კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№52 როგორ შექმნა ლავრენტი ბერიამ ამიერკავკასიაში საქართველოზე დამოკიდებული ენერგოსისტემა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ნაციონალიზმში ბრალდებულ ლავრენტი ბერიას, მართლაც, არაერთი ეროვნული  პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს ენერგოსისტემის გაძლიერება. პროფესორი კორნეი მალიშევი წერს: „ლავრენტი ბერია რომ ეშმაკი კაცი იყო, არავისთვისაა საიდუმლო. ლავრენტი პავლოვიჩი  ამ თვისებას ყოველთვის დიდი ეფექტურობით იყენებდა და ხშირად თავის სამშობლოს (საქართველოს) ინტერესებს ახმარდა. ვინ მოთვლის, რამდენი სიკეთე გაუკეთა ბერიამ საქართველოს და უმეტესი მათგანი ცრუ ბრალმდებლებმა ფალსიფიცირებულ სასამართლოზე უკიდურესი ულტრანაციონალიზმის გამოვლინებად ჩათვალეს. ამ „ულტრანაციონალისტურ“ პროექტებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია საქართველოს ენერგოსისტემის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ლაპარაკია ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრის გაორმაგებაზე, რამაც საქართველო ამიერკავკასიის უპირობოდ ერთადერთ წამყვან ქვეყნად აქცია. ბერიას ეკონომიკური მრჩეველი ჯონდო ქაცარავა იხსენებდა: „ლავრენტი ბერია მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო და თითქმის არ არსებობდა სფერო, რაშიც მას საკმაოდ ღრმა ცოდნა არ ჰქონდა. ხოლო, სადაც ის მოიკოჭლებდა, თავისი ნიჭისა და მონდომების წყალობით  აუცილებლად შეივსებდა ცოდნას და მალევე   „ამოქაჩავდა“ ხოლმე. ლავრენტი პავლოვიჩი ჯერ კიდევ საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივნობამდე იყო დაინტერესებული ენერგეტიკით. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ დარგს ქვეყნის განვითარების საქმეში და ხშირად მთხოვდა განმარტებებს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა  საკითხში. ხოლო, როდესაც რესპუბლიკის მეთაურის პოსტი დაიკავა, ერთ-ერთი პირველი, რაც მან (ბერიამ) გააკეთა, ის იყო, რომ დამიბარა და „ზაჰესის“ შესახებ დაწვრილებით მოხსენებითი ბარათის შედგენა დამავალა.
– თუ გნებავთ, ლავრენტი პავლოვიჩ, ახლავე შემიძლია ეს განმარტება გაგიკეთოთ, – ვუთხარი ბერიას.
– ხოხ, ყოჩაღ შენ, ქაცარავა. აბა, მიდი, გისმენ, – მეგრულად მითხრა ბერიამ და ქართულზე გადავიდა, – მე სრულიად ამომწურავი ინფორმაცია მაინტერესებს. ბოლოს კი კითხვებს დაგისვამ და შეძლებ მათზე პასუხების სრულყოფილად გაცემას?
– შევძლებ! – თავდაჯერებულად მივუგე.
– მაშინ, მიდი, დაიწყე. ყურადღებით გისმენ, – მითხრა ბერიამ და მწველი მზერა მომაპყრო.
„ზაჰესის“ მშენებლობა 1928 წლის სექტემბერში დაიწყო, პირველი რიგი კი ხუთი წლის მერე ამუშავდა და 1932 წელს 18 ათასი კილოვატი იყო. იმ პერიოდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან სიმძლავრეს წარმოადგენდა და მთელ ამიერკავკასიას ამარაგებდა ელექტროენერგიით. ბერიას ყველაფერი ამომწურავად განვუმარტე, მის ყველა კითხვასაც გავეცი პასუხი და ბოლოს კი მან მითხრა:
– შენი სიტყვებიდან დავასკვენი, რომ „ზაჰესზეა“ დამოკიდებული მთელი ამიერკავკასია?
– დიახ. სწორედ ასეა, – ვუპასუხე ბერიას.
– ანუ, ამიერკავკასიის ენერგეტიკული ლიდერები ვართ.
