კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რატომ დააბრალეს მარიამ ჩაჩხიანს პრეზიდენტის შვილის ოჯახის დანგრევა და როდის და როგორ დაიწყო რეალურად მისი და გიგი ჩიჩუას სიყვარული

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მომღერალი მარიამ ჩაჩხიანი შეყვარებულია. 23 წლის ასაკში სიყვარული პირველად ეწვია და როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი იმდენად კარგია, სიამოვნებით „ჩარჩებოდა“ ამ პროცესში. მისი რჩეული დიჯეი გიგი ჩიჩუაა, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძეა. ამის პარალელურად, მარიამი შემოქმედებითი თვალსაზრისითაც კვლავ აქტიურია.
მარიამ ჩაჩხიანი: წამყვანი ბენდის, „გუფილენდის“, სოლისტი ვარ და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. სოლო კარიერაში სიახლეები არ მაქვს, რადგან ბენდში ისეთი რიტმია, დრო სხვა აღარაფრისთვის მრჩება. ღონისძიებები, ძირითადად, საქართველოს მასშტაბით გვაქვს, მაგრამ შიგადაშიგ გასვლით ტურებსაც ვაწყობთ აზიის ქვეყნებში და ახლა უკვე ვცდილობთ, ძალები ევროპაშიც მოვსინჯოთ. იტალიაში ვიყავით და მიხარია, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ, სამომავლოდაც გვაქვს გექმები, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი.
– როგორც ვიცი, კარიერის გაგრძელება სხვა ქვეყანაში გინდა.
– ამაზე ყოველთვის ვფიქრობდი, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ქვეყანა არ მიყვარს, უბრალოდ, ყველა ადამიანი ცდილობს იქ იყოს, სადაც განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობაა. ძალიან მინდა კარიერის გაგრძელება ამერიკაში, თუმცა, ჯერ ეს ოცნების დონეზეა. ამისთვის ძალიან მცირე, მაგრამ რაღაც ნაბიჯებს უკვე ვდგამ.
– როგორც ვიცი, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე და სასიხარულო ამბავი გაქვს.
– რამდენიმე თვეა, რაც ჩემ გვერდით არის ადამიანი, ვინც მიყვარს – გიგი ჩიჩუა. მას ყველა სხვა სტატუსით იცნობს, მაგრამ ეს სტატუსი ძალიან დიდი ხანია, აღარ აქვს. თუმცა რამდენიმე დღის წინ გამომიგზავნა მეგობარმა ნიუსი, სადაც ეწერა, რომ თურმე მე ვიყავი გიგისა და მისი ყოფილი მეუღლის დაშორების მიზეზი. მე მართლა არაფერ შუაში ვარ, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ხალხი კითხულობს და ყველას სათითაოდ ვერ დაარწმუნებ, რა არის მართალი და რა – ტყუილი. ცუდია, იმას რომ წერენ, რაც არ იციან და რაც რეალობას არ შეესაბამება. სიმართლე რომ გითხრათ, ველოდი მსგავს რამეს. ჩემზე „ვოისში“ მონაწილეობის პერიოდშიც ისეთ რამეებს წერდნენ, არ გამიკვირდა, რომ ამ ურთიერთობისგანაც არარეალური ისტორია შექმნეს.
– შენზე და გიგიზე როგორ იმოქმედა ამ ინფორმაციის ასეთი ფორმით გაჟღერებამ?
– არც გაგვკვირვებია, ორივემ ვიცოდით, რომ ჩვენს ურთიერთობას ასეთი პატარა ცუდი დეტალები მოჰყვებოდა. ვიცით, რომ ამ ყველაფერს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.
– რადგან პრეზიდენტის შვილს ეხება საქმე, ალბათ ამიტომ მოჰყვა ასეთი რეზონანსი. გიგი სხვა ადამიანთან რომ ყოფილიყო ქორწინებაში, მაშინ ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. როგორია რეალობა და თქვენი რომანტიკული ამბავი?
– გიგი ახალი წლის პერიოდში გავიცანი. ზუსტად იმ კლუბში უკრავდა, სადაც ჩვენ ივენთები გვქონდა. იმდენი შეძლო, რომ დღეს ამ სტადიაზე ვართ.
– როგორც ვიცი, შენ ძალიან უკარება ხარ, აქამდე შეყვარებულიც არ გყოლია და როცა ბიჭი შენდამი სიმპათიას გამოიჩენდა, სცემდი.
