კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რატომ დაედო ფასი ნიკა არაბიძის ფეხებს და ვინ აძალებდა მას ახალ წელს სახლში ბუხრიდან ჩასვლას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

თუ გინდათ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ და ბიზნესშიც გაგიმართლოთ, მეკვლედ „კომედი შოუს“ მსახიობი, ნიკა არაბიძე უნდა დაპატიჟოთ. როგორც თავად ამბობს, მისმა ფეხებმა ფასი დაიდო და ბედობა დღეს ოჯახში ბევრი ეპატიჟება. ფეხებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, მისი პოზიტიური განწყობა და ხალისიანი ხასიათი, მართლაც დასაბედებელია. ხოლო, რა ტრადიციის დამკვიდრებას გეგმავს ის ამ ახალ წელს სახლში, რატომ დადიოდა ღვინით გაჟღენთილი ბამბის წვერით და რის გამოა მისი სტუმრობა ფერმერებისთვის აუცილებელი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნიკა არაბიძე: კარგი წელიწადი მქონდა და მინდა, მომავალი უკეთესი იყოს. ზოგადად, ყოველ ახალ წელს განსაკუთრებული იმედით ვხვდები. წელსაც ამის მოლოდინი მაქვს. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ახალი წლის დღესასწაული და ვხუმრობ ხოლმე, ბავშვობაში კი მიყვარდა, მაგრამ, რაც გავიზარდე, ჩვევაში გადამეზარდა-მეთქი. ახალ წელთან ბევრი კარგი მოგონებაც მაკავშირებს. ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვქონდა, მაგრამ ტყიდან ნაძვის ხის მოთრევა და მორთვა, ჩემზე იყო. ამ წელს, მინდა ოჯახში ტრადიციად დავამკვიდრო ახალ წელს, 12 საათზე საჩუქრების გადაცემა და ეს საკითხი უნდა მოვაგვარო. ჩემს ბავშვობაში, ყოველ ახალ წელს თოვლი იყო, ვაკეთებდი თოვლის ბაბუას და სტაფილოს ხან ცხვირზე ვამაგრებდი და ხან სხვა ადგილზე, რომელსაც საჯაროდ ვერ ვიტყვი (იცინის). რევოლუციონერი დროის ბავშვი გახლავართ და ამიტომ ციგასაც თავად ვაკეთებდი და ხან სად ვყირავდებოდი და ხან სად. ასე რომ, მართალია, ბოლო ათი წელია, ვეღარ ვახერხებ ახალ წელს სახლში შევხვდე, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და მის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული. ადრე, ქუთაისში რომ ვცხოვრობდი, ტყეში მივდიოდი და იმხელა ნაძვის ხეს ვჭრიდი, მანქანაში ვერ ვატევდი და ხელით მოვათრევდი. მერე, გაყინულ-გათოშილი სახლში რომ მივიტანდი, აღმოჩნდებოდა, რომ ძალიან მაღალია, მენანებოდა გადაჭრა და ასე წელში მოღუნული, მოკუნტული ნაძვის ხით ვხვდებოდი დამდეგს. მერე მთავრობამ ამიკრძალა ნაძვის ხის მოჭრა და კი გავიმართე წელში (იცინის).
– არის ისეთი ტრადიცია, რასაც ყოველ ახალ  წელს ასრულებ?
– განსაკუთრებული რიტუალი არ მაქვს, მაგრამ სუფრაზე რომ საცივი და გოზინაყი უნდა იდოს, ეს ტრადიციაა. აბა, ეგზოტიკურ საკვებს, სხვა დროსაც კი გემრიელად შევჭამ. არ დამავიწყდება, ადრე, „თოვლის ბაბუა გამოძახებით“ სერვისი გვქონდა მეგობრებს. ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს ახალი წლის ღამეს, გამოძახეაზე რომ მიდიოდა, მაშხალა მოხვდა წვერზე და ამომწვარი წვერით რომ მიადგა ბავშვებს, შიშით კინაღამ გადაირივნენ – ეს დამწვარი კაცი ვინ მოვიდაო (იცინის). მე რომ მივდიოდი თოვლის ბაბუს ფორმით გამოძახებაზე, მაძალებდნენ, უნდა დალიო, ისე არ გაგიშვებთ ოჯახიდანო და მთელი ღამე ღვინით გაჟღენთილი ბამბის წვერით მიწევდა კარდაკარ სიარული. ერთხელ, ერთ ოჯახში მივედი მისალოცად. გამოვარდა ბავშვი და გადამეკიდა, გინდა თუ არა, ირმები მაჩვენე, რითიც მოხვედიო. არადა, დაბლა დაქოქილი „ადინაცატი“ მელოდებოდა. 90-იანი წლები იყო, აკუმულატორი არ ვარგოდა და რომ გამომერთო, ვეღარ დავქოქავდი. ამიტომ, მანქანა მთელი ღამე ამოქოქილი მელოდებოდა. ზოგი, მიშარდებოდა, რანაირი თოვლის ბაბუა ხარ, რატომ ბუხრიდან არ ჩამოხვედიო და მაძალებდა, გინდა თუ არა, იქიდან ჩამოდიო (იცინის). ასე რომ, მთელი ახალგაზრდობა, ასეთ შარებში გავატარე. ერთხელ, თერჯოლაში მიმყავდა საახალწლო საღამო და 12 საათზე მთელი მოსახლეობა გამოვიყვანე სახლიდან და ქუჩაში შევახვედრე. ეს წელი მართლაც განსაკუთრებული იყო და არასდროს დამავიწყდება.
