კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რატომ დააპატიმრებინეს რუსმა ეგზარქოსმა და მთავარმართებელმა ქართველი მიტროპოლიტები და სად მოკვდა ეგზარქოსი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

1811 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ღვთისმშობლის დავალებით საქართველოში გამოგზავნილი, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ეკლესია, რომელმაც შემდეგში რუსეთზე გაცილებით ადრე მოიპოვა ავტოკეფალია და რომელსაც მცხეთის პატრიარქის მაგიერ აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო მეთაურად ეგზარქოსი დაუნიშნეს (სამიოდე წელიწადში დასავლეთ საქართველოშიც იგივე ჩაიდინეს და ისიც ეგზარქოსს დაუქვემდებარეს).
პირველ ეგზარქოსად ვარლამ ერისთავი დანიშნეს, წარმოშობით ქართველი. ესეც ტაქტიკა იყო, პირველი ნაბიჯი. შემდეგ კი საქართველოს ეგზარქოსებად რუსები ინიშნებოდნენ. ვარლამ ეგზარქოსს ეგონა, მისი სამსახური რუსული იმპერიისადმი საშუალებას მისცემდა, სიცოცხლის ბოლომდე ეგზარქოსის პატივით ეცხოვრა, მაგრამ შეცდა, 1817 წელს ის შეცვალეს. ეგზარქოსად დაინიშნა თეოფილაქტე რუსანოვი, საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წლებში. თეოფილაქტე რუსანოვი დაიბადა 1765 წელს. რუსეთში მას ნიჭიერ ადამიანად მიიჩნევდნენ. მეგობრობდა სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინთან და გავლენიან მიხეილ სპერანკისთან, რომელიც ძალიან დაახლოებული იყო იმპერატორ ალექსანდრე პირველთან. თეოფილაქტე საქართველოში ყოფნისას გახდა მიტროპოლიტი. იმპერატორის მიერ დაჯილდოებული იყო წმიდა ალექსანდრე ნეველის, წმიდა ვლადიმერის პირველი ხარისხისა და წმიდა ანას პირველი ხარისხის ორდენებით. ჰყვარებია პომპეზურობა, როგორც სახლში, ისე ტაძარში. ის იყო პირწავარდნილი იმპერიალისტი-ჩინოვნიკი. ეგზარქოსები დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ და მოქმედებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ბედზე. ზოგიერთმა მათგანმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკლესიას და ქართულ კულტურას უამრავი განძი დააკარგინა. თეოფილაქტემ მოამზადა და წამოიწყო საეკლესიო „რეფორმა“. ის ზღუდავდა ქართულ ენას. დახურა უამრავი ქართული ეკლესია, გააუქმა არაერთი ეპარქია. დაიწყო საეკლესიო ქონების აღწერა, რომელიც ხაზინისთვის უნდა გადაეცა. საეკლესიო გლეხებს გადასახადი გაუზარდა. ნატურით გადასახადი ფულადით შეუცვალა. ადრე, საეკლესიო გლეხები გადასახადებს ნატურით იხდიდნენ. მათთვის ფულით გადახდა ძალიან ძნელი იყო. ეგზარქოსის მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების გადაყვანა რუსეთის იმპერიის სამსახურში. ეწეოდა აგრესიულ რუსიფიკატორულ პოლიტიკას. თეოფილაქტე პირადად ხელმძღვანელობდა თავის „რეფორმებს“.
რა თქმა უნდა, ქართველ მღვდლებს დავალებული ჰქონდათ რუსეთის სინოდის წევრთა მოხსენიება ლოცვებში. თეოფილაქტე მერე წერდა, რომ ქართველი მღვდლები ტაძარში რუს მოხელეს თუ შეამჩნევდნენ, მხოლოდ მაშინ მოიხსენიებდნენ რუს მღვდელმთავრებსო. ეს, ალბათ, აგენტებმა შეამჩნიეს და აცნობეს ეგზარქოსს.
თეოფილაქტეს „რეფორმებმა“ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. რუსეთის იმპერია თავისი ერთ-ერთი იმპერიული განყოფილების, „რუსული ეკლესიის“ ხელით, იმდენად დაუნდობლად იქცეოდა, რომ იმერეთში „საეკლესიო აჯანყებამ“ იფეთქა (საეკლესიო აჯანყება 1819-1820 წლები). იმერეთს დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებიც  აჰყვნენ. აჯანყებულთა შიშით თეოფილაქტე იმერეთიდან ტფილისში დაბრუნდა და აჯანყებულთა მეთაურების დასჯას ითხოვდა. ერთ ქართველ ვაჟკაცს კინაღამ მოუკლავს ბერის სამოსში გამოწყობილი რუსი მიტროპოლიტი.
