კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ ჩააგდო შოკში ხატია ბუნიათიშვილმა ნიკა ნიკვაშვილი და რას სთხოვენ მას სუსტი ნებისყოფის გოგონები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ნიკა ნიკვაშვილი ის ნიჭიერი ქართველი პიანისტი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელსაც საფრანგეთში ძალიან აფასებენ. ნიკა ოთხი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, სწავლობს და მოღვაწეობს. ახალხან მას დაბადების დღე ჰქონდა და ამ დღეს, ასევე, საფრანგეთში წარმატებულმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა, ისეთი სიურპრიზი გაუკეთა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება.
ნიკა ნიკვაშვილი: ვფიქრობ, მთლიანობაში, ეს წელი საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ზაფხულში დავამთავრე კონსერვატორია პარიზში – გაორკესტრების ფაკულტეტი, ხოლო სექტემბერში გავიარე მისაღები გამოცდები, საკმაოდ რთულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მოვხვდი უმაღლეს საფეხურზე, უკვე საკომპოზიტორო განხრით. პარიზის კონსერვატორიაში კიდევ ორი წელი მომიწევს სწავლა და დიპლიმის დაცვა, იმ ოთხ სტუდენტს შორის, რომლებიც წელს კონკურსის შედეგად ჩემთან ერთად მოხვდნენ. ზოგადად, საფრანგეთში სწავლის ძალიან მაღალი დონეა და საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანი წელი იყო, ასევე, შემოქმედებითი თვალსაზრისით. მივიღე შემოთავაზება სპექტაკლში „ჟორჟ სანდი“, რომელიც ფრანგებმა დადგეს და სადაც პიანისტის როლი მხვდა წილად, ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო. პროგრამაში ბეთჰოვენი, შუმანი, შოპენი და ლისტი შედიოდა. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ხატია ბუნიათიშვილს, რომელმაც დახმარება გამიწია პროგრამის მომზადებაში. ის არა მარტო გენიალური მუსიკოსი, არამედ გენიალური ადამიანი და მეგობარია. მან დიდი ძალა და მოტივაცია გამიჩინა. რომ არა მისი გვერდში დგომა, სავარაუდოდ, ამ წინადადებას არც დავთანხმდებოდი. ამ სპექტაკლით უკვე მქონდა ტურნე სამხრეთ საფრანგეთში და დასკვნითი სპექტაკლი კი პარიზში დავუკარი.
– ახლახან, დაბადების დღე გქონდა. სოციალურ ქსელში, ჯაბა ქარსელაძესთან და მანანა თოდაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები დადე. იუბილე მათთან ერთად აღნიშნე?
– არა, წელს დაბადების დღე არ გადამიხდია. რაც შეეხება ფოტოებს, ჩვენი მეგობრის, მაია გვენეტაძის დაბადების დღე იყო და რომში აღვნიშნეთ. მე, მანანა თოდაძე და ჯაბა ქარსელაძე რომში ჩავედით.  ჩემს დაბადების დღეზე კი ხატია ბუნიათიშვილმა და მისმა დაიკომ, ისეთი სიურპრიზი გამიკეთეს, შოკში ჩავვარდი. დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ხატია და გვანცა ბუნიათიშვილებს პარიზის ფილარმონიაში კონცერტი ჰქონდათ, მათ იცოდნენ, რომ დაბადების დღე წელს არ გადამიხდია და კონცერტზე მისული, ჩემთვის მოულოდნელად, ფილარმონიიდან პირდაპირ საუცხოო ვახშამზე აღმოვჩნდი, რომლის ორგანიზება გოგოებს ჰქონდათ დაგეგმილი და სრულიად ფანტასტიკურ გარემოში დაუვიწყარი საღამო გავატარეთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ  მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ.
– ერთხელ მითხარი, ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ და ასე მგონია, ყველაზე ცუდი გარეგნობა მაქვსო. ახლაც, ასე ფიქრობ? იმდენი თაყვანისმცემელი გოგონა გყავს და სულ ყურადღების ცენტრში ხარ, მგონი, ცდები საკუთარი თავის შეფასებაში...
