კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რატომ უთხრა ასმათ ტყაბლაძემ სიყვარულზე უარი გია დანელიას

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ასმათი.
გვარი:  ტყაბლაძე.
პროფესია: მსახიობი.
– 13 წლის ვიყავი, კერვა რომ დავიწყე, მინდოდა, ლამაზი კაბა მქონოდა და შევიკერე. მეზობელი ქსოვდა, ვიყიდე ჩხირები, ერთი ვკითხე, როგორ დავიწყო-მეთქი და ცოტა ხანში უკვე შესანიშნავად ვქსოვდი, ყველა აღფრთოვანებული იყო. ჩვენთან, თეატრში ყველა მამაკაცს ჩემი მოქსოვილი სვიტრები ეცვათ. ეკითხებოდნენ, რა ფირმისაა და სად შეიძინეთო. მერე ვყიდდი ჩემს ნაქსოვ ქუდებს, კაშნეებს, ჯემპრებს. ინტერესიანი ვარ, სულ ვფიქრობ, გავაკეთებ თუ არა.
– რა გაღიზიანებთ?
– ტყუილი და შური ძალიან მაღიზიანებს. რომ ამბობენ, თეთრი შურიო, მე ვერ წარმომიდგენია, რა არის. არ არსებობს. არსებობს შური და დამთავრდა. არსებობს სიტყვა „დაგნატრი“, მე შენ დაგნატრი, რომ ახალგაზრდა ხარ, კი არ მშურს.  ლამაზი სიტყვაა და ლამაზი შინაარსი აქვს.
– რისი გეშინიათ?
– მეგობრებს ვკარგავ და ამის მეშინია. ახლობლის ავადმყოფობის  და გარდაცვალების მეშინია. მე თვითონ არაფრის მეშინია, უშიშარი ვარ. ხანდახან მიკვირს, რატომ ვარ ასეთი უშიშარი. ალბათ, გენეტიკის ამბავია. დედაჩემიც უშიშარი ქალი იყო.
– ყველაფრის პატიება შეგიძლიათ?
– არა, ყველაფრის პატიება არ შეიძლება. ჩემი ახლობლები რომ მაწყენინებენ, სანამ წყენა არ გამივლის, არ შემიძლია, რომ დაველაპარაკო, თუმცა სულ მახსოვს. ძალიან ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებ, მაგრამ ყველაფერს ვერ ვაპატიებ.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– კი, გადამიხდია. თეატრიდან რომ გამიშვეს, ძალიან შევებრძოლე და ვერასდროს ვაპატიებ. მიცვალებულზე ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ აპატიებ, მაგრამ არის ისიც, რაშიც სამაგიეროს ვერ გადავუხდი.
– სასწაულების გჯერათ?
– კი. ღმერთი, მე მგონი, ხშირად მკრავს ხელს და გზას მიჩვენებს: წადი, ვიღაცას სჭირდები დასახმარებლადო. თეატრში მივდიოდი რეპეტიციაზე, ლიფტში პირველი სართულის ნაცვლად, მეოთხე სართულს დავაჭირე, არაფრით არ უნდა ავსულიყავი იქ, მაგრამ ვიფიქრე, მოდი, ერთი მეზობლის ბავშვს ვნახავ-მეთქი და... ბავშვი აივანზე იყო გადაკიდებული გადასავარდნად. ოჯახის წევრები სამზარეულოში იყვნენ, ვერც გრძნობდნენ, რა ხდებოდა. ასეთი სამი შემთხვევა მქონდა. ერთხელ მეათე სართულზე იყო ბავშვი გადაკიდებული და რომ გავიგონე ხმა, ავიხედე და უცებ მოვიფიქრე, ვუთხარი, ბებოს დაუძახე-მეთქი, ბავშვი მართლაც შევიდა, დაუძახა. ერთხელ პრაღაში, სადღაც უნდა წავსულიყავი და მოვტრიალდი და სხვაგან წავედი, იქ კი ადამიანი ცუდად იყო და გადავარჩინე. რაღაც ძალა მეუბნება, იქით წადიო. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია: იქ ექიმთან მიმყავს ვიღაც, ავად რომ არის. ექიმი ფულს არ მართმევს. ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრზე კი ვიხდი. მე მგონი, ღმერთი მცდის და სიკეთეს მაკეთებინებს. რამდენი ადამიანი გადავარჩინე სიკვდილს. მგონი, მე ან ჩემს წინაპარს თუ რამე დანაშაული გვაქვს, ღმერთი მათი გამოსყიდვის საშუალებას მაძლევს.
– მეტსახელი გქონიათ?
