კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№52 როგორ დაეცა ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდს ჯოკერივით და რა მიზნები აქვს მადონას პროდიუსერს თეონა ცირამუასთან დაკავშირებით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მსოფლიოში აღიარებულმა ვარსკვლავმა ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა, თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით, ევროპა სიმღერ-სიმღერით მოიარა. ორთვიანი ტურნეს შემდეგ, თეონა და მისი გოგონები, საქართველოში დაბრუნდნენ და როგორც თავად ამბობს, ყველგან, სადაც ფეხი დადგეს, ოვაცია და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
თეონა ცირამუა: გორის გოგონათა გუნდთან ერთად, ევროპის 12 ქვეყანა და  37 ქალაქი სიმღერ-სიმღერით, წარმატებით მოვიარე და სამშობლოში ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. კი ვამბობ, სიმღერ-სიმღერით მოვიარეთ-მეთქი, მაგრამ ამის უკან დიდი შრომა დევს. ეს მეორე ტურნე იყო და მგონი, სულ მალე, მსოფლიოსაც დავიპყრობთ. წელს  გუნდისთვის 16 წევრი შეირჩა და ვამაყობ იმ შედეგით, რაც დავდეთ. ეს ყველაფერი ქეთი მელუას დიდი დამსახურებაცაა. პირველი ევროტურის მერე, დისკიც გამოვიდა და საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა. ქეთისთან მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესია. საქართველოში ჩვენი გუნდი პოპულარული იყო და მეც ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩვენი სახელი საზღვრებს გარეთაც გასულიყო, მაგრამ ქეთი მელუა „ჯოკერივით“ დაგვეცა და ევროპაში ერთი მოქნევით გავხდით პოპულარულები. როგორც ქეთი ამბობს, მასაც გაუმართლა, რომ ჩვენ აღმოგვაჩინა. მის შემოქმედებაშიც შევიტანეთ წვლილი და მასთან მუშობამ ჩვენც დიდი დახმარება გაგვიწია – ორივე მხარე კმაყოფილი ვართ.
– ქეთისთან ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს. როგორია ის სცენის მიღმა?
– ქეთისთან ერთად შარშანაც დიდხანს მოგვიწია ყოფნა და წელს კი ორ თვეზე მეტხანს, დღე და ღამე ერთად ვმოგზაურობდით. ხომ ამბობენ, რომ გაიგო, ადამიანი სინამდვილეში ვინ არის, მოგზაურობაში უნდა გამოსცადოო. დამიჯერეთ, არაფერი შეშლია არა მარტო ჩემთან, არამედ გუნდის წევრებთან ურთიერთობაშიც. ძალიან უშუალო, თავმდაბალი და თბილი ადამიანია. დიდ ბრიტანეთში, ბოლო რეპეტიციაზე, ერთი ჩვენი გუნდის წევრი ცუდად გახდა და სცენაზე გული წაუვიდა. უნდა გენახათ, ქეთი როგორ შეწუხდა, თავს დასტრიალებდა, უვლიდა. შეგვეშინდა, სახლში გავუშვით და მის გარეშე ვარჩიეთ გამოსვლა. საინტერესო ის იყო, რომ ბევრ ქალაქში გვცნობდნენ და ქუჩაში გვაჩერებდნენ. კონცერტის მერე კი, მსმენელი რჩებოდა, ქეთის ხვდებოდნენ და ჩვენთანაც იღებდნენ ფოტოებს. ქეთის უამრავი ფანი ჰყავს და ისინი ჩვენი ფანებიც გახდნენ. სხვათა შორის, ბევრი მეუბნება, ქეთის საჩუქრების გაკეთება უყვარს და რა გაჩუქაო. მისგან ყველაზე დიდი და შეუფასებელი საჩუქარი ჩემთვის, მისი მეგობრობაა. მე მისი სახით ერთგული მეგობარი შევიძინე. თუმცა, ერთმანეთს პატარ-პატარა სუვენირებსაც ვჩუქნით. ქეთის საჩუქრებით ვერ გააკვირვებს კაცი, მაგრამ დაბადების დღეზე ვერცხლის, დასადგმელი ვიოლინო ვუსახსოვრე და უნდა გენახათ, როგორ გაუხარდა და გამოხატა ეს სიხარული. ახლახან ბებია გარდაეცვალა და მასზე ტკივილით მიყვებოდა, როგორ უგზავნიდა საქართველოდან ბლინების ცომს ქილებით ინგლისში. მოკლედ, 37-ივე ქვეყანაში, სადაც გამოვედით, ფანები გავიჩინეთ. სასწაული ოვაციები იყო, სცენიდან არ გვიშვებდნენ. პირველი კონცერტი სტოკჰოლმში გვქონდა და პირველივე გამოსვლა, სასწაულად მაგარი იყო. ბოლო კონცერტი კი ედინბურგში ჩავატარეთ, სადაც განსაკუთრებული მსმენელი მოვიდა და დამსწრე საზოგადოებამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
– არ გემჩნევა, მაგრამ ამბობენ, საკმაოდ მკაცრი ხელმძღვანელია, დირიჟორობის დროს, თვალებს ისე უბრიალებს გუნდის წევრებს, აშინებსო. რაში გამოიხატება შენი სიმკაცრე, მართლა ასეთი ხარ?
