კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№ნინო ხაჩიძე პოლიტიკურად სიცხიანი

ანუ სიყვარული და პოლიცია

​ისე მოხდა, რომ გურჯაანი ლამის პოლიტიკურ  ცხელ წერტილად იქცა. ასეთი პოლიტიკური აქტუალობა კი კახეთის ამ ქალაქს ოპოზიციის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა და აქტივისტთა აქტივობამ მოუტანა: ჩვენ, მართალია, მთლად ვეფხისა და მოყმის შეჭიდებას არ შევსწრებივართ, მაგრამ ვიხილეთ, თუ როგორ ებრძოდნენ „ნაციონალური“ ლიდერები პოლიციას, რომელიც „ნაციონალური“ პოლიციისგან განსხვავებით, თავს იცავდა (და შესაძლოა, ამითაც შეგულიანდნენ ოპოზიციური მებრძოლები) და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ბრძოლაში კიდეც დაზარალდნენ სამართალდამცველები.
ყველაზე გამორჩეულად (ანუ, ხულიგნურად) მაინც დავით კირკიტაძე იქცეოდა (რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ თავის დროზე პარლამენტის დაცვის წევრი საჯაროდ სცემა, შემდეგ კი მოედანზე მსაჯს გაუვარდა და, ასევე, საჯაროდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჰოდა, რაკი ის ორი ხახვივით შერჩა, როგორც ჩანს, გურჯაანში გაასამა), რის გამოც მართლმსაჯულების მსახვრალი ხელიც დაეწია.
ასე იყო თუ ისე, ბ-ნი კირკიტაძე დააკავეს (ხოლო, რაკი ინციდენტი გურჯაანში მოხდა, სასამართლო განხილვაც გურჯაანში გაიმართა) და მისი თანამებრძოლები, იმას გარდა, რომ გურჯაანში გამაგრდნენ, მათ მოსახლეობასაც მოუწოდეს, არ დაემორჩილონ პოლიციას. ეს მოწოდება ცალკე განხილვის თემაა, მანამდე კი გეტყვით, რომ, როგორც ჩანს, შს მინისტრმა ხერხი იხმარა და გურჯაანის სასამართლოს გარე პერიმეტრზე ქალი პოლიციელები განალაგა.
ეს ფაქტი, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ოპონენტებს და, მაგალითად, ერთ დროს პოლიციელმა ქ-ნმა დეკანოიძემ (ხატიამ), რომელიც სულ ახლახან, ვიდრე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მზე ჩაესვენებოდა, უკრაინულ პოლიციას არეფორმებდა, განაცხადა, რომ ქალი პოლიციელების მიერ ამ კონკრეტული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, სხვა არაფერია თუ არა (მომყავს ციტატა): „ყველაზე დიდი სირცხვილი… ეს არის გახარიას გენდერული პოლიტიკა, ქალის განივთება.“
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ (იხ. მასალისთვის თანდართული ფოტო) ქ-ნ დეკანოიძესა და უკრაინის შს მინისტრს არსენი ავაკოვს ფრიად თბილი ურთიერთობა ჰქონდათ (რაც არ არის გასაკვირი, ორივენი უკრაინის პოლიციაზე ფიქრობდნენ), როგორც ჩანს, ქ-ნ ხატიას (დეკანოიძე) პოლიციელი ქალები მხოლოდ ასეთი ფაქიზი ურთიერთობებისთვის ემეტება.
скачать dle 11.3