– ამ სიკეთეების გამო „მამა ტერეზა“ შემარქვეს.
– როდის ტირით?
– იშვიათად ვტირი. თუ ვინმე ჩემს ახლობელს უჭირს, მაშინ ვტირი. დედაჩემის გარდაცვალებაზეც არ მიტირია. გაოგნებული ვიყავი. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და მისი ქელეხი კონცერტივით ჩავატარე, თვითონ იყო ასეთი, 20-30-კაციან სუფრას კონცერტივით ჩაატარებდა. რამაზ ჩხიკვაძემ ჩაატარა თემურ ჩხეიძის მამის ქელეხი ისე, რომ სიცილით დაგვხოცა.
– რისი გრცხვენიათ?
– ისეთ სიტუაციებს არ ვქმნი, რომ შემრცხვეს, ტიტველი არ დავდგები და ფილმში ისე არ გადავიღებ. დეკოლტე კაბით კი გამოვსულვარ და ამას რაღაც ისტორიებიც მოჰყოლია. გამხდარი და ფორმაში კარგა ხანს ვიყავი. ერთხელ, მთელ ტანზე მოჭერილი კოლგოტებით უნდა ვყოფილიყავით, თითქოს შიშველი ვიყავით და მე მეუხერხულა სცენაზე ასე გამოსვლა. თეატრში ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთი მემანქანე იყო – ავთო რეკვავა. მოისმინა ეს ჩემი პროტესტი, კულისებში ვიძახი, არ მინდა ასე დამაყენონ, რა არის, ხომ მოვიდნენ პატარა გოგონები... მოვიდა ეს კაცი და მეუბნება: სცენაზე რომ დგახარ, ისეთი კარგი ხარ, იმ პატარა გოგონებს ყველას სჯობიხარ. ნუ გრცხვენია, გადი, გიყუროს ხალხმაო...
– რას ნანობთ?
– ჩემს პირადს ვნანობ, მეტს არაფერს. შეიძლება, ვიღაცებთან ცოტა შემეშალა, მაგრამ ბოდიშის მოხდა შემიძლია. ახლა ბევრ რამეზე მეცინება. ისეთი კარგი
შვილი და შვილიშვილი მყავს, დღეს იმ ძველებს ყურადღებას აღარ ვაქცევ. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე მოხდა ყველაფერი. მე თვითონ ვარ ძლიერი. არ მომიძებნია ჩემთვის ადამიანი, რომელიც მხარში დამიდგებოდა. პირიქით, მე ვედექი გვერდით. ხშირად შეცოდების მომენტები მქონდა. შეცოდებას მოჰყვებოდა სიმპათია. მე იქით ვმფარველობდი სხვებს. ბევრი შვილი რომ არ მყავს, ამაზე მწყდება გული. შვილი აუცილებელია და არა ერთი.
– კარგია, რომ ძლიერი ქალი ხართ თუ ქალს ზოგჯერ სისუსტეც სჭირდება?  
– არ არის სწორი. მაგალითად, მე მირჩევნია, ცოტა ნაკლებ ძლიერი ვიყო, რადგან ქალი ვარ, კარგი დედა, კარგი ბებია ვარ... კარგი სიყვარული შემიძლია, მაგრამ აქ უკვე ცოტა ზედმეტად ძლიერი ვიყავი.
– კაცებს ეშინიათ ძლიერი ქალების?
– ყველა მამაკაცი გიჟდებოდა ჩემთან მეგობრობაზე და ძმაკაცობაზე. გია ფერაძე უნივერსიტეტიდან მოყოლებული ჩემი ახლო ძმაკაცი იყო. საოცარი იუმორის პატრონი და უნიჭიერესი ადამიანი იყო. კითხვა ეზარებოდა, მე მივდიოდი და სახლში ვამეცადინებდი. უნიჭიერესი მოსწავლე იყო. გამოცდაზე რომ გავიდოდით, გია აიღებდა ბილეთს, მეც ავიღებდი. ვანიშნებდი, რომ მოეთხოვა გარეთ გასვლა. გავიდოდით ორივე, ყველა საკითხს მოვუყვებოდი, რაც ბილეთში იყო და ოთხიანზე ნაკლებს არ იღებდა. ყველაფერში ნიჭიერი იყო – არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, შესანიშნავ ლექსებს და სცენარებს წერდა. „კავეენი“ პირველად მან გააკეთა. არაჩვეულებრივად ცეკვავდა და ისე გვაცეკვებდა, ვერც კი წარმოგვედგინა, თუ ჩვენ ასეთი ცეკვა ვიცოდით. ჩემს მეგობრებს, ყველას იმ დღეს უნდოდა მოსვლა, როდესაც გია იყო ჩემთან. ერთ ლოგინში გვიძინია. როგორც ნამდვილ და-ძმას, ისეთი ურთიერთობა გვქონდა.
– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ?
– კი. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და სულ ცოლიან კაცებს მოვწონდი. მე არ შემეძლო, ვინმე ოჯახისთვის დამეშორებინა.
– შეგყვარებიათ ცოლიანი მამაკაცი?
– შემყვარებია, მაგრამ ურთულესი ამბავია და მე დამითმია, იმიტომ რომ საქვეყნოდ სატრიალებელს ვერ გავხდიდი.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?
– კი, არასწორი ნაბიჯებიც გადამიდგამს.
– სიყვარულს წესები აქვს?
– არ აქვს. მაგრამ უნდა ჰქონდეს, ტვინი უნდა დააყოლო.
– სიყვარულში შანსი გაგიშვიათ?
– კი, გია დანელიამ შემომთავაზა სიყვარული. სოფიკოს მეშვეობით ვიცნობდი. ხშირად შევხვედრივარ და ალბათ, მოვეწონე, არ ვიყავი ცუდი გოგო, რაღაცები შემომთავაზა, მაგრამ მე ხუმრობაში გავატარე და დავამთავრე. ცოტა ხნის მერე მითხრა, არ ყოფილხარ ჭკვიანი გოგო, მსახიობს პატრონი სჭირდებაო. მე ჩემით მივაღიწიე ყველაფერს. ვიცი, ასე მეტს შევძლებდი, უფრო კარგი მსახიობი ვარ, ვიდრე ხალხს ვყავარ ნანახი, მაგრამ მე გათვლითი სიყვარული არ შემიძლია, არ მქონია. სანამ არ მომეწონებოდა და მე თვითონ არ მომინდებოდა, ისე არავინ შემიყვარდებოდა. ფლირტი ბევრი მქონია, მაგრამ ეს სხვა რაღაცაა.
– როგორი მამაკაცები მოგწონდათ?
– ნიჭიერი, განათლებული, ვინც კარგ რაღაცებს მოყვებოდა და ამით თავს მომაწონებდა და ვაჟკაცური. არასდროს არ მიყვარდებოდა ფულიანი მამაკაცები, ვიცი, რომ თუ მინდა, მე თვითონ მექნება.
– მეორედ დაოჯახებაზე გიფიქრიათ?
– არა, მე შვილი მყავდა და ვერ წარმომედგინა, რომ მის გვერდით სხვა, უცხო ყოფილიყო.
– მიგიღიათ ადამიანი, ვინც თქვენგან წასულა?
– არა. მეორე შანსი არ მიმიცია.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ცოტა სხვაობა არის, ჩემთვის ჯერ სიყვარულია და მერე ვნება. ზოგისთვის ვნება იმდენად ძლიერი და დამთრგუნველია, სიყვარულზე ვეღარ ფიქრობს და მზად არის, ყველაფერი ვნებას გააყოლოს. მე ვფიქრობ, ურთიერთობა სიყვარულით უნდა დაიწყოს და მერე გადავიდეს ვნებაში.
– რა არის ქალური ბედნიერება?
– იცი, ბედნიერი როდის ხარ? როცა არ ხარ უბედური.
სიზმრების გჯერათ?
– კი. სიზმარი არის წინასწარმეტყველება. მე სიზმრები ძალიან მიხდება. როდესაც პაპაჩემი მიცვალებული იყო და სახლში ესვენა, სიზმარში ვნახე, რომ სანთელი გადმოვარდა და ცეცხლი სკამს მოეკიდა, სადაცაა, ალი პაპას თმას მოედება. მე მესამე ოთახში დამჯდარს მეძინა. სიზმარში ვხედავ, პაპაჩემი იწვის, გამეღვიძა, წამოვხტი, პაპა იწვის, შევვარდი და ალს მივუსწარი.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– ბებიაჩემის რჩევა – „მეტისმეტი რეტისრეტიო“. ერთხელ მითხრა მეგობარზე – ის მსუბუქი ყოფაქცევის ხომ არ არისო. მერე მე რა შუაში ვარ-მეთქი? შენ არაო, ადამიანს თუ თვითონ არ აქვს ბუნებაში, ასეთს ვერავინ გახდისო, მაგრამ ერთი ის არის, რომ ის თავის თავს არ ინდობს, თავს ახურდავებს და რამე რომ იყოს, შენც არ დაგინდობსო.


скачать dle 11.3