კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როდის იწყება შვილსა და მშობელს შორის მაგიური პერიოდი და რის გამო ავლენს ბავშვი დესპოტიზმს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

პირველი სერიოზული სირთულე, რასაც მშობელი ბავშვთან ურთიერთობისას აწყდება,  3 წლის ასაკის კრიზისია. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ჯიუტი ხდება. რას გულისხმობს ასეთი ქცევა და რა უნდა გავაკეთოთ, თუ მსგავს სიტუაციასთან გვექნება საქმე? გვესაუბრა ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე: 3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებისთვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის, რას ელაპარაკებით. ამ ასაკის ბავშვებს ყველაზე გაცხოველებული ფანტაზია აქვთ და მზად არიან, აითვისონ ყველაფერი, რაც მათ სკოლამდელი განვითარებისთვის სჭირდებათ. თუმცა ყველა ბავშვი ერთთნაირად არ ვითარდება. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, შეესაბამება თუ არა ჩვენი შვილის შესაძლებლობები მისი ასაკობრივი საფეხურის ნორმებს, სასურველია ვიცოდეთ, თუ რა მოეთხოვებათ ბავშვებს განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე.
– რატომ ხდება ბავშვი ჯიუტი სამი წლის ასაკის შემდეგ?
– მიუხედავად იმისა, რომ დაბადების პირველი წელიც კრიზისულ ასაკს მიეკუთვნება, 3 წლის ასაკში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც გართულებულია იმით, რომ ბავშვი ცალკე, დამოუკიდებელ სუბიექტად აღიქვამს თავს. სწორედ ამ ფაქტის აღიარება და მიღება უჭირთ მშობლებს. მშობლები ხშირად აღწერენ ბავშვებს, როგორც მთლიანად შეცვლილს, გაუგონარს, მოურჯულებელს, თითქოს ბავშვი „შეცვალეს“. ეს არის საკუთარი „მე-ს“ გამოყოფის ეტაპი. ვლინდება პირველადი თვითშეფასება. ბავშვი ცდილობს, იმოქმედოს სიტყვებით „მე თვითონ.“ დაჟინებით ითხოვს რაღაცას, უნდა რომ მის სურვილებს ითვალისწინებდნენ. კრიზისი და სიჯიუტე ყველაზე მძაფრად სოციალურ ურთიერთობებში ჩანს. ის შეიძლება გამოვლინდეს დესპოტიზმში, ეჭვიანობაში, გაღიზიანებაში. განსაკუთრებით ძლიერია ბავშვის პროტესტი ავტორიტარული აღზრდის დროს. საჭიროა მოთმინება და გამოსავლის მოძებნა. თუ გარშემო მყოფები უგებენ ბავშვს და მზად არიან პარტნიორული ურთიერთობებისთვის, კონფლიქტის აცილება შეიძლება. 3-4 წლის ბავშვი დამოუკიდებელი ხდება არა მარტო ფიზიკურად, არამედ უკვე ემოციურადაც. ის უკეთ უკეთ მართავს საკუთარ ემოციებსა და სურვილებს. გარდა ამისა, იზრდება მისი სოციალური უნარებიც, მას უკვე შეუძლია თავის თანატოლთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში გარკვეული წესების დაცვა, მათთან ერთად რაიმე პრობლემის გადაჭრა.
– რა მოეთხოვებათ ბავშვებს სამი წლის ასაკიდან?
– თქვენი შვილი უკვე იწყებს ბევრი შეკითხვის დასმას: ბავშვისთვის შეკითხვების დასმის სურვილი განვითარების ერთ-ერთი ნიშანია.  3 წლის ბავშვში გაზრდილია პროტესტის გრძნობა, მას ჰგონია, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის და სურს, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. ნუ ვეცდებით მისი პრეტენზიები კანფეტით ან შოკოლადით დავაკმაყოფილოთ, ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს მის სწრაფვას აჯანყებისაკენ. მაგრამ, თუ ჩვენ მის პრეტენზიას მშვიდად შევხვდებით, დავუყვავებთ და ვკითხავთ, რა აწუხებს, ბავშვი მიხვდება, რომ მასზე ზრუნვას იწყებ და დაწყნარდება.
4 წლის ბავშვი უკვე მშობელთან შეჯიბრებას იწყებს, მაგალითად, სურს, რომ მიგასწროთ კართან, მოგერიოთ და თუ გაამარჯვებინებთ, უბედნიერესია და ხმამაღლა გამოხატავს, „ხედავთ, რა მაგარი ვარ“. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გაურთულოთ დავალება და გამოაცდევინოთ თავისი „კუნთები“, შედეგად, საბავშვო ბაღშიც ყველას დაამახსოვრებს თავს, მთავარია თვითდაჯერება არ დაუკარგოთ.
