კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რის ჩაცმას გვირჩევს ლაშა ჯოხაძე ახალი წლის ღამეს და რა საახალწლო რიტუალები აქვს მას

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ახლოვდება ახალი წელი და საახალწლო სამზადისთან ერთად, მთავარი საფიქრალია, თუ რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს. რჩევას დიზაინერი ლაშა ჯოხაძე მოგვცემს.
ლაშა ჯოხაძე: ჩემთვის ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ყოველ წელს სულ იმას ვფიქრობ, არ გამინელდეს ის ემოციები, რაც ახალ წელთან არის დაკავშირებული. ნაძვის ხე უკვე დიდი ხანია, დავდგი. სახლი გავანათე და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ოჯახის წევრები მეუბნებიან: კარგი რა, კიდევ რაღაც მოიტანეო? მიხარია, რომ არ მიხუნდება ეს შეგრძნებები და ჩემთვის რაღაც „მეჯიქ“ პერიოდია, ბავშვობაში ჩარჩენილი ვარ.  პატარაობიდან ყოველთვის ჩემი სამყარო მქონდა შექმნილი. ვერ ვიტყვი, რომ მჯეროდა, ბუხრიდან თოვლის ბაბუა ჩამოვა-მეთქი. წინდაში ჩადებული საჩუქრებიც არ მხვდებოდა, მაგრამ ყველა ახალი წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ჩემი რიტუალები მაქვს – განათებები სიმყუდროვეში უნდა ავაწყო, განვალაგო სათამაშოები, ყველა კუთხეში განათება უნდა გავაკეთო და მიყვარს ყველაფერს რომ გამოვრთავ, მხოლოდ განათებებს ჩავრთავ და ვზივარ სიჩუმეში და სულიერად განტვირთვას ვახდენ.  მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც ახალი წელი არ უყვარს. დაბადების დღე არ მიყვარს. არ ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება.
– რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?
– რადგანაც მგონია, რომ ახალი წელი ყველაზე მაგარი დღესასწაულია, მე, პირადად, წარმომიდგენია, როგორც ყველაზე ბრჭყვიალა. თუ რამე სპეციალური ივენთი ან ღონისძიება არ არის, მთელი წლის განმავლობაში ყველა ჩვეულებრივ სამოსში ვმოძრაობთ. ყველას ვურჩევ, რომ ამ დღეს იყვნენ ძალიან ბრჭყვიალები და თავიანთ ჩაცმულობაში პოზიტივი შეიტანონ. ფერი – უფრო წითელი, ბრჭყვიალა, ოქროსფერი. თანდათან ყველა ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქსოვილებზე გადადის და მოდის კვირეულებზეც ამას ითვალისწინებენ. ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად უნდა ჩაიცვათ. ტანსაცმელი თუ მთლიანად ბრჭყვიალა არ იქნება, ერთი დეტალი მაინც უნდა ჰქონდეს ბრჭყვიალა. ყველა ცდილობს, თავის ტიპაჟზე მოირგოს ფერიც, სტილიც, მაგრამ ჩვენთან რომ მოდიან, იციან, რომ აქ ძალიან პომპეზური, ბრჭყვიალა კაბა უნდა შევუქმნათ და შესაბამისად, ყოველთვის კმაყოფილები მიდიან. მეუბნებიან, ელი სააბის სტილის კაბა მინდაო, შევხედავ, არც წელი აქვს, არც სიმაღლე... ყველას ვურჩევ, კაბა თავიანთ სტილზე მოირგონ. არ ჩაიცვან ისეთი რამ, რაც არ უხდებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოდიაშია. მე არ ვარ მოდას აყოლილი ტიპი, მომწონს, რასაც ვაკეთებ და ჩემში მაქვს ჩემი მოდა. ტრენდებს და ტენდენციებს ცოტ-ცოტას ვითვალისწინებ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემში დიდი დოზით არის ტენდენციურობა.
– როგორი სილუეტი იქნება 2019-ში?
– სილუეტი ჩემთვის მაინც ყოველთვის დახვეწილია, ქალის  სხეული ყოველთვის გამოკვეთილია. „ოვერსაიზები“, ორი ზომით დიდი კოსტიუმები ყოველთვის მოდაშია, მაგრამ ჩემი ხაზი მაინც კლასიკაა, რასაც ერთგულად მივსდევ.
– შენს პირადში ხომ არ არის ცვლილებები მოსალოდნელი?
– ჩემს პირადში, ჯერჯერობით, არანაირი ცვლილებები არ არის, გაყინული ვარ. ეტყობა, ამ მხრივ, ეს ჩემი წელი არ იყო. სახლშიც აქტუალურია ეს საკითხი. ვთვლი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ყველაფერს გეგმავს. ჩემს ცხოვრებაში უფრო სპონტანური რაღაცები ხდება და ეს სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ, ეს საკითხიც ისეთია, რომ რა დროს და სად გეწვევა, არ იცი. დღეს ვსაუბრობთ და ხვალ შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში რამე სიახლე მოხდეს. აუცილებლად მინდა, რომ მქონდეს ოჯახი და მყავდეს შვილები. რაც არ უნდა აკეთო ცხოვრებაში, ბოლოს მაინც ამისკენ მივდივართ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღების სულ მეშინია, ვფიქრობ, რაღაც ისე რომ ვერ გავაკეთო...
