კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორ ააბუნტა ბერიამ სიერა-ლეონე, საიდანაც საბჭოეთმა მილიონი კარატი ალმასი გამოზიდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას საოცარ შორსმჭვრეტელობასა და ინოვაციურ ნიჭს რომ დიდი წარმატებები მოჰქონდა საბჭოეთისთვის, უდავოა. სწორედ ამიტომ სწყალობდა მას სტალინი და ყველაზე გრანდიოზული პროექტების განხორციელებას ანდობდა... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პავლე კროტოვი წერს: „ლავრენტი ბერიას უამრავ ინოვაციურ პროექტს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია საიდუმლო პროექტს, სახელწოდებით – „დახმარება უწიგნურ აფრიკას“. პრინციპში, თავის ხილულ ნაწილში ეს პროექტი გულისხმობდა წერა-კითხვის უცოდინარი აფრიკის კოლონიალური ქვეყნების „გამწიგნობრობას“, ანუ უვიცობის დაძლევას. სინამდვილეში კი, მთავარი იყო „წყალქვეშა“ მონაკვეთი, რისთვისაც ეს პროექტი შეიქმნა: აფრიკაში მარქსისტულ-კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელება და კოლონიალისტების საპირწონე ოპოზიციის ჩამოყალიბება, ამ ქვეყნებიდან კი სიმდიდრის გამოზიდვა. უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, ამ ქვეყნების ძარცვას! ზემოაღნიშნული გეგმა ბერიამ სტალინს 1946 წელს წარუდგინა და უთხრა, უმდიდრესი აფრიკული სახელმწიფოების ბუნებრივ რესურსებს საბჭოეთის მოწინააღმდეგე კაპიტალისტური ქვეყნები იტაცებენ და მათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ  იყენებენ. იგივე გავაკეთოთ ჩვენ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კოლონიზატორებს შეიარაღებულ ოპოზიციას შევუქმნით და მათ მარქსისტულ-ბოლშევიკურ დოქტრინებს გავაცნობთო. ისე არგუმენტირებულად დაუხატა მისი განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა, რომ საბჭოთა ბელადმა უმალვე თანხმობა განუცხადა  და ამ გეგმის დაუყოვნებლივი განხორციელების ბრძანებაც გასცა. ამგვარად, არჩევანი შეჩერდა ბრიტანეთის კოლონიურ, პატარა, მაგრამ მდიდარ სახელმწიფო სიერა-ლეონეზე, რომელიც დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და მისი ფართობია 72 ათასი კვადრატული კილომეტრი (დაახლოებით, საქართველოს ტოლია – 69,600 კვადრატული კილომეტრი). სხვა ბუნებრივ რესურსებთან ერთად, სიერა-ლეონეში უმდიდრესი ალმასების საბადოა, იქ მსოფლიო ალმასების მარაგის მეხუთედია თავმოყრილი. სწორედ ალმასები იყო ბერიას გეგმის მთავარი მიზანი და მიიღო რა სტალინის სანქცია, ოპერაციის განხორციელებაც დაიწყო...
