კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: რომელი პროდუქტის მირთმევა აფერხებს ნაადრევი სიბერის ნიშნების გამოვლენას?
პასუხი:
არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელიც აჯანსაღებს ორგანიზმს და აფერხებს დაბერების პროცესს. მათ შორისაა ბროკოლი, რომელიც სიბერესთან ბრძოლის იდეალური საშუალებაა. მასში უხვადაა ანტიოქსიდანტები, კაროტინოიდები და C ვიტამინი. ეს ბოსტნეული, რაც შეიძლება, ხშირად უნდა მიირთვათ; ხახვი წმენდს სისხლს, აქვეითებს, ეგრეთ წოდებული, ცუდი ქოლესტერინის დონეს, სასარგებლო ნივთიერებათა შემცველობის წყალობით აფერხებს დაბერების პროცესს;  ნიგოზი და ნუში  – ორივე მდიდარია ლიზინით, რომელიც უნარჩუნებს ტვინს ფუნქციობას და ახალგაზრდობას. ნუშში 5-ჯერ მეტი სასარგებლო საკვები ნივთიერებაა, ვიდრე კვერცხში და 9-ჯერ მეტი, ვიდრე რძეში; კივი მდიდარია P ვიტამინით, რომელიც კარგია  სისხლძარღვებისთვის. მასში შემავალი მინერალები, ცილები და ლიპიდები აფერხებენ დაბერების პროცესს, იცავენ ადამიანის ორგანიზმს პათოლოგიებისგან; დაბერების პროცესის შენელებისათვის მეტად მნიშვნელოვანია კვერცხი, რძე, სოკო, ზღვის პროდუქტები, შოკოლადი, სტაფილო, ისპანახი, პომიდორი, კომბოსტო და ციტრუსები.

скачать dle 11.3