კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2019 (156)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)

№52 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: გთხოვთ, მირჩიოთ ეფექტური ფეხის სპრეი-დეზოდორანტი, რომელსაც ექნება ორმაგი ეფექტი, ანუ ერთდროულად სუნისა და ოფლიანობის საწინააღმდეგოდ გამოვიყენებ. და, იქნებ მიპასუხოთ, რისი ბრალია ეს პრობლემა ფეხზე და როგორ გავთავისუფლდე მისგან?
პასუხი:
ოფლის მიზეზი შეიძლება იყოს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აღგზნებადობა. ასეთ შემთხვევაში ხშირია სუნიც, რომელსაც როგორც წესი, კანზე იმ ბაქტერიების მოხვედრა იწვევს, რომელთაც ძალიან უყვართ ოფლი. ფეხის სუნის გასაქრობად, ოფლს უნდა ებრძოლოთ. ამისათვის ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნატურალური ტყავის, წინდები კი – ბამბის. პერიოდულად გამოიყენეთ ფეხის დეზოდორანტები. თუ ამან არ გიშველათ, მაშინ ორი კვირის განმავლობაში ყოველ დილას ტერფებზე და თითებს შორის მიიფრქვიეთ ბორის მჟავა. საღამოს კი დაიბანეთ თბილი წყლით. არსებობს კომბინირებული ანუ ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო, დეზოდორის თვისებების მქონე პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმლის საფენში. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. მართალია, ისინი ვერ წყვეტენ პრობლემას, მაგარამ სუნს ახშობენ და ოფლიანი ფეხების გართულების (სოკო) ალბათობასაც აქვეითებენ. გასწავლით ფეხიდან სუნის გასაქრობ რამდენიმე სხვა საშუალებასაც: დღეში ორჯერ, თხუთმეტი წუთის განმავლობაში ფეხები ჩაის მაგარ ნაყენში მოათავსეთ. ეს კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად. ასევე, ფეხებზე გადაივლეთ ძმრის ხსნარი. ფეხის სუნის მოსაცილებლად კვირაში სამ-ოთხჯერ ფეხები ძმრის თბილ წყალხსნარში დაიბანეთ. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ. ძლიერი ოფლიანობისას, ყოველ ღამე, დაბანის მერე, ტერფები ლიმონის წვენით გაიწმინდეთ.
კითხვა:  ვარ 17 წლის, სახეზე მქონდა გამონაყარი.  მის სწრაფად გასაქრობად დაქალმა თეთრი კასტელანის ხსნარი მირჩია. ბამბით 4-ჯერ წავისვი სახის მიდომოში. შედეგი მაშინვე გამოიღო, თუმცა მეორე დღეს, ის ადგილები დამიწითლდა და მეწვის. შეიძლება, კანი ხსნარს დაეწვა?
პასუხი:
თეთრი კასტელანის შემადგენლობაში შედის რეზორცინი, ბორის მჟავა, ფენოლი, 95-პროცენტიანი ეთანოლი, გამოხდილი წყალი. ამ ხსნარით გაჟღენთილი ბამბის სახეზე დადება არ არის რეკომენდებული. შესაძლებელია, კანის გაღიზიანება სწორედ მან გამოიწვია. კასტელანის სითხის გამოყენება დერმატოლოგის გარეშე არ შეიძლება.

скачать dle 11.3