– როგორი ხარ პირად ურთიერთობაში?
– მეგობრებში, გარეთ და ყოველდღიურობაში – ძალიან მარტივი, მაგრამ პირად ურთიერთობებში რადიკალურად განსხვავებული, ძალიან რთული და მომთხოვნი ადამიანი ვარ. დამთმობი ვარ, არ ვარ ისეთი ტიპი, რაღაც წვრილმანებს რომ გამოვეკიდო. შეიძლება, შინაგანად რაღაცებში მეწვრილმანე ვარ, მაგრამ ყველაფერში – არა. მქონია ასეთი გამოცდილებები და ასე ამიტომ ვმსჯელობ. მივსულვარ რაღაც კონფლიქტამდე. კონფლიქტები კი ძალიან არ მიყვარს. შეიძლება, რაღაცაზე დახუჭო თვალი. მაგალითად, დროზე ვერ მიხვიდე დათქმულ შეხვედრაზე. არიან ადამიანები, რომელთაც არ ესმით, ხშირად არ გპატიობენ. მე პირადად მქონია ასეთი შემთხვევები. თუმცა, მე ყოველთვის დავუთმობ, ყოველთვის ვცდილობ, შევიდე ადამიანების მდგომარეობაში და მერე ვბრაზდები, მე რომ ვერ მიგებენ. ვისთანაც პირადი ურთიერთობები მქონია, ჰგონიათ, რომ „მკიდია ტიპი“ ვარ, უემოციო ვჩანვარ, ამ დროს ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას. ურთიერთობები რომ ხურდება, მერე ხვდებიან, რომ ასე არ არის.
– როგორი უნდა იყოს ადამიანი, შენ რომ მოგეწონოს?
– ძალიან ჩვეულებრივი. ვერ ვიტან, როდესაც გადამეტებულ რაღაცებზე გაგიჟებულ ადამიანებს უაზრო მოთხოვნილებები აქვთ, არ მიყვარს ამპარტავანი ადამიანები. უბრალო ადამიანებზე ვგიჟდები. ჩემთვის უბრალოებაში უფრო ბევრი რაღაც ფასეულია. ჩემთვის ადამიანს არ განსაზღვრავს ფული, ვიზუალი რაღაცები, ის შინაგანი სისადავე უფრო მეტია, ვიდრე სხვა რამ.
– თუმცა, ალბათ, ვიზუალურ მხარეს შენთვის მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს?
– დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩაცმულობას, ვარცხნილობას. ვერ ვიტან თუნდაც ვარცხნილობის ცვლილებას, იმიტომ რომ ისეთი უნდა იყოს ადამიანი, როგორიც მყავს გაცნობილი და წარმოდგენილი, ძალიან რთულად ვეგუები სხვანაირს. თან ვიზუალისტი ვარ და მკვეთრი ცვლილებების მიღება მიჭირს. თუმცა, ყოფილა შემთხვევაც, უკეთესი ვიზუალი მიმიღია, ვიდრე წარმომედგენა.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– თავდავიწყებით შეყვარებული ვყოფილვარ. საქმის მიმართ ცუდი ვხდები, სულ მინდა, რომ წავიდე, გავიქცე, შევხვდე, საქმეს და სიყვარულს რაც შეეხება ორივეს ვერ ვათავსებ. ჩემთვის ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია, სწორედ მანდ ვიჭედები, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმიანობა ძალიან ბევრ დროს მართმევს, ბევრ ენერგიას მოითხოვს, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვაც მაქვს. ის ურთიერთობა კი არ უნდა იქცეს დაპროგრამებულად, მერე ვპროგრამდები და ეს უკვე არ მომწონს.  
– რამდენად რომატიკული ხარ პირად ურთიერთობაში?
– ხალხს რომანტიკა უფრო სანთლის შუქზე ვახშამი და ყვავილები ჰგონია. ასეთი ტიპი არ ვარ, უფრო შინაგანად მაქვს რომანტიზმი, ვერც ვხსნი, რაში გამოიხატება, მაგრამ სიურპრიზების მოწყობაში – არა. ჩემთვის ის უფრო რომანტიზმია, უმიზეზოდ დავადგე სახლში ან რაიმე მსგავსი. ამაში უფრო ვპოულობ „კაიფს“, ვიდრე ჩემ მიერ მოწყობილ რაღაცებში.
– ეჭვიანი ხარ?
– ეჭვიანი ვარ, მაგრამ არ მიყვარს ამის გამოხატვა. არ მომწონს, როცა ვიმჩნევ. ზოგადად, მიყვარს, რომ ვენდობი ადამიანებს, მიყვარს, რომ მეც მენდობიან. თუ ვერ ვენდობი, მაგ დროს ჩემში რაღაცები უბრალოვდება, ტყუილებზე აგებული ხდება. თუ გიყვარს ადამიანი და პარალელური ურთიერთობა გაქვს, ეს ტყუილია. ეს, მე მგონი, კომპლექსებიან ადამიანებს აქვთ, თავის თავს უმტკიცებენ: უყურე, მე ერთი მყავს, მეორე, მესამე და მაგარი ტიპი ვარ. ჩემზეც უეჭვიანიათ და ესეც მაღიზიანებს.
скачать dle 11.3