კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№51 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი 1999 წლის 8 მარტს, ღამის პირველ საათზე დაიბადა. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის სასარგებლო და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის მისთვის სასურველი ქორწინება?
პასუხი:
სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის მისთვის კარგია შემდეგ ნიშნებთან ურთიერთობა: თევზები, კურო, კირჩხიბი, მორიელი. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს თხის რქის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მისი კოსმიური მისია კი არის ის, რომ დაეყრდნოს დადებითი თვისებების გამოვლენას, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული. ფულის ზომიერად მხარჯველი. ეს მისი წარმატების გარანტია. ასევე, უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. იყოს ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება – სამსახურში, ოჯახში, სამეგობრო წრეში. დაეყრდნოს ინტუიციას, შეძლოს საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ასევე, დაეყრდნოს დიპლომატიას. წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფია, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატება ელის პედაგოგიკისა და მშენებლობის დარგში.
скачать dle 11.3