კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2019 (156)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)

№52 რომელი ფერის თმა გმატებთ ასაკს და როგორი ვარცხნილობა უნდა შეარჩიოთ

ნინო კანდელაკი ანი რევია


თმის ვარცხნილობა და მისი ფერი, გარდა იმისა, რომ ადამიანის გემოვნებაზე მეტყველებს, მის გარეგნობასაც საკმაოდ ცვლის. არასწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა და ფერი კი ასაკსაც მატებს. ამიტომ, თუ გაინტერესებთ, როგორი ვარცხნილობა და თმის ფერი მოგიხდებათ და შეესაბამება თქვენს ვიზუალს და ასაკს, ამას ქვემოთ მოყვანილ რჩევებში ამოიკითხავთ:
* თუ ჯანმრთელი თმის ღერები გაქვთ და ცვენას არ უჩივით, არ არის სავალდებულო ძალიან მოკლე ვარცხნილობა გქონდეთ, რადგან ეს ასაკს იმაზე ბევრად მატებს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სჯობს, თმა გაიზარდოთ, სხვადასხვა ვარცხნილობა გაიკეთოთ და ასე გაიხალისოთ დღეები.
* თუ სალონს იშვიათად სტუმრობთ და სახლის პირობებში გიწევთ თმის მოვლა, მაშინ ჯობია, სიგრძე შეამციროთ, რადგან გრძელ თმას განსხვავებული მოვლა და მუდმივად წესრიგში ყოფნა სჭირდება, რაც საკმაოდ რთულია და ბევრ დროსაც მოითხოვს. ნაკლებად მოვლილი თმა კი თქვენს ვიზუალს ასაკს უფრო მეტად შემატებს.
* მუქ თმაში თქვენი კანის ფერი უფრო მკვეთრად ჩანს და ყველა დეტალი, იქნება ეს ნაოჭი, გამონაყარი თუ ფერიმჭამელები, სახეზე კიდევ უფრო მეტად იკვეთება, ამასთან ერთად, ზედმეტად მუქი თმა ნაკლებად მხიარულად გამოიყურება, უფრო მკაცრ გამომეტყველებას გაძლევთ, რაც თქვენს ასაკსაც ადიდებს.
* ერთი და იმავე ფერის კანი და თმა, თქვენს ვიზუალს ბუნდოვანს ხდის, რის გამოც იკარგება თვალის ჭრილი, ცხვირის ფორმა, ტუჩის მოყვანილობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ადამიანის გარეგნობაში.
* ღია ფერფლისფერი თმა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თანაც არა მარტო ასაკში შესულ ქალებში. თუმცა ყველას როდი უხდება. გააჩნია როგორ არის შეხამებული ის თქვენი კანის ფერთან, რა ტონები არის მასში გაერთიანებული და რამდენად ახალგაზრდა სახის კანი გაქვთ. გარდა ამისა, ეს ფერი ხშირად საჭიროებს განახლებას, რათა ბზინვარება არ დაეკარგოს და ბუნებრივ ჭაღარას არ დაემსგავსოს.
* თუ თქვენ 30 წელს გადააბიჯეთ, უმჯობესია, ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ და აკადემიურ ფერებს მიმართოთ, რადგან ასეთ დროს დიდი ალბათობაა, არასასურველი შედეგი მიიღოთ და გამოსწორებას კი ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს. ხშირი ღებვის დროს თმის სტრუქტურაც ზიანდება და დროთა განმავლობაში, თუ ყურადღება მოადუნეთ და მისი მოვლა-შეღებვა დააგვიანეთ, თმა ბზინვარებას დაკარგავს და უსიცოცხლო გახდება.скачать dle 11.3