1946 წელს საბჭოეთისთვის სიერა-ლეონე თითქმის ისეთივე მიუწვდომელი ტერიტორია იყო, როგორც მთვარე. თუმცა ბერიას შორსმჭვრეტელობამ და ერუდიციამ თავისი გაიტანა და აფრიკის „დამუშავება“ წარმატებით დაიწყო. საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „ბერიასგან მკაფიო მითითება გვქონდა მიღებული, რომ ბრიტანელებისთვის სიერა-ლეონეში „წყალი უნდა აგვემღვრია“ და ყველაფერი საფუძვლიანად მოგვემზადებინა. ამ ოპერაციის პირველ ეტაპზე ამ ქვეყანაში გავგზავნეთ მისიონერთა ოცკაციანი ჯგუფი, ვისაც „ენკავედესთვის“ მოხსენება უნდა მოემზადებინა  და მის მიხედვით გვემოქმედა. მისიონერები, სინამდვილეში, საბჭოთა მზვერავ არალეგალთა ჯგუფი იყო, ვინც დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობდა. ლონდონში მათ არასამთავრობო-მისიონერული ორგანიზაცია დააფუძნეს და სწორედ მათი ეგიდით გაემგზავრნენ დასავლეთ აფრიკაში. ასე რომ, საბჭოური კვალი არსად ჩანდა. ექვსი თვის შემდეგ კი ბერიას უკვე ზუსტი მონაცემები ჰქონდა სიერა-ლეონეს შესახებ. ჩვენ ვიცოდით, თუ რა განწყობა ჰქონდა ბრიტანელი კოლონისტების მიმართ ხუთმილიონ-ნახევრიან შავკანიან მოსახლეობას. მათგან მხოლოდ 46 ათასმა იცოდა წერა-კითხვა, რაც 1 პროცენტზე ნაკლები იყო. ჩვენ, ასევე, ვიცოდით, თუ სად მდებარეობდა ალმასებით მდიდარი, ჯერჯერობით გაუხსნელი საბადოები და რაც მთავარია, მონიშნული გვქონდა ხელსაყრელი ადგილები პარტიზანული მოქმედებებისთვის. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ საუკეთესო საპარტიზანო ადგილები ალმასების გაუხსნელ საბადოებს ემთხვეოდა და განგება ამაზე კარგ საჩუქარს ვერ მოგვიძღვნიდა. მომავალი მოქმედებების გეგმაში ოდნავი კორექტივების შეტანის შემდეგ, 1947 წლის იანვარში გეგმის განხორციელება მეორე ფაზაში გადავიდა და ბრიტანელმა მისიონერებმა სიერა-ლეონეს მოსახლეობაში წერა-კითხვის გავრცელებას მიჰყვეს ხელი. თავიდან კოლონისტები მხოლოდ მეთვალყურის როლით შემოიფარგლებოდნენ. შემდეგ კი, დაინახეს რა, რომ აბორიგენ მოსახლეობას, წერა-კითხვის ათვისების პარალელურად, გონებაც გაეხსნათ, ეს უკვე აღარ მოეწონათ და „მისიონერებს“ ხელის შეშლა დაუწყეს...“
ფერადკანიანი სიერა-ლეონელები საკმაოდ ნიჭიერები აღმოჩნდენ და წერა-კითხვასთან ერთად კარგად ითვისებდნენ ინგლისურენოვან მარქსისტულ-ბოლშევიკურ ბროშურებს, რომლებიც „ენკავედეში“ იყო დაბეჭდილი სპეციალურად მათთვის. როდესაც ბრიტანეთის სპეც-სამსახურები ჩასწვდნენ „მისიონრების“ ნამდვილ მიზანს, უკვე გვიან იყო და სიერა-ლეონეში მოქმედებდა ორგანიზაცია „გაერთიანებული რევოლუციური ფრონტი“. მის საბრძოლო რაზმებში კი 1948 წლის დასაწყისში 25 ათასი შეიარაღებული მებრძოლი იყო გაერთიანებული. ისინი 5-5 ათასიან შენაერთებად იყვნენ დაყოფილები და იმ ადგილებში დისლოცირებული, სადაც ალმასების ყველაზე მდიდარი, გაუხსნელი საბადოები მდებარეობდა. მათზე ბრიტანეთის სამხედრო შეტევამ კატალიზატორის როლი შეასრულა და კოლონიზატორების წინააღმდეგ პარტიზანულმა ომმა იფეთქა. სიერა-ლეონელებს გამოცდილი „ჩეკისტები“ ეხმარებოდნენ. გაუხსნელი საბადოები კი  საბჭოთა კავშირიდან ჩუმად ჩაყვანილმა სპეციალისტებმა გახსნეს, საიდანაც პარტიზანების ხელშეწყობით უპრობლემოდ გაჰქონდათ ალმასი. ისინი კი სანაცვლოდ შეიარაღებას იღებდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1948-1953 წლებში, საბჭოეთმა სიერა-ლეონედან მილიონი კარატი ალმასები გამოზიდა, რაც საბჭოთა კავშირის ომისშემდგომ აღორძინებას მოხმარდა და ეს ბერიას დამსახურება იყო
скачать dle 11.3