– (იცინის) მკაცრიც ვარ. როცა მუსიკის ხარისხი არ მომწონს და სცენაზე რაღაც მწყობრში არ არის, ჩემი თვალის ბრიალები მაშინ იწყება და უსიტყვოდ ხვდებიან, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. თუ გინდა, მაყურებელს და მსმენელს თავი მოაწონო, შიდა სამზარეულო უნდა გქონდეს დალაგებული. ჰოდა, შიდა სამზარეულოში ჩხუბი „მოსულა“, თუმცა, ეს მხოლოდ მუსიკას ეხება და არა პირადს. როცა შუა სიმღერაში ხმა ისე არ შედის, როგორც მინდა, ვითმენ და კულისებში იწყება „ამხანაგო ჭიპილიას“ ამბები და ჩემი „აფეთქებები“.
– როგორი ხარ ამ დროს?
– ძალიან მკაცრი! კი ამბობენ, კარგი ადამიანი ხარო, მაგრამ შეიძლება, ვინმე სცენაზე შემომაკვდეს (იცინის). ნოტის შეშლაზე კი არ არის საქმე, სისუფთავეზეა. თორემ, ნოტი რომ შეეშლოს რომელიმე გუნდის წევრს, რად მინდა კულისები, მკვლელი გავხდები და ეგრევე, სცენაზევე თავს მოვაჭრი, სიკვდილი სცენაზევე აქვთ გარანტირებული (იცინის). ზოგადად, დიდხანს ვერსად ვჩერდები. არაერთხელ მქონდა შემოთავაზება უცხოეთში წავსულიყავი, მაგრამ ეს არასდროს მომსვლია აზრად. ძალიან პატრიოტი ვარ და სხვაგან ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. სადაც ვიყავით, ყველა ქვეყანა შემიყვარდა,  ყველგან თბილად შეგვხვდნენ, მაგრამ ორთვიანი განშორების მერე ჩემს სამშობლოში რომ დავდგი ფეხი, ვერ მოგატყუებთ, მიწას კოცნა დავუწყე-მეთქი, მაგრამ ჰაერი ღრმად ვისუნქე.
– მართალია, რომ თქვენს კონცერტებს ბევრი პოპულაურლი ადამიანი ესწრებოდა და მათ შორის, პოპ-ვარსკვლავის, მადონას პროდიუსერი, რომელიც შენით ისე მოიხიბლა რომ გვერდიდან არ გცილდებოდა?
– დიახ, ბევრი ცნობილი ადამიანი მოდიოდა ჩვენს მოსასმენად და მათ შორის იყო მუსიკოსი უილიამ ორბიტი, რომლიც მადონასა და ჯგუფ BLUR-ის პროდიუსერი იყო. ამ კაცმა მადონას შემოქმედება გადაატრიალა და ფაქტობრივად, მწვერვალზე აიყვანა. ქეთი მას იცნობდა და მითხრა, იმდენად წინ წაწია მადონა, ყველას მისი პროდიუსერობა უნდაო. კონცერტს ბრაიტონიც დაესწრო. მერე, თავისი სურვილით, ედინბურგშიც ჩამოვიდა და იმდენად მოეწონა,  რომ ლონდონში გამოგვყა და მთელი 12 საათი ჩვენთან ერთად იმგზავრა. როგორც კი ავტობუსში ამოვიდა, ჩემს გვერდით დაჯდა და მეუბნებოდა: ის აურა და ენერგეტიკა, რაც მაკლდა, თქვენი წყალობით შევივსეო. დიდხანს მესაუბრა და როგორც ჩანს, ისე მოვხიბლე, რომ ჩემს გვერდით ის 12-საათიანი ავტობუსით მგზავრობაც აიტანა (იცინის). სასწაულად საინტერესო პიროვნება და მოსაუბრეა. წარმოიდგინეთ, 200 მილიონი გაყიდული დისკის და 4 „გრემის“ მფლობელია. სერიოზული ფიგურაა და თქვა, ახლა ამერიკაში საქმეებზე მივდივარ და მერე, თქვენთვისაც მოვიცლი, ძალიან მომწონხართო (იცინის). სადაც ჩავედით, ყველამ იცოდა, რომელი ქვეყნიდან ვართ და ჩვენი სიმღერით კიდევ ერთხელ წარმატებით წარვადგინეთ. ასე რომ, პატარა გორი რომ მართლა დიდია, ეს ევროპასაც დავუმტკიცეთ (იცინის). ქეთი ყველა კონცერტის შემდეგ ამბობდა, კრიტიკოსები წერენ ჩვენ შესახებ, ყველა პოზიტიურად არის განწყობილი და ეს ტურნეები რომ არ გავაგრძელოთ „დაგვბრიდავენო“ (იცინის). ჰოდა, „დაბრედვას“ რომ გადავრჩეთ, ჯობია,  ქეთის მენეჯერი ჩამოყალიბდეს და სამომავლოდ, ახალი ტურნე დაგეგმოს. საქართველოში კი, უკვე დაგეგმილია კონცერტები და ვხუმრობ ხოლმე, ჩემი ცხოვრება წინასწარ არის დაგეგმილი-მეთქი (იცინის).
скачать dle 11.3