– (იცინის) ცოტა მკაცრი ვიყავი ხოლმე. თუმცა, ცემაზე მეტად აგრესიულად ვპასუხობდი, სიტყვებით. გვერდებში მირტყმა და ასე შემდეგ, უფრო სკოლის პერიოდში იყო (იცინის). აგრესიას იწვევდა ხოლმე ადამიანი, ვინც ჩემდამი იმაზე მეტ ყურადღებას გამოხატავდა, ვიდრე საჭირო იყო. ყვავილებსაც არ ვიღებდი. ძალიან ბევრჯერ უჩუქებია უცხო ადამიანს ყვავილები, მაგრამ სახლში არასდროს მიმიტანია, სხვას ვჩუქნიდი.
– აქამდე არავინ გყვარებია?
– აქამდე არასდროს მყვარებია. ახლა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახი და ახლობლები გავაკვირვე. მეც გაკვირვებული ვიყავი ჩემი თავით, რომ გავბედე, ეს ნაბიჯი გადავდგი და ვიღაც შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში.
– გიგიმ ცოტა „გაიძულასავით“?
– ერთ სივრცეში ვმუშაობდით. სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოვირჩევი და თავიდან რომ მომწერა, არც მას ვწერდი ხოლმე პასუხებს. მაგრამ მერე
მივხვდი, რომ არ იყო კარგი საქციელი. სამსახურში ერთმანეთს ვხვდებოდით და უხერხული იყო, ამიტომ გადავწყვიტე, მეც ცივილური ადამიანივით მოვქცეულიყავი. მარტში უკვე მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა თანდათან სერიოზულდებოდა და როგორც მეგონა, გიგის სახით ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე, სინამდვილეში სულ სხვა რამ ყოფილა და არა მეგობრობა (იცინის).
– გოგონების ნაწილს უჭირს ბიჭთან სიყვარულში გამოტყდომა და შენ, მგონი, აღიარება საკუთარ თავთან უფრო გაგიჭირდებოდა.
– კი. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ცხოვრებაში აქამდე არავინ ყოფილა და უცებ აღმოვაჩინე, რომ თურმე, ახალი მეგობარი კი არ შევიძინე, შემიყვარდა. ძალიან დიდი ხანი ვებრძოდი საკუთარ თავს, ვარწმუნებდი, რომ ეს ასე არ იყო. მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, საბოლოო ჯამში, სიყვარულმა გაიმარჯვა (იცინის).
– საკუთარ თავს, ალბათ იმიტომაც ებრძოდი, რომ იცოდი, რაც მოჰყვებოდა თქვენს ერთად ყოფნას – გიგის ცოტა ხნის წინ დაენგრა ოჯახი, რაც აქტიურად განიხილებოდა.
– პირველ რიგში, მაგას ვაქცევდი ძალიან დიდ ყურადღებას, მაგრამ არ შეიძლება, შენი თავი შეზღუდო მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ მითქმა-მოთქმას აარიდო თავი. ასე რომ, ძალიან დიდხნიანი ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ მივხვდი, რომ ამხელა მასშტაბის შეზღუდვები ჩემს თავს არ უნდა დავუწესო, იმიტომ, რომ მეც ადამიანი ვარ.
– ახლა რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
– ძალიან კარგ ეტაპზე. სიმართლე გითხრათ, მინდა, ასე დიდი ხანი გაგრძელდეს. სასიამოვნოა, როცა შენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად ზრუნავს შენზე, რა თქმა უნდა, შვილის მერე. ძალიან მსიამოვნებს ეს პერიოდი და გამიხარდება, თუ დიდხანს „ჩავრჩებით“ (იცინის).
– გიგისგან თუ იღებ საჩუქარს?
– გიგია პირველი ადამიანი, ვისგანაც სიამოვნებით მივიღე საჩუქარი, რომელიც ძალიან მინდოდა მიმეღო და ვიღაცას არ გავატანე (იცინის). თავიდან ყვავილებით დაიწყო, ყოველ საღამოს, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, თითო ვარდს მიტოვებდა ხოლმე მანქანასთან, მაგრამ არ ვიცი, როგორ იგებდა სად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილები დიდად არ მიყვარს, ეს ყველაფერი ძალიან მაბედნიერებდა. დღესაც ანალოგიურად ხდება, შეიძლება, ყოველდღე არა, მაგრამ აქტიური სახე მაინც აქვს.
– რა არის გიგიში ისეთი, რის გამოც მისი შეყვარება შეძელი?
– ძალიან თბილია, ცოტათი მორიდებული. საერთო ჯამში, დაახლოებით ისეთია, როგორიც მე.
скачать dle 11.3