კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ არ არის ნინო ნადირაძე-კუზანოვასთვის მეუღლე საიმედო დასაყრდენი და რა გასაიდუმლოებული ტრადიცია აქვთ მათ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა საკმაოდ პოზიტიური და ენერგიული ადამიანია. ფიქრობს, რომ რასაც მიაღწია, მხოლოდ საკუთარი მიზანდასახულობისა და შრომის შედეგია. ახლახან მან და მისმა მეუღლემ, გუგა კუზანოვმა, ქორწინების 25 წლის იუბილე აღნიშნეს. რაზე აძლევს მას ქმარი შენიშვნებს, რის გამო არ უყვარს ახალი წლის დღესასწაულისთვის მზადება და როგორ გახდა ის ქმრის „იმპერატრიცა“ ცოლი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: პრანჭია გოგო არასდროს ვყოფილვარ, ჩემი ცხოვრების არცერთ მონაკვეთზე, თუმცა, ლამაზად ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა. არც მეოცნებე ვიყავი. რასაც მიზნად დავისახავდი, აუცილებლად ვაღწევდი. ანუ, მიდებ-მოდება არ მახასიათებდა, კონკრეტული აზრები და განხორციელებადი მიზნები მქონდა ბავშვობიდან.
– ყურადღების ცენტრში თუ იყავი და ბევრ ბიჭს მოსწონდი? შენი გულის მოსაგებად, რას სჩადიოდნენ, მაგალითად, სერენადებს გიმღეროდნენ ფანჯრებთან?
– ყურადღების ცენტრში სულ ვიყავი, ამას არ ვუჩიოდი და დღესაც მეპრანჭებიან (იცინის). მაგრამ თაყვანისმცემელი ბიჭები სერენადებს არ მიმღეროდნენ. თუმცა, ახლა გამახსენდა, გუგამ მიმღერა სერენადა იტალიურად (იცინის). სანამ გამიცნობდა, დასასვენებლად ვიყავი მწვანე კონცხზე. პირველივე დანახვისას მოვწონებივარ, ფანჯარასთან დადგა და მიმღერა.
– ესე იგი, გუგამ შენს მოსახიბლად სიმღერაც შეძლო?
– სხვათა შორის, გუგას ძალიან კარგი ხმა და სმენა აქვს და კარგადაც მღერის.
– თქვი, ბიჭები დღესაც მეპრანჭებიანო. ამაზე შენი ქმარი არ ეჭვიანობს?
– კი, ქრონიკულად ეჭვიანობს ჩემს თაყვანისმცემელ ბიჭებზე. გუგასგან განსხვავებით, მე ეჭვიანი არ ვარ, მესაკუთრე ვარ და რაც ჩემია და რაც მე მეკუთვნის, ჩემთან უნდა იყოს. გუგა, დღემდე ფეხქვეშ მეგება, მაგრამ თავიდან, როცა ურთიერთობა დავიწყეთ, ხან იქიდან მივლიდა, ხან აქედან, ხან მეუბნებოდა – მომწონხარ, მაგრამ არ მიყვარხარო, ხან ამბობდა – მიყვარხარ, მაგრამ შენზე არ ვგიჟდებიო. თურმე პირველივე დღიდან ისე ვუყვარდი, გიჟდებოდა ჩემზე და სტრატეგია ჰქონდა დასახული, რახან ყველა მე დამდევდა, თვითონ გამორჩეული ყოფილიყო. თბილისში რომ ჩამოვიდა, ბებიამისისთვის უთქვამს: გოგო გავიცანი და ან მაგას მოვიყვან ცოლად, ან არავისო. მე ეს გვიან გავიგე (იცინის). მოკლედ, ისე მალე განვითარდა ჩვენი სასიყვარულო მოვლენები, რომ 17 აგვისტოს გავიცანი და 6 ნოემბერს ცოლად მომიყვანა და ქორწილიც გვქონდა.
– დღეს, თუ შეცვალა სტრატეგია, ხშირად გეუბნება: მიყვარხარო?
– რაც დრო გადის, უფრო ხშირად მეუბნება მიყვარხარ! რაც ასაკში შედის, მიხვდა, ვინ ჰყავს გვერდით და მაფასებს. თუმცა, თავიდან რომ გავიცანი, ვფიქრობდი, ეს ბიჭი „მორიგი მსხვერპლი“ იქნება, შევაბამ, „გავბანტავ“ და გავუშევბ-მეთქი, მაგრამ თამაშს შევყევი და საქორწილო გვირგვინის ქვეშ აღმოვჩნდი (იცინის). და, აგერ, უკვე 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ.
– გამოდის, ისე შეხვედი სასიყვარულო აზარტში, თავად გაები მახეში.
– არა, სასიყვარულო აზარტის მსხვერპლად არ მივიჩნევ თავს. ზოგადად, აზარტის მოყვარული არ ვარ და არ მიყვარს ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებულება. ერთადერთი, რაზეც უზომოდ ვარ დამოკიდებული, ჩემი შვილებია, სხვა დამოკიდებულებებს „ვამუხრუჭებ“. როცა რაღაცაზე ხდები დამოკიდებული, კარგავ თავისუფლებას, ჩემთვის კი ცხოვრებაში თავისუფლება არის ნომერი პირველი.
– ცოლქმრობის 25 წლისთავი როგორ აღნიშნეთ?
