კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№52 რატომ მალავდა ანი მიროტაძე გათხოვებას და რა ახირება აქვს მას ორსულობისას

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ანი მიროტაძეს ბავშვობიდან ძალიან უყვარს ახალი წელი და ამ დღესასწაულისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადება. წელს ის მეორე შვილის დედა გახდება. ახალი წევრი ოჯახს ახალ წელს თებერვალში მიულოცავს.
ანი მიროტაძე: ახალი წელი ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული დღეა. სადღესასწაულო განწყობა მაქვს. როგორც პატარაობისას ველოდებოდი, ახლაც ისე ველოდები და სულ მაქვს განცდა, რომ ახალი რაღაცები ჩემს ცხოვრებაში ახალი წლიდან უნდა დაიწყოს. ამისთვის რას ვაკეთებ მე თვითონ? ბავშვობიდან სულ მაქვს მოთხოვნილება, რომ ახალ წელს ახალი ტანსაცმელი უნდა მეცვას და ამ ტრადიციას არ ვღალატობ.
– აქცევთ ყურადღებას რისი წელი მოდის?
– საერთოდ ვერ ვერკვევი ასტროლოგიაში, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, რას გვირჩევენ ასტროლოგები საახალწლო სამზადისისთვის, რომელ წელს როგორ უნდა შევხვდეთ, რა დავიბედოთ და ამის მიხედვით ვხვდები. წელს ვიცი, ღორს როგორ უნდა შევხვდე, რომ სახლში გამოუყენებელი ნივთები არ უნდა იყოს. ჩემთვის ეს არის რიტუალი და მსიამოვნებს. ყურადღებას ვაქცევ, რისი წელი მოდის და იმის მიხედვით ვიმოსები. ვიცი, რომ წელს ყვითელი ღორის წელიწადი მოდის და შესაბამისად უნდა დავხვდე. მე მიყვარს, როცა ახალ წელს სახლში ვხვდები, ჩემი მშობლების და მეგობრების გარემოცვაში. 12-ჯერ რომ დარეკავს საათი, იმ დროს აუცილებლად სახლში უნდა ვიყო, ჩემი სახლის ფანჯრებში კი – სანთლები ენთოს. იმდენად მიყვარს ნაძვის ხე, ჩემი ნება რომ იყოს მთელი წელი მექნებოდა. შარშან ცოცხალი ნაძვი გვქონდა. მორთულობები კიდევ ცალკე თემაა. სახლში უამრავ განათებას ვაწყობ. მე რომ სათამაშოების მაღაზიაში შევალ, ვეღარ გამოვდივარ. მეუღლე ამ საკითხს ცოტა ღიმილით უდგება. სანამ რამეს შევიძენ, თუკი სადმე რაიმე იყიდება, ყველა მაღაზიას მოვივლი, შევარჩევ და მერე შევიძენ.
– სუფრის სამზადისში რამდენად ხართ ჩართული?
– რაც შეეხება სუფრას, ვიდრე ჩემი ოჯახი მექნებოდა, მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. დედაჩემი და ჩემი და არაჩვეულებრივი დიასახლისები არიან. მე მაინცდამაინც არ გამომდის. სამზადისს ერთი კვირით ადრე ვიწყებთ. ჩემი ფუნქცია, ძირითდად, დამხმარეობაა. მაგალითად, თუ გვინდა, ხახვის, ნივრის, მწვანილის გარჩევა გამოყენებული ჭურჭლის გარეცხვა, ჩემზე უკეთეს დამხმარეს ვერ იპოვით. ეს როლი ძალიან კარგად გამომდის. ამასობაში ვიღლები, მაგრამ მერე, როცა მეკითხებიან, შენ რა გააკეთე აქედანო, ვხვდები, რომ ჩემი გაკეთებული არაფერია. ვიწყებ მერე – ხახვი ჩემი გარჩეულია, მწვანილი ჩემი გარეცხილია... მაგრამ, მეამაყება ერთი რამ – კარგად გამომდის საცივი. შარშან იყო პირველი ახალი წელი, როდესაც ოჯახში დამოუკიდებლად დამჭირდა გამემზადებინა სუფრა, მაგრამ დათოს დედა და დეიდა დამეხმარნენ, მათ გააკეთეს. წელს არ ვიცი, როგორ იქნება, ან ისევ დამხმარე ვიქნები და ძირითადად დათოს დედა იქნება ან დედაჩემი მოამზადებს ჩემთვისაც. თუმცა ხილზე, შოკოლადებზე,  ნამცხვრებზე მე მივდივარ, ამ ყველაფერს რამდენიმე ოჯახისთვის ვარჩევ.  ტრადიცია მაქვს: ვისაც მინდა, ახალი წელი მივულოცო, ამ სასაჩუქრე რაღაცებს ტორტთან ერთად ვაგზავნი, იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს. ბავშვობაში თოვლის ბაბუის მჯეროდა თუ არა, არც მახსოვს და რადგან არ მახსოვს, ესე იგი მჯეროდა. მაგრამ ერთმანეთისთვის ვართ თოვლის ბაბუები და ამ ფუნქციას კარგად ვითავსებთ.
– განსაკუთრებული ახალი წელი როდის გქონიათ?
