კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№52 რა არ უნდა გედოთ სადღესასწაულო სუფრაზე 31 დეკემბერს და სად უნდა დადგათ ნაძვის ხე, რომ მისგან პოზიტიური ენერგია წამოვიდეს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და ვცდილობთ, სახლი შესაბამისად, საზეიმოდ მოვრთოთ, სადღესასწაულო სუფრისთვის კი ყველა ის პროდუქტი შევიძინოთ, რაც საახალწლოდ მისაღები და ტრადიციულია. თუმცა, ამ მხრივ, ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებაც საჭიროა, რომ წლის მბრძანებელი გავახაროთ. მისი კეთილგანწყობა რომ დავიმსახუროთ, მის დასახვედრად შესაბამის ფერებშიც უნდა გამოვეწყოთ, მაგიდაც შესაბამისად გაწყობილი უნდა დავახვედროთ და ამით, ბედნიერება და მატერიალური დოვლათი დავიბედოთ. ამ თემებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ასტროლოგს, ბატონ მიხეილ ცაგარელს და მანაც, სწორედ ის რჩევები მოგვაწოდა, რომელიც ახალი წლის ღამეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
მიხეილ ცაგარელი: მიწის სტიქიის, ყვითელი ტახის, იგივე ღორის წელიწადი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2019 წლის 5 თებერვალს 01 საათსა და 05 წუთზე დგება. ამით იწყება თორმეტწლიანი განვითარების ბოლო მე-12 წელიწადი, რომელიც ადამიანებისგან მოითხოვს შედეგების შეჯამებას, შერიგებას, ურთიერთობებში კორექტივების შეტანას, კონტაქტების მოწესრიგებას. ტახის წელიწადი ადამიანებში ავითარებს კონტაქტურობას, სიკეთისადმი მიდრეკილებას, კეთილსინდისიერებას. ეცდება, ზეგავლენა მოახდინოს საქმიან, ფინანსურ სფეროებზე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა. 2019 წელს ადამიანებში მოიმატებს სამსახურის, ქვეყნის ან ქალაქის შეცვლის სურვილი, გაუმჯობესდება პარტნიორებს შორის ურთიერთობები. მოერიდეთ დიდი სესხის აღებას, რადგან დაბრუნება გაგიჭირდებათ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ზოგადად, 2019 წელიწადი ნაყოფიერი და ჰარმონიულია.
– კონკრეტულად, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვისაა 2019 წელი განსაკუთრებულად წარმატების მომტანი?
– ეს წელი სასიკეთოა კირჩხიბის, მორიელის, თევზების, მშვილდოსნის, ლომის, კუროსა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. თუმცა, ის თქვენგან მეტ შრომასა და მოტივაციას ითხოვს. წელს ენდეთ ადამიანებს, თუმცა, აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია, რადგან მოტყუების ალბათობაც დიდია. როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– როგორ დავხვდეთ ღორის წელიწადს, რომ ის იღბლიანი და სიკეთის მომტანი იყოს?
– აღმოსავლეთის ქვეყნებში დიდ ყურადღებას აქცევენ ახალი წლის დახვედრის რიტუალებს, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც დახვდებით, ისევე გაივლის მთელი წელი. რადგან 2019 წელი განეკუთვნება ტახის, იგივე ღორის, მიწის სტიქიის, ინ ელემენტის წელიწადს, 31 დეკემბერს მაგიდაზე უნდა მეზობლობდნენ ტახისა და ძაღლის სიმბოლოების ფიგურები, რადგან ძაღლის წელიწადი გრძელდება 2019 წლის 5 თებერვლამდე. ძაღლი რომ არ გაგვინაწყენდეს, ამიტომ, ის ღორის გვერდით უნდა დავსვათ და 5 თებერვლამდე მის გვერდით დავტოვოთ. ნაძვის ხე და ჩიჩილაკი ოთახის აღმოსავლეთ ან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განათავსეთ. თუმცა, შეგიძლიათ, ოთახის შუაგულშიც დადგათ.
– რომელ ფერზე გავაკეთოთ აქცენტი სახლის მორთვის, ტანსაცმლისა და სადღესასწაულო მაგიდის გაწყობისას?