– გადავწყვიტეთ, განმარტოება და წავედით „დადიანებში“ (იცინის). მე და გუგას თაფლობის თქვე სულ გვაქვს, თუმცა, ასე გამოვიდა, რომ ერთად ყოფნის 25 წლისთავი და მინი თაფლობის თვე, ელარჯითა და სოფლის წიწილით აღვნიშნეთ (იცინის).
– შენიშვნებს თუ გაძლევს, მისგან აკრძალვები გაქვს?
– შენიშვნებს როგორ არ მაძლევს? მაგალითად, მოკლე ქვედაბოლოზე, მაგრამ ბოლოს, ჩაიქნია ხელი (იცინის). ხანდახან, ჩემი მბრძანებლური ხასიათის გამო, ძალიან რომ „გავაჭენებ“, ითრგუნება და მეუბნება, შენი „დირექტორსკი“, უფროსული მანერები სახლში ნუ გადმოგაქვსო. ხანდახან, ვერ ვაკონტროლებ თავს, მაქვს იმპერატორული ტონი და ფაქტობრივად, ჩემი სახით ჩემს ქმარს „იმპერატრიცა“ ჰყავს (იცინის).
– მერე, „იმპერატრიცა“ ცოლს, სხვანაირი მოვლა, განებივრება და საჩუქრები რომ უნდა?
– არ მეტყობა, განებივრებული „იმპერატრიცას“ როლი რომ მაქვს მორგებული? (იცინის). დიდი ხანია, შოკში აღარაფერი მაგდებს, მაგრამ გუგა ძალიან მანებივრებს საჩუქრებით და ეს მიხარია. სხვათა შორის, არასდროს დავფიქრებულვარ, ჩემი ბედნიერება, რითი იზომება, უბრალოდ, მივყვები ცხოვრებას. იღბლიანი ვარ, თუმცა გამართლებისა რა გითხრათ, ეს უფრო მეოცნებე ხალხისაა, მე ყველაფერი ჩემი შრომით მოვიპოვე. ვიღაცას ლატარიაში შეიძლება გაუმართლოს, მაგრამ მე ასეთი გამართლებები არ მაქვს. ამიტომაა, რომ მთელი ცხოვრება ვსწავლობ, ვშრომობ, ვვითარდები და არ ვისვენებ, შედეგიც შესაბამისია. თუმცა, გამიმართლა, რომ მეყოლა შვილები. რომ ამბობენ ქალები, ყველაზე საიმედო დასაყრდენი საყვარელი მამაკაციაო, ჩემთვის ასე არ არის. ჩემი საიმედო დასაყრდენი, მხოლოდ ჩემი თავია. ზოგადად, დასაყრდენს არასდროს ვეძებ, ყოველთვის ჩემი თავის იმედი მაქვს,  დამიუკიდებლად ცხოვრებას ვარ მიჩვეული – ასე გამზარდა მამაჩემმა. თუმცა, იმდენი ხანია, გუგას გვერდით ვიღვიძებ, ისე მივეჩვიე, არც კი ვიცი, როგორია საყვარელი მამაკაცის გარეშე ყოფნა.
– ნინო, გაქვს საიდუმლო, რასაც ქმარს უმალავ?
– მითხარით ადამიანი, ვისაც არ აქვს საიდუმლო... რასაკვირველია, მეც მაქვს საიდუმლოებები, რასაც ვმალავ. მაგალითად, გუგასთვის ფასები დამიმალავს (იცინის). იმის გამო კი არა, რომ გადაირეოდა, უბრალოდ, ისე. ქმარზე ჩამოკიდებული ცოლი არ ვარ,  ისეთი, ხელებში რომ შესჩერებია, როდის მისცემს ფულს. ზოგადად, ღია ტიპი ვარ და არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რისი დამალვაც მომიწევს.
– ვიცი, კარგი კულინარი ხარ, თუმცა დღესასწაულები არ გიყვარს. ახალი წლისთვის როგორ ემზადები?
– მამაჩემი დღესასწაულებს აგდებულად უყურებდა და მეუბნებოდა, ჯობია, დაჯდე და მათემატიკის ამოცანები ამოხსნაო. მამა გარდაიცვალა და ის ჩემი კუმირია, ერთადერთი მამაკაცი, ვისიც ყველაფერი მომწონდა. ხოდა, ის ვერ იტანდა, როცა ადამიანი ტყუილად ხარჯავდა დროს და მეც დღესასწაულებზე მზადება უსაქმურობა და დროის ტყუილად ხარჯვად მიმაჩნია. ეს ჩემგან ჩემს შვილებსაც გადაედოთ და ამ ამბავს გულგრილად უყურებენ. საახალწლოდ დიდად არ ვემზადები. ჩემთვის ტრადიციაა, როცა ადამიანს სჭირდება და მას დაეხმარები და არა ნაძვის ხეს მორთავ ლამაზი ბურთებით.  დაიბოღმო და არ ლანძღო ადამიანები, სხვა ყველაფერი არის ყურით მოთრეული და ადამიანების მოგონილი. მაგალითად, არსად მითქვამს და ახლა გავამხელ, ჩვენს ოჯახს ტრადიცია გვაქვს – ჩუმად ჩავდივართ ქველმოქმედებას. გუგა კი, დღემდე ბავშვია და ის რთავს ნაძვის ხეს, თან სულ ჯუჯღუნებს: რა არის რატომ არ გიყვარს ეს პროცესიო (იცინის) ამაში მონაწილეობას არ ვიღებ.
скачать dle 11.3