– უპირობო ლიდერები.
ბერიამ თვალი თვალში გამიყარა და მკითხა:
– შესაძლებელი თუა, რომ „ზაჰესის“ სიმძლავრე გაიზარდოს?
– დიახ. სრულიად შესაძლებელია.
– რამდენით?
– თუნდაც ორჯერ.
– ჰოდა, სწორედ ასე უნდა მოხდეს და რაც შეიძლება, მოკლე დროში, – მითხრა ბერიამ, რაც ბრძანებას უფრო ჰგავდა, თან, დააყოლა, – მიდი, შეკრიბე სპეციალისტები და სიმძლავრის გაორმაგებაზე იმუშავეთ. მხოლოდ ნურავისთან ილაყბებთ და პროექტი რომ მზად გექნებათ, პირადად შენ მომიტანე და გამაცანი.
ერთი კვირის შემდეგ ბერიას შეკვეთილი პროექტი მივუტანე, რის მიხედვითაც „ზაჰესის“ სიმძლავრის გასაორმაგებლად საჭირო იყო კიდევ ოთხი ტურბინის დამატება. ამას კი  750 ათასი ოქროს მანეთი სჭირდებოდა. ბერიამ თანხაც მოიძია და პროექტიც დაამტკიცებინა. „ზაჰესის“ გაძლიერების სამუშაოები 1932-1938 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და სანამ ბერია მოსკოვში   გაემგზავრებოდა, გაორმაგებული „ზაჰესი“ გახსნა, რომლის სიმძლავრეც უკვე 36,8 ათასი კილოვატი იყო.“
 ბერიამ პირადად სტალინს დაამტკიცებინა „ზაჰესის“ ენერგოგაძლიერების გეგმა და დამატებითი თანხებიც ბელადს (სტალინს) გამოაყოფინა. არგუმენტად კი ის მოიტანა, რომ მომავალი  ომის შემთხვევაში მრეწველობის ევაკუირებული ნაწილი საქართველოში განთავსდებოდა და მათ დიდძალი ელექტროენერგია დასჭირდებოდათ. სტალინი პრაგმატულად მოაზროვნე იყო. იცოდა რა საქართველოს გეოგრაფიული მნიშვნელობა, ბერიას თანხმობა განუცხადა. ბერიამ კი ეს მომენტი ამიერკავკასიაში საქართველოს დომინირებისთვისაც გამოიყენა და მეზობლებს ნათლად, უსიტყვოდ უთხრა: ენერგეტიკულად ჩვენზე ხართ დამოკიდებული და შესაბამისადაც მოიქეცითო. მარტო ის რად ღირდა, რომ აზერბაიჯანული ჭაბურღილები „ზაჰესის“ დენზე მუშაობდნენ და ბაქო ამგვარად აწვდიდა ქვეყანას სტრატეგიულ ნედლეულს. ბერია ამით შესანიშნავად სარგებლობდა და  საწვავი თითქმის მუქთად და დიდი რაოდენობით შემოჰქონდა საქართველოში და მის მოსახლეობას ხმარდებოდა. ერთი სიტყვით, ბერიამ ამიერკავკასიაში ისეთი ენერგეტიკული სისტემა შექმნა, რომ ყველა საქართველოზე იყო დამოკიდებული. ანალოგიური სურათი იყო 1953 წლამდე. ამ სისტემის მოშლა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბერია ვერაგულად მოკლეს. ჯონდო ქაცარავა იხსენებდა: „სხვათა შორის, თითქმის არავინ იცის, რომ „ენგურჰესის“ მშენებლობის იდეა ლავრენტი ბერიას ეკუთვნოდა და მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში ეს პროექტი აქტიურად მუშავდებოდა. თუმცა, ბერიას განადგურების შემდეგ ის დაივიწყეს და მხოლოდ ათი წლის შემდეგ გაახსენდათ, ააშენეს კიდეც და ბერია კი არავის გახსენებია...“
„ენგურჰესი“ 1978 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. იმ წლებში კი ბერიას სახელის ხსენება დანაშაული იყო და ისიც კარგია, რომ ახლა მაინც პოულობს სიმართლე მზის სინათლეს...“
скачать dle 11.3