კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№52 როგორ შეაპარა სტალინმა „გაეროში“ უკრაინა და ბელორუსია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინი ძალიან მოქნილი პოლიტიკოსი იყო და დასახულ მიზანს თითქმის ყოველთვის აღწევდა. მაშინაც კი, როცა საბჭოთა ბელადის გეგმა სრულად არ ხორციელდებოდა, ის მაინც გამარჯვებული რჩებოდა... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პავლე ტარატორკინი წერს: „სტალინის პოლიტიკური ეშმაკობის თვალსაჩინო ნიმუში იყო  „გაეროში“ უკრაინისა და ბელორუსიის დამოუკიდებელ, სრულუფლებიან წევრებად  მიღება. ამით დიდმა ბელადმა ორი დამატებითი ხმა მოიპოვა და მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ მავანნი სტალინის ამ ეშმაკურ სვლას, როდესაც ეს მომხდარი ფაქტი იყო. საამისოდ კი ბელადმა მთელი კომპლექსურ-პროცედურული სამუშაო ჩაატარა და შედეგმაც არ დააყოვნა. სამართალმცოდნე, სტალინური მთავრობის იურიდიული მრჩეველი ტიმოფეი შჩერბიცკი იხსენებდა: „სანამ „გაერო“ ახალი ხილი იყო და რომ იტყვიან, წესიერადაც არ იყო „დაქოქილი“, შორსმხედველმა სტალინმა ეშმაკური კომბინაცია მოიფიქრა და გადაწყვიტა, დამატებითი ხმები მიეღო ამ ორგანიზაციაში, რათა შემდგომში უკვე თავის სასარგებლო გადაწყვეტილებები გაეტანა. მე და ჩემი მაშინდელი კოლეგები ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი იურისტ-სამართალმცოდნეები ვიყავით. სტალინი კარგად გვიცნობდა და ხშირად მოგვმართავდა რჩევებისთვის ამ სფეროში. ერთ დღესაც მან გვიხმო და გვითხრა:
– ამხანაგო იურისტებო, რა არის იმისთვის საჭირო, რომ საბჭოთა რესპუბლიკები „გაეროს“ დამოუკიდებელი წევრები გახდნენ? – შემდეგ მე შემომხედა და მითხრა, – რას იტყვით, ამხანაგო შჩერბიცკი. შესაძლებელია ასეთი რამ?
– დიახ, ამხანაგო სტალინ. სრულიად შესაძლებელია, – ვუპასუხე მე.
– რა არის ამისთვის საჭირო?
– დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტიკა, სიმბოლიკა და სტრუქტურები, – მოკლედ ვუთხარი სტალინს.
– სიმბოლიკაში, ალბათ, დროშასა და ჰიმნს გულისხმობთ, ხოლო სტრუქტურებში კი – ძირითადად, სამინისტროებს.
– უკაცრავად, ამხანაგო სტალინ, ერთი რამ გამომრჩა – ადგილობრივი კანონმდებლობა და კონსტიტუცია, – დავამატე მე.
სტალინი ჩაფიქრდა და თქვა:
– ასე გამოდის, რომ თხუთმეტივე რესპუბლიკას დროშა, ჰიმნი და ღერბი უნდა შევუქმნათ. ადგილობრივ სტრუქტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროები დავუმატოთ, ხოლო ადგილობრივ კანონმდებლობას კი – ეროვნული კონსტიტუციები?
– დიახ. სწორედ ასეა, ამხანაგო სტალინ. სხვაგვარად „გაეროს“ წესდება კრძალავს მის რიგებში სახელმწიფოს მიღებას, – განვუმარტე სტალინს.
– კეთილი, – თქვა სტალინმა, – თქვენ და ამხანაგი გომელსკი, შესაბამისად, უკრაინულ და ბელორუსულ კონსტიტუციებზე იმუშავებთ და პირადად წარმომიდგენთ მათ. ათი დღე გეყოფათ?
