კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორი პიროვნება ხართ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ეს არის პიროვნების ტესტი, რომელიც თქვენი სულის საიდუმლო მხარეებს დაგანახვებთ. ამოირჩიეთ ხე, რომელსაც სიამოვნებით დარგავდით თქვენს ბაღში და გაიგეთ ის, რაც აქამდე არ იცოდით.
1. უფოთლო, ეგზოტიკური ხე;
2. ხე-ბუჩქი, გაფოთლილი, განივად  გაშლილი;
3. ჩვეულებრივი ვერხვი;
4. ვარდისფერყვავილებიანი, საშუალო სიმაღლის ხე;
5. წვრილნაყოფიანი, დეკორატიული ხე;
6. ჯუჯა, მარადმწვანე ხე;
7.  ზღაპრული ხე;
8. კვიპაროსი;
9. ვერცხლისფერი ნაძვი.

1. მხიარული, თავისუფალი, უდარდელი
თქვენ ტკბებით ყოველი წუთით და დღევანდელი დღით ცხოვრობთ. არ გიყვართ, როცა გზღუდავენ და გავიწროებენ. აღმერთებთ სიურპრიზებს. თქვენთვის ცხოვრება ერთი დიდი  ფოიერვერკია.
2. დამოუკიდებელი და ინდივიდუალური
სხვებს არასოდეს უყურებთ, ყოველთვის თქვენი გზით მიდიხართ. მკაფიოდ ხედავთ იმას, რაც გინდათ. ცხოვრობთ თქვენი შეხედულებებით და არასდროს მიდიხართ საკუთარი სურვილების წინააღმდეგ. გაქვთ ორიგინალური ხედვა და შემოქმედებითი ნიჭი.
3. მელანქოლიური, მგრძნობიარე, მშვიდი
გიყვართ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა. არასდროს ლაპარაკობთ ფუჭად და უაზროდ. გიყვართ საკუთარი და სხვა ადამიანების საქციელის ანალიზი. ისწრაფვით შინაგანი ჰარმონიისკენ.
4. რბილი, კეთილი, ჰარმონიული
საკმაოდ პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნება ხართ, ამიტომ ადამიანებს მოსწონთ თქვენ გვერდით ყოფნა. რადგან იციან – შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ. აფასებთ პირდაპირობას და უბრალოებას.  
5. საკუთარ ძალებში დარწმუნებული, პრაგმატული
ფიქრობთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეთ. ფხიზლად უყურებთ ყოველდღიურობას. არ ვარდებით პანიკაში რთული ან დიდი მოცულობის სამუშაოს პირობებშიც კი. გიყვართ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. არ ხართ იღბლის იმედად. იცით, რომ თუ წარმატების მიღწევა გინდათ,  საჭიროა დაუღალავი შრომა.
6. გონიერი, ფრთხილი, მშვიდობისმყოფელი
თქვენთან ურთიერთობა მარტივია. მაგრამ ადამიანებს ძალიან ახლოს არ უშვებთ. გიყვართ ხმაურიანი კომპანიები, მაგრამ მარტოობაშიც ბევრ დროს ატარებთ. ეს არ ნიშნავს, რომ მარტოსული ხართ, უბრალოდ, გიყვართ პირად სივრცეში ყოფნა.
7. სწრაფი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ანალიტიკოსი
თქვენი სხარტი გონება ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად ათვისებაში გეხმარებათ. ცდილობთ, გარშემო მხოლოდ საინტერესო ადამიანები გყავდეთ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ კულტურას. არ გაინტერესებთ მასობრივი მოდა და გამომუშავებული გაქვთ თქვენი საკუთარი სტილი.
8. ემოციური, მერყევი, რომანტიკული
თქვენ ცხოვრობთ გრძნობებით. ხართ მეოცნებე. არ გაინტერესებთ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ და რაციონალურად უყურებენ სამყაროს. გიყვართ ღრუბლებში ფრენა და საკუთარი სამყარო  გაქვთ შექმნილი.
9. აქტიური, კომუნიკაბელური, დინამიკური
გიყვართ ინიციატივის გამოჩენა ნებისმიერ საქმიანობაში. კოლექტივში, ძირითადად, ლიდერის პოზიცია გიკავიათ. რისკებს საკუთარ თავზე იღებთ და უშიშარი ბუნებით გამოირჩევით. გაურკვევლობა გაღელვებთ. შეუპოვრობა და მიზანდასახულობა თქვენი წარმატების მამოძრავებელი ძალაა.
скачать dle 11.3