5 წლის ბავშვი უკვე პატარა პიროვნებაა. როგორც წესი, 5 წლის ბავშვთან ერთად მეორე ბავშვიც არის ოჯახში, მშობელს, აღმზრდელის გარდა, მათ ჩხუბებში უკვე არბიტრის როლის შეთავსებაც უწევთ. არასდროს ჩაერიოთ, სანამ ზღვარს არ გადააბიჯებენ და ერთი მეორის ფანჯრიდან გადაგდებას არ მოინდომებს, ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, თვითონვე მორიგდნენ, იპოვონ კომპრომისი. როგორც კი ვინმე ჩაერევა ისინი წყვეტენ კომპრომისის ძებნას და ცდილობენ მშობელი თავიანთ მხარეზე გადაიბირონ.
6 წლის ბავშვი უკვე პრობლემაა სუპერმარკეტში... ზოგადად, პატარა საჩუქრის გარეშე იქიდან ძნელია გამოსვლა. უმჯობესია, ბავშვს აუხსნათ. კარგი იქნება, თუ წინასწარ ჩამოწერთ ყველაფერს, რაც მაღაზიაში უნდა იყიდოთ და უთხრათ, ამ ფურცელზე დაწეროს ის, რის ყიდვასაც შეძლებთ. ბავშვი უკვე სუპერმარკეტში მის ყიდვაზეა ორიენტირებული და სხვას აღარ დაეძებს.
– ამ ასაკის ბავშვებში რა შეიძლება, იყოს განვითარების შეფერხების ნიშნები?
– ბავშვს არ შეუძლია ბურთის უკან გადაგდება, არ შეუძლია ადგილზე ახტომა, არ შეუძლია სამბორბლიანი ველოსიპედის ტარება. ხშირი დაცემა და კიბეებზე ასვლის სირთულეები. არ შეუძლია ფანქრის თითებით დაჭერა. არ შეუძლია რაიმეს დახატვა. არ შეუძლია წრის კოპირება. არ შეუძლია 3-ზე მეტსიტყვიანი წინადადებებით ლაპარაკი და შეუსაბამოდ იყენებს სიტყვებს „მე“ და „შენ“. მუდმივად გადმოსდის ნერწყვი და უჭირს საუბარი. არ შეუძლია ერთმანეთზე დააწყოს 4 სათამაშო კუბი და უჭირს წვრილი (პატარა) საგნებით მანიპულირება. გადამეტებულად განიცდის ახლობელ ადამიანთან (დედასთან) განშორებას. არ ინტერესდება ინტერაქციული თამაშებით და არ ერთვება ფანტაზიით თამაშში არ თამაშობს ბავშვებთან და არ ელაპარაკება უცხოებს, არავის – მისი ოჯახის წევრების გარდა. სიბრაზის დროს უჭირს საკუთარი თავის კონტროლი. ვერ ასრულებს მარტივ მითითებებს. თავს არიდებს თვალებით კონტაქტს. უფროსებს წინააღმდეგობას უწევს ჩაცმის, დაძინებისა და ბანაობის დროს. გარდა ამისა, განვითარების შეფერხების ნიშანი შესაძლოა იყოს,  თუ ბავშვი წინააღმდეგობას გიწევთ იმის გაკეთებაზე, რასაც ადრე უპრობლემოდ აკეთებდა. ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით, რა შეუძლია თქვენ შვილს და რა სფეროში აქვს სირთულეები. დაეხმარეთ მას, ისწავლოს ის ყველაფერი, რაც მას განვითარებაში დაეხმარება.
– რა რჩევებს მისცემდით მშობლებს ბავშვის სოციალური და ემოციური სფეროს გასავითარებლად?
– მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც ხელს შეუწყობს მისი სოციალური ჩვევების განვითარებისა და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ, ბავშვიც ბედნიერია და პირიქით, თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბისა და გაბრაზებული მშობლების ყურება. იგი უბედური, გულჩათხრობილი და ჩაკეტილია. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფას, რაც ხელს უწყობს მისი ემოციების დარეგულირებას, განსაკუთრებით ზედმეტად მორცხვ ან ადვილად აგზნებად ბავშვებთან. მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს შვილს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში. აუცილებელია ხანგამოშვებით ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მარტო ყოფნასაც მიეჩვიოს. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას.
скачать dle 11.3