კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№51 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი მოძღვრის მიმართ ნდობა დავკარგე. ამას ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე? ცოდვას ხომ არ ჩავიდენ, თუ სხვა მოძღვართან მივალ?
პასუხი:
მოძღვარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თქვათ უარი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მას არ მიჰყავხართ უფალთან, ანუ თუ მისი სწავლება ქრისტიანულ სწავლებას და უფლის ათ მცნებას ეწინააღმდეგება. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ ვერ ახერხებთ მოძღვართან გულის გადაშლას, ბოლომდე ვერ იხსნებით მასთან. ასეთ დროს შეგიძლიათ, დამშვიდებული სინდისით მიხვიდეთ სხვა მოძღვართან. უფრო სწორი საქციელი იქნება, თუ თქვენი მოძღვრისგან კურთხევას აიღებთ და ისე აირჩევთ ახალ მოძღვარს. მთავარია, მოძღვრისადმი ნდობის დაკარგვა თქვენ მიერ ეკლესიის მიტოვების საბაბად არ იქცეს.
კითხვა: როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს რელიგიურ თემებზე, რომ მასზე ზეწოლა არ მოვახდინოთ?
პასუხი:
ბავშვებთან არა მხოლოდ რელიგიურ თემაზე, არამედ ნებისმიერ საკითხზე საუბრისას ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო და მათზე ზეწოლა დაუშვებელია. თუმცა თავის ნებაზე მიშვებაც არ იქნება მიზანშეწონილი. ბავშვების რელიგიაში გათვითცნობიერება უნდა მოხდეს ზომიერების დაცვით და ამასთანავე, აუცილებელია, პირადი მაგალითის მიცემა, რომ მათთვის ყოველივე გასაგები და მისაღები იყოს.
კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაეთვლება ადამიანს ისეთ ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა, სადაცფულადი ჯილდოებია დაწესებული?
პასუხი:
ასეთ თამაშებში მონაწილეობა, ზოგადად, არ არის აკრძალული, მაგრამ მათით გატაცებას აზარტისა და მეტოქეობის გამოწვევა შეუძლია, რაც უკვე ცოდვად ითვლება. თავისთავად, ფულის შოვნა ცოდვა არ არის, რადგან ფულის გამოყენება შეიძლება სასიკეთო საქმისთვის, მაგრამ ამავე დროს,  ბოროტებისთვისაც. როგორც იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: ფული ჩვენს ვნებიან გულს იპყრობს ხოლმე და აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო.
კითხვა: ბევრ ეკლესიაში დაწესებულია კონკრეტული თანხა ნათლობისთვის, ჯვრისწერისთვის, პანაშვიდისთვის და ასე შემდეგ. რამდენად სწორია, რომ მოძღვარი ამა თუ იმ თანხის გადახდაზე მიგვითითებს?
პასუხი:
სასულიერო წესის შესრულებისთვის ოფიციალური გადასახადი არ არსებობს. შემოწირულობა მხოლოდ თქვენი სურვილის მიხედვით უნდა გაიღოთ, რაც მოხმარდება ეკლესიას, მის მსახურებს, გაჭირვებულ მრევლს და ასე შემდეგ. თუმცა, თუ არ შეგიძლიათ შესაწირისთვის გაღება, არავინ არ უნდა დაგაძალოთ. გეთანხმებით, არის ზოგიერთ ეკლესიაში ასეთი დარღვევა, რომ მოძღვარი თვითონ უწესებს თანხას, მაგრამ ეს არ არის ნორმა და ეკლესიის წესი. ამასთანავე, ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რომ ეკლესიაში გაწეული სამსახურისთვის უნდა გაიღოს თუნდაც მცირედი თანხა. არის შემთხვევები, მიდიან ტაძრებში ძვირფას სამოსში გამოწყობილები, ძვირფასი მანქანებით, რამდენიმე კამერით იღებენ, ანუ ემჩნევათ, რომ თანხის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ როგორც კი ეკლესიაში აღსრულებული სამსახურისთვის მცირე თანხის გაღებას სთხოვენ, ღიზიანდებიან. ესეც არასწორია. ზომიერება ადამიანმა არ უნდა დაკარგოს. გულისხმიერი ადამიანი თავად მიხვდება, როდის როგორ უნდა მოიქცეს.скачать dle 11.3