კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№52 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სასოწარკვეთილი ვარ, რადგან ვუვლი ავადმყოფ მშობელს და მისგან მადლიერების ნაცვლად, ჩხუბსა და ლანძღვას ვიღებ. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, რომ მშობლებს მოუაროს. როგორც არ უნდა იქცეოდნენ ისინი, ეს თქვენი მოვალეობაა. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ ღვთის წინაშე დაჯილდოებული იქნებით, სანაცვლოდ ღვთისმშობელი მოგაგებთ სიკეთეს. ილოცეთ თქვენი ავადმყოფი მშობლისთვის და ასევე, თქვენი სულის დასამშვიდებლად. იცხოვრეთ ეკლესიურად და ეს გაგაძლიერებთ.
კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლური ეკლესია ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპევტის პროფესიას?
პასუხი:
ფსიქოლოგიის მიმართ, რომელიც იკვლევს ადამიანის ქცევისა და ხასიათის თავისებურებებს და კორექციას უწევს მის ნაკლულოვან გამოვლინებებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მთავარია, არ შეეცადოთ, შეენაცვლოთ თვით მაცხოვარს – იესო ქრისტეს. სულისა და სხეულის უზენაეს მკურნალს. მართლმადიდებლობა და ქრისტიანული ეთიკა მეცნიერულ ცოდნას შეუთავსეთ და სიმშვიდით აღასრულეთ თქვენი პროფესიული მოვალეობა.
კითხვა: ვიმყოფები უცხოეთში. აქ, ჩემთან ახლოს, არსად არის მართლმადიდებლური ტაძარი. ძალიან მიჭირს და მინდა, ტაძარში ლოცვა. ჩავიდენ თუ არა ცოდვას კათოლიკურ ეკლესიაში მისვლისა და ლოცვის შემთხვევაში, ისიც ხომ ქრისტიანული ტაძარია?
პასუხი:
უცხოეთში ყოფნისას თქვენ უნდა ილოცოთ მხოლოდ მართლმადებლურ ტაძარში. მართლმადიდებლისთვის დაუშვებელია კათოლიკურ, პროტესტანტულ, ლუთერანულ და სხვა ტაძრებში ლოცვა.
კითხვა: არსებობს თუ არა ცდუნებებისგან თავის დაცვის საშუალება?
პასუხი:
ადამიანები, ძირითადად, სხვების საქციელს აკვირდებიან და ამით უდებენ ცოდვას სათავეს. იმას კი არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას სჩადიან სხვები, არამედ გულისყური მიაპყარით, რას გვასწავლის უფლის სიტყვა – წმიდა სახარება. მიბაძეთ მაცხოვარს და მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. მოარიდეთ სმენა და მზერა უკეთურებას, ცოდვას, გარყვნილებას, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, სულიერებასა და საკუთარ თავთან განმარტოებას.
კითხვა: მეგობარმა მაჩუქა ჩემი მოსახელე წმიდანის ხატი. მე ლოცვა წარმოვთქვი და მას ნაკურთხი წყალი ვაპკურე. გახდა თუ არა ჩემი ხატი ნაკურთხი?
პასუხი:
ხატები მღვდელმსახურების მიერ იკურთხება და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ხატის კურთხევა არ შეუძლია. ასე რომ, თქვენი ხატი არ არის ნაკურთხი, ის მოძღვარს უნდა აკურთხებინოთ.
კითხვა: როგორი საქციელი შეეფერება ქრისტიანს მარხვის დროს?
პასუხი:
მარხვის დროს ადამიანი უნდა განეშოროს ამქვეყნიურ ამაოებას და საკუთარ ცხოვრებაზე უნდა იფიქროს. უნდა მოემზადოს გულწრფელი აღსარებისთვის, რაც ცოდვებისგან განწმენდს. ხშირად უნდა იაროს ეკლესიაში, ილოცოს, იკითხოს სახარება და აკეთოს მრავალი სიკეთე.скачать dle 11.3