– თქვი, ყველა ოჯახში მიწევდა დალევაო. ისე თუ დამთვრალხარ, გონება რომ დაგეკარგა?
– არა, ეგრე არ დავმთვრალვარ. ზოგადად, ისე ვერ დავთვრები, გონება დავკარგო. ერთხელ, კუსტარულად ნაჩალიჩარი „ბომბაჩკა“ ამიფეთქდა ხელში და მთელი ახალი წელი ცერა თითი „გაბრუჟებული“ მქონდა. პარალიზებული ცერა თითით კი შევხვდი ახალ წელს, მაგრამ მთავარია, დანარჩენი თითები იყო მწყობრში ჭიქის ასაწევად და მეორე ხელის ცერა თითი – საღი, რომ მეჩვენებინა – ყველაფერი კარგად არის-მეთქი (იცინის).
– გავიგე, ახალი წლის დღეებში, ყველაფერთან ერთად, შენი ფეხების ფასიც იზრდება და ბევრი მეკვლედ გეპატიჟება. ასეა?
– კარგი ფეხით გამოვირჩევი და სასურველი მეკვლე ვარ. რა ვიცი, ვისთანაც ვყოფილვარ, კი ავაშენე და მეტი რა ვქნა? (იცინის) მართალი ხართ, რაც მეტად პოპულარული გავხდი, ჩემმა ფეხებმაც ფასი აიწია (იცინის). მე ფულს არავინ მაჩუქებს, მაგრამ სასმელებით განებივრებული ვარ. წელსაც, მეგობრების მეკვლე ვარ, მაგრამ ყველასთან მისვლას ვერ ვახერხებ. შემოთავაზება უფრო მეტი მაქვს, ვიდრე საშუალება. ასე რომ, თუ ჩემს ფეხებს დაუჯერებთ და მეკვლედ დამპატიჟებთ, მატერიალური სიკეთე და იღბალი გარანტირებული გაქვთ. ერთხელ, თერჯოლაში გახლდით მეზობლის მეკვლე და მის ძროხას ტყუპი ხბო შეეძინა. იმის მერე ატყდა ამბავი და თუ ვინმეს ფერმა ჰქონდა, ყველა მე მეპატიჟებოდა. ასე რომ, ვისაც მეცხოველეობის ბიზნესი აქვს და მატება უნდა, შეუძლია, ახალ წელს მეკვლედ დამპატიჟოს. ჩემს სახლშიც თავად ვარ მეკვლე და რა ვიცი, ბედს არ ვუჩივით. წელს, ბარბარობასაც მე შევდგი სახლში ფეხი, შევყარე კანფეტები, ხორბალი და დავიწყე ხმამაღლა ლოცვა – „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ბარაქა და სიხარული თქვენ...“ და, არავინ რომ არ გამცა ხმა, ცოტა დავიბენი. მოკლედ, ისე გვიან მივედი, ოჯახის ყველა წევრს ეძინა. დავდიოდი მარტო ოთახებში და ვილოცებოდი (იცინის). ისე, მეკვლემ რომ შემოყაროს ბრინჯიც კარგია, ოღონდ გრძელი. მაღაზიაში რომ შევდივარ მის საყიდლად, გრძელი მინდა-მეთქი ბედობა დღეს მაღაზიის გამყიდველს ვერ ვაკადრებ, ამიტომ ვეუბნები, კარგი ბრინჯი ამიწონეთ, მეკვლე ვარ-მეთქი (იცინის). ერთხელ, მე და თათია სულუაშვილი ვიყავით ქუთაისში, კონცერტზე. ბედობა დღე თენდებოდა და გვინდოდა, თბილისში ჩამოგვესწრო. სურამთან საბურავი გამისკდა, მომიცურდა მანქანა და ძლივს გადავრჩით. მოკლედ, შევაკეთე და გზა განვაგრძეთ. ხაშურთან, მეორე საბურავი გასკდა. მივადექით შუაღამით, ამ ბედობა დღეს „ვულკანიზაციას“.იქიდან ქალბატონმა გამოგვხედა. ვკითხე: ქალბატონო, მეუღლეს დაუძახეთ, იქნებ დამეხმაროს-მეთქი... და, დაიწყო: უი, ეგ მოუკვდეს მის პატრონს, სამი დღეა სახლში არ მოთრეულა, დაეთრევა მთვრალი, თუ სადმე ნახოთ, გამოაგდეთ სახლშიო. გამავალმა მანქანამ გააჩერა და გავიხედე, გადმოვიდა ათი ადამიანი – 9 ბიჭი და 1 გოგო. რომ დაიწყეს გადმოსვლა და აღარ გაჩერდნენ, კი ვიფიქრე, ნეტავ, როგორ ჩაეტიენ-მეთქი, მაგრამ დამხმარებოდნენ და რას დავეძებდი. მოკლედ, ერთმა მითხრა: ნიკა ბატონო, ცოლი მოვიყვანე და ახლა მივდივართ აღსანიშნად, რა დროს საბურავია, წამოდი, ვიქეიფოთო (იცინის). ასე იყო თუ ისე, როგორც იქნა, „დავლატკე“ საბურავი, მაგრამ მთელი ბედობის ღამე ტრასაზე გავატარე და მთელი წელი ასე „დალატკული“ მქონდა (იცინის).
скачать dle 11.3