კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ხურმა – კიბოს წინააღმდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ხურმა ისეთი ნივთიერებების ამოუწურავი წყაროა, რომლებიც შესანიშნავად აერთიანებენ ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ყველა ვიტამინს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს  A და P ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს.
პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხურმა შეიცავს კალიუმის მარილებს, რითაც კვებავს სხეულს და აწესრიგებს გულსისხლძარღვთა სისტემას. გარდა ამისა, ეს არაჩვეულებრივი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, რითაც ასაზრდოებს გულის კუნთებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს.
უძველესი დროიდან ხურმა (განსაკუთრებით კი ფორთოხლის ფერის) ადამიანის ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ სასარგებლო ხილად მიიჩნეოდა. უახლესი მედიცინა კი ამ ხილს კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტად აღიარებს. მეცნიერების მტკიცებით, ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ A-ს (ბეტა კაროტინი), ყველაზე ხელსაყრელ გავლენას ახდენს ადამიანის მხედველობაზე. ხურმა კანის  ახალგაზრდობის შესანარჩუნებლადაც საუკეთესოა. ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია – ხურმის წვენი ხსნის დეპრესიას.
ხურმის დიეტა – მკაცრი დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ დღეში ორი ცალი ხურმა. გაგიქრობთ შიმშილის გრძნობას და დაგიცავთ თავბრუხვევისგან.
კანის დანაოჭებისგან დასაცავად – შეურიეთ კანგაცლილ, დაჭყლეტილ ხურმაში ლიმონის რამდენიმე წვეთი და წაისვით სახეზე. იდეალური ნიღაბია. აახალგაზრდავებს და ანაზებს კანს.
გაციება და გრიპი – ხურმა შეიცავს იმდენი რაოდენობით C ვიტამინს, რომ თუ რეგულარულად მიირთმევთ, გაციებისგან ბოლომდე დაცული იქნებით. ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას, ამიტომ იდეალურია ღვიძლის პრობლემებისგან თავის დასაცავად.
ენერგიის წყარო – თუ სპორტით ხართ დაკავებული, მაშინ ხურმა იდეალური სტიმულატორია.  
შეკრულობა – ხურმას აქვს მსუბუქი საფაღარათო თვისებები. დააბლენდერეთ კანგაცლილი ხურმა, შეურიეთ 1 ჭიქა რძე. სასმელი დალიეთ კვირაში 3-ჯერ.
შარდმდენი – ყოველდღიური მოხმარებისას ხურმა იდეალური შარდმდენია. ამცირებს სისხლის წნევას, ამიტომ თუ წნევა გაწუხებთ, ხურმა ხშირად მიირთვით.
ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას – დღეში ორ-სამ ხურმას თუ მიირთმევთ, პოტენციაზე პრობლემა არ შეგექმნებათ.
ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. ხურმის მოყვარულები, უმეტესად, ხანგრძლივად ცოცხლობენ.
ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს ხურმაში შემავალი იოდი ავსებს ორგანიზმის იოდის დეფიციტს.
გაითვალისწინეთ, რომ ხურმა (მით უფრო, დიდი რაოდენობით) არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.
ზოგადად, ხურმის ჭამის დროს ზომიერება ყველასთვის საჭიროა — გადაჭარბებით მიღებამ, შესაძლოა, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტის მიღებას.
თუ გვინდა, რომ ხურმა მალე დამწიფდეს, დღე-ღამის განმავლობაში მოვათავსოთ 400C თბილ წყალში. ასევე, შეგვიძლია ნაყოფს დავასხათ 10-პროცენტიანი კირის წყალხსნარი და რამდენიმე დღეში ის დამწიფდება.
ასეთივე ეფექტი გვექნება, თუ ხურმას რამდენიმე დღით საყინულეში მოვათავსებთ. მაცივარში ხურმა ორი-სამი თვე ინახება. მისი შენახვის ოპტიმალური პირობებია: 0-10C და 90 პროცენტი ტენიანობა. თუ ხურმას სარდაფში ვინახავთ, ის კარგად უნდა ნიავდებოდეს და ყუთებში მისი ჩალაგება მხოლოდ ორ წყებად არის რეკომენდებული. ფენებს შორის გამოვიყენოთ ბურბუშელა ან მსგავსი შესაფუთი მასალა. პირველ ფენაში ნაყოფი ყუნწით დაბლა თავსდება, ხოლო მეორე ფენაში ყუნწით ზემოთ.скачать dle 11.3