები, ნათესავები, თუ ვინმე მყავს გარდაცვლილი, ყველას სიზმარში ვხედავ. ეს სიზმრები არც არის, ბევრად მეტია. მე მათთან ვსაუბრობ, ჩვენ შორის ისეთი კავშირი მყარდება, რომ მე მესმის მათი, ვხედავ მათ, ვგრძნობ, ვეხები. ეს არის კონტაქტი, რომელიც ძალიან ცოტას გამოსდის. მე მაქვს სიზმრების ჩემებური ახსნა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.  სიზმრებში მაქვს პარალელური ცხოვრება, ეს არის საოცარი სამყარო:  ხან 18 წლის ვარ და ვაბარებ გამოცდებს, ხან შეყვარებული ვარ და  დავფრინავ ამ განცდით. ჩემი სიზმრების სამყაროში  ყველაზე ბედნიერი ვარ. ამის შესახებ წიგნი უნდა დავწერო.
– შენი სიზმრების ფენომენის ახსნა  ბიოენერგეტიკოსებთან არ გიცდია?
– ინდოეთში მყავს მეგობარი შამანი, რომელიც იქ ძალიან პოპულარულია. ჩემი პროფესიის და ცხოვრების გამო, ვის არ შევხვედრივარ, მაგრამ ეს ადამიანი მაინც განსაკუთრებული იყო. მასთან საკმაოდ უცნაური გარემოებებით მოვხვდი, რაც შემთხვევითი არ იყო. ამის შესახებ მან თავად მითხრა, რომ ჩვენი შეხვედრა გარდაუვალი იყო. მითხრა, მერამდენე ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ წარსულ ცხოვრებაში ვიყავი ბევრი, ახლა ჩემთვის წარმოუდგენელი პროფესიის ადამიანი,  მაგალითად – ფლორისტი, მწყემსი. ფლორისტი კიდევ წარმოსადგენია, ალბათ, ამისი გავლენაც არის, რომ ჩემი ეზო წალკოტად მაქვს ქცეული. სადაც წავალ, ყველა კუთხიდან  ნერგებს ვეზიდები. მითხრა, რომ მე ვარ  ერთ-ერთი ყველაზე ძველი სული დედამიწაზე არსებულ ძველ სულებს შორის. ამ ადამიანის გაცნობა ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო, მით უმეტეს, რომ ის ინდოეთში ცხოვრობს, ჩემთვის განსხვავებულად შინაურ სამყაროში. როდესაც პირველად ინდოეთში ჩავედი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბობი, დელი, გოა, ყველა პატარა თუ დიდი ქალაქი ფეხით მაქვს მოვლილი. ისეთი განცდა მქონდა, რომ დავბრუნდი სამშობლოში, რომელიც წინა ცხოვრებაში ჩემი საცხოვრისი იყო. არ დაგიმალავთ, რომ ამის შესახებ შამანმა პირველივე შეხვედრისას მითხრა. მითხრა ისიც, თუ რა მელის ამ ცხოვრებაში.
– როდის მიდიხარ  გადაღებებზე?
– გაზაფხულზე და ძალიან მიხარია, რომ იქ საკმაოდ დიდხანს მომიწევს ყოფნა.  ინდოეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს, მთელი ჩემი ბავშვობა ჭიათურაში ინდური ფილმების ყურებაში მაქვს გატარებული. ათჯერ და უფრო მეტჯერ მაქვს ნანახი ყველა ინდური ფილმი, რაც მაშინ საბჭოთა საქართველოში გამოდიოდა: „სპილოები ჩემი მეგობრები არიან“, „ერთგული სიყვარული“, „ერთგულება“, „ბატონი 420“, „დისკოს მოცეკვავე“, „იცეკვე, იცეკვე“, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ფილმი „ბობი“ 21-ჯერ ვნახე. ინდური ფილმების კასეტების კოლექცია მაქვს – 200 კასეტა მაინც. როცა თბილისში ჩამოვედი და მძიმე 90-იანი წლები იყო, ავლაბარში კინოთეატრში დავდიოდით მე და დღეს წარმატებული ბიზნესმენი ჩემი მეგობარი  ნაზი ალასანია. იმდენს ვტიროდით, ორივეს თვალები გვქონდა დასიებული. სხვათა შორის, სწორედ გაზაფხულზე, როდესაც მე ინდოეთში მომიწევს ჩასვლა, მაშინ არის მათი ერთ-ერთი ახალი წელი. ინდოეთში ახალ წელს წლის განმავლობაში რვაჯერ აღნიშნავენ, ერთ-ერთია აპრილში და ალბათ, ჩემი იქ ყოფნაც დაემთხვევა. ძალიან მაინტერესებს, რა რიტუალებით ხვდებიან იქაურ ახალ წელს, რადგან  მოგეხსენებათ, მე რიტუალების დიდი მოყვარული ვარ.
– ახალ წელს კარგი ფეხი გაქვს?
– საოცარი. თუმცა, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ წლებია ახალ წელს, მეკვლედ აღარ დავდივარ. მაგრამ იყო დრო, დიდი სია მქონდა ხოლმე, ვისთან უნდა მივსულიყავი. მე კი, ათი წელია, არ ვცვლი მეკვლეს, ნანა პატარკაციშვილს, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში კარგი ამბები მოაქვს... რამდენიმე წლის წინ ჩემ შესახებ გაიგო ერთმა ცნობილმა ქალმა, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს. მან იცოდა, რომ არსებობს გია ჯაჯანიძე, ოღონდ არ იცოდა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს. არ მინდა, დეტალებში მოგითხროთ, მაგრამ ეს ისტორიაც სიზმართან არის დაკავშირებული. ამ ქალმა  აღმოაჩინა ჩემი ფოტო, რომელიც საქართველოს დროშის ფონზე მაქვს გადაღებული. მომძებნა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე. თბილისშიც იყო ჩამოსული საიდუმლოდ, თუმცა იმას გეტყვით, რომ ამიხდა ინდოელი შამანის  წლების წინანდელი ნათქვამი.               

скачать dle 11.3