მერე თეოფილაქტე წერდა. ქართული ეკლესიის გაუქმებამ გამოიწვია აჯანყება იმერეთშიო.
იმ დროისათვის რუსეთის ეკლესია, ფაქტობრივად, ავტოკეფალური, დამოუკიდებელი არ იყო. პეტრე პირველმა ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში გააუქმა პატრიარქობა რუსეთში და სინოდი თავის მოხელეს, ობერ-პროკურორს დაუქვემდებარა. ამიტომ, რუსული ეკლესია მხოლოდ ეკლესია კი აღარ იყო, არამედ საიმპერიო სტრუქტურა გახდა. ამგვარად, რუსეთის ეკლესიამ  დაკარგა დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად, ავტოკეფალია.
საეკლესიო აჯანყებამ, „ცერკოვნი ბუნტმა“, როგორც მას უწოდებდნენ, საკმაოდ დიდი მასშტაბები მიიღო დასავლეთ საქართველოში.
მთავარმართებლისა და ეგზარქოს თეოფილაქტეს ბრძანებით რუსებმა გასცეს განკარგულება, დაეპატიმრებინათ გელათისა და ქუთათისის მიტროპოლიტები, ექვთიმე გაენათელი და დოსითეოზ ქუთათელი, რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას და რომელთაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ხალხში.
მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი როდი იყო და სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამოეწვია, – წერდა ნიკოლოზ დურნოვო. – მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები „სრული წარმატებით დაგვირგვინდა“.
1920 წლის 4 მარტს ერთსა და იმავე დროს შეიპყრეს ორივე მიტროპოლიტი, რომლებიც გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მაშინვე რუსეთში გაამგზავრეს. მათ ისე ეპყრობოდნენ, როგორც ვიღაც დამნაშავეებს. იმავე დროს დააპატიმრეს დარეჯან ბატონიშვილი – სოლომონ პირველის ასული, აჯანყების მეთაურის, ივანე აბაშიძის დედა. ასევე აჯანყების ზოგიერთი სხვა მეთაური, რუსული იმპერიალიზმის მოწინააღმდეგენი.
ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოზი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთვეს... მას თავზე ჩამოცმული ჰქონია ტომარა და ისე უწყალოდ ექცეოდნენ, რომ მოხუცებული გაიგუდა. ცხედარი ანანურში ჩაიტანეს. კარგა ხანს დაბნეული იყვნენ რუსები, არ იცოდნენ, რა ექნათ და თითქმის 4 დღის შემდეგ მიტროპოლიტი მონასტრის ეზოში დამარხეს. ექვთიმე გაენათელმა სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. ორივე მღვდელმთავარი ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.
შეესივნენ რუსი ჯარისკაცები ქართულ სოფლებს, ხოცავდნენ ხალხს და წვავდნენ სახლებს. აჯანყება არ იყო კარგად ორგანიზებული, აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა და ამიტომაც დამარცხდა. რუსთა გამარჯვების მიზეზი მათ მიერ სწრაფი, გადამჭრელი და სასტიკი მოქმედება იყო. ჯარი კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული ჰყავდათ. ისე, ბევრიც გაიყიდა რუსულ ფულზე თუ ჩინ-მედლებზე. რუსებმა მოახერხეს, მოულოდნელად ტყვედ აეყვანათ არაერთი მოთავე. დაიკავეს კომუნიკაციები და სხვა. აჯანყების მეთაურებიდან ზოგი შებრძოლების დროს მოკლეს, ზოგი ჩამოახრჩვეს, ზოგი ციმბირში გადაასახლეს. დაანგრიეს შემოქმედის ციხე, არაერთი სოფელი გადაწვეს დასავლეთ საქართველოში. სოფელი ფუტიეთი მიწასთან გაასწორეს, იქვე დახოცეს 2 000 ადამიანი. მოსახლეობას უმკაცრესად გაუსწორდნენ, ანადგურებდნენ ყანებს, რაც ადამიანების შიმშილით სიკვდილს გამოიწვევდა, რათა „დიდი ხანი დამახსოვრებოდათ”.
თეოფილაქტე რუსანოვი 1821 წელს, ოფიციალური ვერსიით, ტიფით მოკვდა, წმიდა ნინოს საფლავთან. როგორც ჩანს, თეოფილაქტეს წმიდა ნინოს საფლავის გახსნა სურდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ უპოვიათ.
ნიკოლოზ დურნოვო, ცნობილი რუსი მოღვაწე, წერდა: „გარყვნილი თეოფილაქტე, რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმიდა ნინოს საფლავს. მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმიდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს“.
скачать dle 11.3