კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 სინუსიტი – მკურნალობა და მოსალოდნელი გართულებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სინუსიტი – პარანაზალური ანუ ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და მდებარეობს თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით. მათი ფუნქციაა, გაფილტრონ და გაათბონ შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში. სინუსიტებს, მათი ლოკალიზაციის მიხედვით, შემდეგნაირად ყოფენ: ჰაიმორიტი – ზედა ყბის წიაღის ანთება, ფრონტიტი – შუბლის წიაღის ანთება, ეთმოიდიტი – ცხვირის ძვლის წიაღის ანთება; სფენოიდიტი – ძირითადი ძვლის ანთება.
მწვავე სინუსიტით რთულდება მწვავე სურდო, გრიპი, წითურა, ქუნთრუშა და სხვა ინფექციური დაავადებები, ასევე - ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება. რისკის ფაქტორებია ცხვირის ვიწრო ღრუები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირისა და წიაღების დამაკავშირებელი არხის შევიწროება, უცხო სხეული. გავრცელების არეალის მიხედვით სინუსიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, მიმდინარეობდეს ზოგიერთი ან ყველა წიაღის დაზიანებით. ანთების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სინუსიტებს. ქრონიკულია ფორმები, რომლებიც ორ თვეზე მეტხანს გრძელდება. მოზრდილ ადამიანს ოთხივე სინუსში ორ ჭიქამდე ჩირქი უგროვდება. ცხვირიდან მოყვითალო ან მომწვანო ფერის გამონადენი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სინუსიტს და მით უმეტეს, არ გვაძლევს ანტიბიოტიკების მიღების საფუძველს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
სვით ბევრი სითხე;
* ისუნთქეთ ტენიანი ჰაერი;
* ფრთხილად გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ მარილიანი წყლით ან გაიკეთეთ ინჰალაცია ბალახების ნაყენით;
* ტემპერატურის მომატებისას (38,50 გრადუსამდე და მეტად) მიიღეთ სიცხის დამწევი;
* 2-3 დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებს.
თუ ნორმამდე ჩამოსვლის შემდეგ ტემპერატურამ კვლავ მოიმატა, გახანგრძლივდა ცხელება, თავის დახრისას თავი იჩინა ტკივილმა წიაღების პროექციის არეში (ესე იგი, ცხვირის ახლოს და შუბლის მიდამოში), მიმართეთ ექიმს. სინუსიტის ნიშნებია:
უხვი გამონადენი ცხვირიდან;
* თავის ტკივილი;
* ცხვირით სუნთქვის გაძნელება, უმეტესად – ცალმხრივად;
* ზეწოლის შეგრძნება, დაჭიმულობა ანთების მიდამოში;
* სინათლის შიში;
* ცრემლდენა;
* სხეულის ტემპერატურის მომატება.
ტკივილი ხშირად ვრცელ ფართობს მოიცავს, არ არის შემოფარგლული, ანდა ლოკალიზებულია შუბლის, საფეთქლის მიდამოში და ერთსა და იმავე დროს იწყება. შეიძლება, შესივდეს ლოყა ან ზედა ან ქვედა ქუთუთო.
სათანადო მკურნალობის გარეშე სინუსიტი შეიძლება მრავალნაირად გართულდეს, მათ შორის  სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებებითაც, როგორებიცაა:
მენინგიტი (ტვინის გარსის ანთება), ტვინის სიმსივნე და აბსცესი ან სიცოცხლისთვის ნაკლებსაშიში, მაგრამ წლების განმავლობაში შემაწუხებელი სხვა დაავადებები, რომლებიც საბოლოოდ იწვევს ჭკუასუსტობას, სიბრმავეს, სიყრუეს, შაკიკს (შეტევისმაგვარი, უმეტესად ცალმხრივი თავის ტკივილი), არტერიული წნევის მომატებას, ინსულტს, ტვინის სისხლძარღვების სკლეროზს, ალცჰაიმერის დაავადებას (ტვინის კოლაგენოზი) და სხვა.скачать dle 11.3