– მახსოვს, ერთხელ, 31-ში გადავწყვიტეთ, ახალ წელს ჩემს სოფელში, ზემო იმერეთში, ბებიასთან და ბაბუასთან წავსულიყავით და აღმოჩნდა, რომ იქ დიდი თოვლია. გზა გაუკვალავი იყო, გამოდიოდნენ თანასოფლელები, ზოგი ნიჩბით გვიკვალავდა გზას, ზოგი ისე. ათი წუთი აკლდა თორმეტს რომ სახლამდე მივაღწიეთ, მაგრამ ძალიან მაგარი იყო. ის გარემო არ ამომდის თვალებიდან, თოვლის სიმაღლეც მახსოვს. ახალ წელს სახლში შევხვდით. შემდეგ ბავშვები თოვლში გამოვვარდით და დავსველდით. მეორე ახალი წელი მახსოვს, მე და დათო 27 დეკემბერს დავქორწინდით, თან, გავიპარეთ და ახალ წელს დათოს სახლში შევხვდით. გაპარვა დაგეგმილი არ გვქონდა. დათოს ვეუბნებოდი, მოიცადე, ახალმა წელმა გაიაროს-მეთქი. დათომ მითხრა, რა გაიაროსო. ვეუბნებოდი, ასაკში დავქორწინდით და ასეთი ფორმით, გაპარვით, არ მინდა-მეთქი, მაგრამ მაინც ასე მოხდა. მახსოვს, იქაც გზა თოვლიანი იყო, თავიდან ვმალავდი ერთი ათი დღე, მერე გაიგეს.
– მალე მეორე შვილის დედა გახდებით, როგორ ემზადებით დედობისთვის?
– ოჯახის ახალი წევრი თებერვალში მომილოცავს ახალ წელს. სქესს ჯერ არ ვამხელთ, თუმცა, მთელი ალბომი გვაქვს ბავშვის, ორ კვირაში ერთხელ ავდივარ ექოსკოპიაზე, ასეთი ახირება მაქვს. ექიმი მეუბნება, ყოველ ორ კვირაში არ არის სავალდებულო, თვეში ერთხელ მოსვლაც საკმარისიაო. მეორე ბავშვზე მეუღლეს ჩვეულებრივ ვუთხარი. პირველ ბავშვზე, რაღაც სიმპტომები რომ ვიგრძენი, წავედი ექიმთან და გადავამოწმე, იქიდან რომ გამოვედი, ჩავჯექი მანქანაში ავიღე ტელეფონი და ვუთხარი, ორსულად ვარ მეთქი. პირველ შვილზე ჩემი და ფიქრობდა, რომ გოგო მეყოლებოდა, დათოც ეთანხმებოდა, გოგო ძაან მაგარიაო, საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელი მათ შეარჩიეს. ვაჩენთ გოგოს, სახელიც ვიცით, მივდივარ სქესის დასადგენად და აღმოჩნდა, რომ ბიჭია. მოვიხედე და დათოს ორი ტელეფონი უჭირავს, რეკავს აქეთ-იქით და იძახის ბიჭია, ბიჭიაო. ანუ არასდროს დაუჯეროთ კაცებს, რომლებიც ამბობენ, რომ სქესს მათთვის არ აქვს მნიშვნელობა. მეორე ბავშვზე ცოტა ვინერვიულე. ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი არ არის, თუმცა ძალიან ველოდები, რა რეაქცია ექნება გიორგის, პატარას რომ დაინახავს.
– როგორ მიმდინარეობს ფეხმძიმობა, მეუღლეს სთხოვთ მარწყვს ღამით?
– კარგად მიმდინარეობს. უბრალოდ, მთელი ფეხმძიმობა გულძმარვა მაწუხებს. აქტიურ ცხოვრებას ვაგრძელებ, არ მიშლის. თუმცა, უფრო მეტად ვიღლები, ხანდახან ვწუწუნებ, მაგრამ მაინც ყველაფერი რიგზეა. განსაკუთრებული მოთხოვნილებები არ მაქვს, მაგით ჩემს ქმარს ძალიან გაუმართლა, ღამღამობით არსად წასვლა არ უწევს, არ მაქვს ასეთი მოთხოვნილებები. ერთადერთი ის არის, რომ ძალიან მიყვარს მანდარინი და ყურძენი, ეს ისედაც მიყვარდა, ასე რომ, ეგ ამბავი მოგვარებულია. სხვა განსაკუთრებული სიმპტომები არ მაქვს. ბავშვი ყველაფერს ცვლის – ცხოვრების ფილოსოფიას, დამოკიდებულებებს, შენს პერსონალურ რაღაცებს. თუ მანამდე პრიორიტეტული იყო, შენ რა გინდა, მერე ეს აღარ გახსოვს. მაინც სხვანაირად არის ეს ამბავი. ბავშვის გაზრდის პლუს-მინუსები ახლავს. ყველაზე მშვიდად ვარ, როცა ბავშვთან ჩემი მეუღლეა, ერთი პერიოდი ბავშვს ვერ ვაძინებდი და ის აძინებდა. დათო იმდენად უპრეტენზიოა, რომ საერთოდ, რაც ერთად ვართ, არც გვიჩხუბია. გამიმართლა იმაში, რომ თუ სადილი  მზად არ არის, დათოს პრობლემა არ აქვს, მშვენივრად მიხედავს თავს. გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და იცის, თავს როგორ მოუაროს.
скачать dle 11.3