–  მართალია, არც არასოდეს მქონია საკუთარ გარეგნობაზე დიდი წარმოდგენა და არც ამჟამად შეიცვალა რამე. რაც შეეხება ყურადღებას, ნამდვილად ვერ მოგატუებთ, რომ ამის დეფიციტს განვიცდი. ძალიან თბილ წერილებს ვიღებ, სადაც გამოხატავენ სურვილს, რომ უფრო აქტიურად გამოვჩნდე ეკრანებზე და კონცერტებზე. არიან უფრო სუსტი ნებისყოფის ადამიანებიც, რომლებიც ემოციებს ვერ იკავებენ და პრინციპულად ითხოვენ შეხვედრას, გაცნობას (იცინის). მათგან მოძღვნილი საჩუქრები კი, რამდენიმე ყუთშია მოთავსებული და იქ უამრავ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ (იცინის).  ალბათ, რაღაც ნაწილი ბინას დაიდებს ჩემს ახალ სახლში, რომლის რემონტიც ახლახან დავამთავრე.
– ნიკა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული, დეპრესიული პერიოდი, როცა სამყარო ზურგს გაქცევს. როდის იდგა მსგავსი პერიოდი შენს ცხოვრებაში და იყო დეპრესია და განცდა?
– არ არსებობს ადამიანის ცხოვრება სირთულეების გარეშე, არც მე ვარ გამონაკლისი და ალბათ ისე, როგორც ყველა ადამიანი, ხშირად ვაწყდები სხვადასხვა ცხოვრებისეულ პრობლემას. ჩემი აზრით, პრობლემა იმიტომ არის, რომ უნდა მოაგვარო, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან იპოვო გამოსავალი და უფრო გაძლიერდე. მეც ვცდილობ, საკუთარი ძალებით ისე გადავლახო ყველა სირთულე, რომ ხშირად ამის შესახებ ჩემმა უახლოესმა ადამიანებმაც კი არაფერი იციან. დეპრესიული ადამიანი არ ვარ, თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რთული პერიოდები მქონია. როცა უსამართლობას ვხედავ, ეს მოქმედებს ჩემზე განსაკუთრებით ცუდად. ზოგადად, ოპტიმისტი ადამიანი ვარ, მიხარია ყოველი დილის გათენება და დღესაც ყოველთვის კარგი განწყობით ვიწყებ. სულ ველოდები რაღაც ახალსა და კარგს.
– მიგაჩნია, რომ იღბლიანი ხარ და ცხოვრებაში ამიტომ აღწევ ადვილად წარმატებებს? ფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად იღბალი და ბედისწერაა მთავარი?
– იღბლიანი ვარ, იმიტომ რომ ცხოვრებამ მაჩუქა ჩემი პროფესია, საოცარი ადამიანები, შესანიშნავი მეგობრები, ჩემი ოჯახი – ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე. ადვილად კი, არაფერს ვაღწევ და იოლადაც არაფერი მომდის, მხოლოდ უდიდესი შრომის და მოთმინების შედეგად! მიზნის მისაღწევად, ჩემი აზრით, შრომისმოყვარეობაა მთავარი. მხოლოდ დაუღალავ შრომას მოაქვს წარმატება. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საღი აზროვნება და მიზანდასახულობა. ბედისწერის მეც გარკვეულწილად მჯერა, მაგრამ მაინც მგონია, რომ საკუთარ ბედს, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ თვითონ ვწერთ.
– საქართველოში იშვიათად ჩამოდიხარ, ყველაზე მეტად რა გენატრება ხოლმე სამშობლოში და ხომ არ აპირებ ეს ახალი წელი აქ გაატარო?
– იშვიათად არა, საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ, უბრალოდ, უხმაუროდ (იცინის). ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახისა და ახლობლების გარეშე დიდი ხნით გაძლება არ შემიძლია. ამ ახალ წელსაც თბილისში ვიქნები, დასვენების პერიოდს უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გავატარებ, ყველაზე მეტად ეს მენატრება.
– ახლობელ ადამიანებსა და ოჯახს ხშირად ახსენებ. თუმცა, საყვარელ ადამიანზე არ საუბრობ. შეყვარებული არ ხარ?
– ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ეს თემა კვლავ მეორეხარისხოვნად რჩება. რთულია კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება. თან, ალბათ, ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, რომელიც სრულიად შეცვლის ჩემს ცხოვრებას.
скачать dle 11.3