– წლის ძირითადი ფერი ყვითელია, თუმცა მიწის სტიქიის მეგობრობა წყლის სტიქიასთან გვაძლევს საშუალებას, რომ ამ ფერთან ერთად გამოვიყენოთ ოქროსფერი, ყავისფერი, კრემისფერი ან მწვანე ფერები. საახალწლო აქსესუარებში კი, მცირე დოზით, ლურჯი, ნაცრისფერი, წითელი გამების გამოყენებაც შეიძლება. სხვათა შორის, ამ პრიორიტეტულ ფერებში უნდა იყოს მორთული არა მარტო ნაძვის ხე, არამედ სადღესასწაულოდ გაწყობილი სუფრაც. ტანსაცმლისა და ბიჟუტერიის არჩევის დროსაც აქცენტი ამ ფერებზე გააკეთეთ. რაც შეეხება მინერალებს, კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ოპალის, ტოპაზის, ლაზურიტის ან ფირუზის ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს გაიკეთებთ. აქვე გეტყვით, რომ 2019 წლის ბედნიერი რიცხვებია – 2, 5, 8. ბედნიერი დღეები – ყოველი თვის 17 და 24 რიცხვი. ბედნიერების მომტანი ფერები – ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, მწვანე. ბედნიერების მომტანი ყვავილი – ჰორტენზია. ბედნიერი მიმართულებები – აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი, არ ვარგა სამხრეთ-აღმოსავლეთი. ბედნიერი თვეები – თებერვალი, ივლისი, ოქტომბერი და ნოემბერი. შედარებით ნეგატიური – აპრილი, მაისი, სექტემბერი და დეკემბერი. ეს ყოველივე გაითვალისწინეთ მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, თუ იწყებთ რაიმე ახალ საქმეს, გეგმავთ მოგზაურობას ან პირად ცხოვრებაში ცვლილებებს.
– სუფრაზე, წელს, რომელი კერძები უნდა დავალაგოთ, რომ წლის მბრძანებლის, ღორის გული მოვიგოთ?
– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით რომ, ნუმეროლოგიის მიხედვით, 2019 წლის მთავარი რიცხვია 3 (2+0+1+9=12=1+2=3). ამიტომ, ახალი წლის ღამეს, 12 საათის დადგომამდე 15 წუთით ადრე, აანთეთ 3 ცალი ყვითელი ფერის სანთელი, უმჯობესია, ოთახის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებში და მადლობა გადაუხადეთ გასულ წელს. ჩაიფიქრეთ სურვილები, რომლებიც გინდათ, რომ ამ წელს ახდეს. შეგიძლიათ, 10 წუთის მერე სანთლები ჩააქროთ და აანთოთ 5 თებერვალს იგივე თხოვნით, როცა ღორის წელიწადი უკვე აღმოსავლური კალენდრით დადგება და დაწვათ ბოლომდე. ფინანსური ბარაქის და ჯანმრთელობის კუთხით, საუკეთესო სიმბოლოდ ითვლება გოგრა. ის, როგორც მიწის სტიქიის პროდუქტი, მომავალ წელს ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას მოგიტანთ. გამოცალეთ გოგრას თესლი და ახალი წლის დადგომამდე დაყარეთ სამზარეულოს იატაკზე, მეორე დილამდე. ხოლო, თავად გოგრაში ჩაყარეთ ფულის მონეტები, დაამაგრეთ სამი სანთელი, მოათავსეთ სადღესასწაულო მაგიდაზე და აანთეთ საახალწლოდ. ეს ხელს შეუწყობს ფინანსური ეგრეგორის გაძლიერებას. ღორისა და ძაღლის ფიგურების წინ დადეთ ძვალი და დაყარეთ რკო. თუ არ გაქვთ რკო, შეგიძლიათ, ნებისმიერი საკვების მოთავსება, რაც წლის მბრძანებელ ღორს უყვარს.
31 დეკემბერს მოერიდეთ ღორის ხორცისგან დამზადებული კერძების დალაგებას მაგიდაზე. უმჯობესია, სადღესასწაულო სუფრა სხვა ტრადიციული და ეგზოტიკური საკვებით იყოს წარმოდგენილი. სასმელებიდან დასაშვებია ნებისმიერი, რაც გიყვართ. ამ მხრივ, შეზღუდვა წელს არ არსებობს. რადგან წლის მმართველი პლანეტა მერკურია, კარგი იქნება თუ მას მხიარულად, ცეკვითა და სიმღერით დახვდებით. ასევე, კარგია, ახალი ადამიანების გაცნობა. ამიტომ, ეცადეთ, ახალი წლის დღეებში, რაც შეიძლება, მეტი ახალი ადამიანები გაიცნოთ და თქვენს ცხოვრებაში შემოუშვათ.
скачать dle 11.3