– რა თქმა უნდა, გვეყოფა, – ერთხმად  ვუპასუხეთ სტალინს მე და გომელსკიმ.
ათი დღე ძალიან ცოტა იყო, მაგრამ სტალინისთვის უარის თქმა იოლი საქმე არ გახლდათ და მე და ჩემი ბელორუსი კოლეგა დღე-ღამეს ვასწორებდით და ბელადს ზუსტად შეპირებულ ვადაში მივუტანეთ ჩვენი ნაშრომები, რომლებიც ლამაზ, წითელ ყდაში იყო ჩასმული. სტალინმა შეათვალიერა და თქვა:
– თუ თქვენი ნაშრომები ისეთივე კარგია, როგორც ეს წითელი ყდები, მაშინ ჩათვალეთ, რომ ძალიან სასარგებლო სამუშაო შეგისრულებიათ. ეს კონსტიტუციები ხომ სრულ შესაბამისობაშია საბჭოთა კონსტიტუციასთან?
– დიახ. რა თქმა უნდა, ამხანაგო სტალინ. ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა, – ვუპასუხე ბელადს.
– ხვალ გეტყვით პასუხს, – გვითხრა სტალინმა და გამოგვისტუმრა.
მეორე დღეს კი ძალიან გულთბილად მიგვიღო და ნაშრომები შეგვიქო. შემდეგ გვერდით ოთახში გაგვიყვანა და უკრაინისა და ბელორუსიის დროშები და ღერბები გვიჩვენა და ჰიმნებიც მოგვასმენინა. ბოლოს კი გვითხრა:
– კვალიფიციური და თავდადებული შრომისთვის დაჯილდოვდებითო.
და მართლაც, მე და გომელსკი შრომის წითელი დროშის ორდენებით დაგვაჯილდოვეს“.
სტალინმა უკრაინასა და ბელორუსიას საგარეო საქმეთა სამინისტროები შეუქმნა. დამოუკიდებელი სახელმწიფოების ატრიბუტიკა სახეზე იყო და ეს საბჭოთა რესპუბლიკები „გაეროში“ უპრობლემოდ მიიღეს.
ანალოგიური საქმიანობა გაჩაღდა სხვა რესპუბლიკებშიც და დანარჩენებიც „გაეროსთვის“ გადააწყო სტალინმა და მათაც შეატანინა მოთხოვნები წევრობაზე. ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ მსოფლიოსთვის საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისთვის გაესვა ხაზი, დიდი საერთაშორისო სპორტული თამაშები ჩაატარა მოსკოვში და გარდა იმისა, რომ მოწინავე სახელმწიფოების ნაკრები გუნდები მოიწვია  (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და სხვები), ამ „შოუს“ „გვოზდი“ ის იყო, რომ თხუთმეტი საბჭოთა რესპუბლიკის ნაკრებები საკუთარი ჰიმნებით, ღერბებითა და დროშებით დამოუკიდებლად გამოვიდნენ. საბჭოთა ნაკრები კი ამ შეჯიბრებაში არ მონაწილეობდა და ზოგიერთი მიამიტი გამოცემები იმასაც კი წერდნენ, რომ სტალინი საბჭოეთს შლისო. საბჭოთა ბელადსაც სწორედ ეს უნდოდა და იმედი ჰქონდა, მათ „გაეროში“ გაუკვალავდა გზას, მაგრამ დასავლეთმა აღარ „ჭამა“ და კანონში სპეციალური შესწორება მიიღეს, რომელიც კრძალავდა კონფედერაციული ქვეყნების მიღებას. თუმცა უკრაინა და ბელორუსია „გაეროს“ წევრებად დარჩნენ...“
P.S. საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინის მიერ მოწყობილ თამაშებში ყველაზე წარმატებულად გამოვიდა საქართველოს გუნდი. სტალინმა თანამემამულეები კრემლში მიიღო  და მათ წარმატებას თითქმის მთელი ღამე ზეიმობდა.
скачать dle 11.3