კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ქართველი მხატვარი თინათინ ბახტაძე, რომლის ნახატები სხვადასხვა კატალოგშია შესული, იტალიაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

თინათინ ბახტაძე წარმატებული და ნიჭიერი მხატვარია – განსხვავებული ხელწერითა და ძლიერი ექსპრესიით. მის ნახატებში იმდენი ფერი, შტრიხი და სიღრმეა, რომ მნახველს ბევრი ფიქრისა და სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევს. წლების განმავლობაში თიკოს არაერთ ქვეყანაში ჰქონდა
წარმატებული გამოფენები, როგორც პერსონალური, ასევე, ჯგუფური. მისი ნახატების მფლობელებს შორის არაერთი ცნობილი ადამიანი და კოლექციონერია. თიკოს ნახატები სხვადასხვა კატალოგშია შესული.  რაც მთავარია, ცოტა ხნის წინ მისი ორი ნამუშევარი მილანში, კარავაჯოს პრიზის მფლობელი გახდა.

თინათინ ბახტაძე: ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, სულ ვხატავდი. დავამთავრე სამხატვრო აკადემია,
ტანსაცმლის დიზაინისა და მოდელირების განხრით. თუმცა, საბოლოოდ მაინც ფერწერა ავირჩიე. პირველი პერსონალური გამოფენა 2011 წელს მქონდა, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა – ბევრი ნახატი გაიყიდა, ბევრი სტუმარი მოვიდა, გაშუქდა სხვადასხვა არხზე, დაიწერა პუბლიკაციები... მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს მაქვს გამოფენა, როგორც
პერსონალური, ასევე ჯგუფური. რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოთი არ შემოვიფარგლები. ძალიან საინტერესო გამოფენა მქონდა ბაქოს სახელმწიფო მუზეუმში. რამდენიმე მხატვარი აგვარჩიეს, მიგვიწვიეს
და შემდეგ ჩემი ნახატები მათ კატალოგშიც შევიდა. ასევე, ძალიან საინტერესო გამოფენა მქონდა ირლანდიაში. ნიუ-იორკში ჩემი ნამუშევრები უკვე ორჯერ გამოიფინა. თბილისში კი ჩემი პერსონალური გამოფენა გაზაფხულზე მოეწყობა.
– გამორჩეული და ძალიან საინტერესო ხელწერა გაქვს, შენი ნახატები მნახველს ბევრი ფიქრის საშუალებას აძლევს. საინტერესო, ექსპრესიული, ყველასგან განსხვავებული, საოცარი ნიჭის მფლობელი – ასე წერენ შენ შესახებ ხელოვნებათმცოდნეები, კრიტიკოსები, კომპეტენტური ადამიანები. სხვადასხვა ფიგურითა და შტრიხებით გადმოტანილი ტკივილი, სიხარული, უამრავი განცდა – ალბათ, ეს ყველაფერი განაპირობებს შენს ასეთ დიდ წარმატებას.

– არ მიყვარს უშინაარსო ნამუშევრები. ბევრი რამისგან ვიღებ ინსპირაციას, რასაც კადრებად ვხედავ და შემდეგ ტილოზე გადამაქვს, როგორც ფაზლს ისე ვაწყობ, ვაერთებ. მახსოვს, ამერიკაში გამოფენაზე მნახველები დიდი ხნის განმავლობაში იდგნენ ჩემს
ნახატებთან, აკვირდებოდნენ. ცდილობდნენ, ამოეკითხათ ჩემი ჩანაფიქრი. ბოლოს აღნიშნეს: რა საინტერესოა, როგორი მაგარიაო. ეს ძალიან მახარებს. მიმაჩნია, რომ ნამუშევარმა ადამიანს ბედნიერება უნდა მოუტანოს. არაერთხელ მინახავს ადამიანების ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები, როდესაც ისინი ჩემს ნახატებს უყურებენ. ზოგადად, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. ჩემს თავს ვეჯიბრები. რაც გავაკეთე, მინდა, შემდეგი იმაზე უკეთესი შევქმნა. სრულყოფილებამდე მისვლა არ არის შესაძლებელი.
– ცოტა ხნის წინ მილანში კარავაჯოს სახელობის ჯილდო მიიღე...
– კი, მილანში დამაჯილდოვეს. სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე მხატვარი შეარჩიეს და ერთ-ერთი მე ვიყავი. ჩემი ორი ნახატი მქონდა გაგზავნილი და დამაჯილდოვეს, როგორც განსხვავებული სტილისა და ხელწერის მქონე მხატვარი. ჩემი ნახატები ძალიან ბევრ ქვეყანაში იყიდება, ბევრი კოლექციონერის პირად კოლექციაშია და მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრებით ადამიანებს ბედნიერებას ვანიჭებ.
скачать dle 11.3