კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (151)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№50 პანტიკო თორდია – მინდა, ქართული ავიაცია მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია


შპს „თამ მენეჯმენტის“ დამფუძნებლის – პანტიკო თორდიას სახელი ქართული ავიაციის განვითარებასთან ასოცირდება. წლების განმავლობაში მისი საქმიანობა ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკური მდგომარეობების შესაბამისად იცვლებოდა და უამრავ სირთულესთან მოუხდა გამკლავება.
პანტიკო თორდიამ და მისმა პარტნიორებმა 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 67 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტად  სახელმწიფოსგან სს „თბილავიამშენის“ აქციათა 90% შეიძინეს, მაგრამ 2010 წელს განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, თავიანთი ქონება სახელმწიფოსთვის დაეთმოთ.  
2010 წლის 19 ივნისს საწარმოში შევიდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები და სასამართლოს ბრძანებების საფუძველზე, კომპანიის საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტები ამოიღეს და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, როცა აქციონერებმა აღნიშნული ქონება სახელმწიფოს „აჩუქეს”;
კომპანიის დირექტორი და ყველაზე მსხვილი პარტნიორი – პანტიკო თორდია კი ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, სადაც წარუდგინეს დადგენილება ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიცემის შესახებ, პარალელურად, მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში
ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ბოლოს საწარმოს სახელმწიფოსთვის ჩუქება მოსთხოვეს, რაზეც ის იძულებით დათანხმდა.  
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში პანტიკო თორდიას და მისი პარტნიორების, როგორც ადამიანური, ისე აქციონერთა უფლებები უხეშად დაირღვა, გაუჩნდათ დაუცველობისა და
უსამართლობის განცდა, რაც დღემდე მოჰყვებათ.
შპს „თამ მენეჯმენტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი და დირექტორი – პანტიკო თორდია ამ საქმესა და მისი მრავალწლიანი გამოცდილების სხვა საინტერესო ეტაპებზე თავად გვესაუბრა.

პანტიკო თორდია: ავიაციის განვითარებამ გასულ საუკუნეში არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია. ღმერთმა გადმოგვხედა, რომ ჩვენს ქვეყანაში იყო ავიაციის მრეწველობა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ეს დარგი  სულს ღაფავს, თუმცა, ვფიქრობ,  ყველა საშუალება გვაქვს  (მეტალურგია, რეზინოტექნოლოგიური წარმოება, ჰიდროსისტემების წარმოება, მექანიკური დამუშავება, კვანძების აწყობა, თვითმფრინავის აწყობა, შემდეგ მისი გამოცდა და გამზადებული თვითმფრინავის  ქარხნიდან
გაშვება), რომ ძველი წარმატება დავიბრუნოთ.
ქართულმა ავიაციამ არაერთი სირთულე გამოიარა და ბევრმა არასწორმა გადაწყვეტილებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა. მაგალითად, 90-იან წლებში არსებულმა ლოზუნგმა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაგვეწყვიტა, მნიშვნელოვნად შეაფერხა ქარხნის განვითარება, რადგან თვითმფრინავის
წარმოებისთვის საჭირო მთელი კომპლექტაცია – სისტემები, მასალები რუსეთიდან შემოდიოდა.
– თავიდან დავიწყოთ, 1998 წელს რა მდგომარეობაში დაგხვდათ ქარხანა?
– 7 წლის განმავლობაში მრეწველობის მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი,  ქარხანაში 1998 წელს დავბრუნდი. 1991 წლიდან აქაურობა გაჩერებული იყო – არ იყო ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და
წყალი.  გაუცემელი ხელფასები და საგარეო ვალი კი 25 მილიონს შეადგენდა.
– რა ღონისძიებები გაატარეთ  ასეთი რთული პირობებისგან თავის დასაღწევად?
– პირველ რიგში,  ჩამოვაყალიბეთ გეგმა, თუ როგორ უნდა გვემუშავა. გადავწყვიტეთ, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის საერთაშორისო ხარისხის მართვის სერტიფიკატზე  გვეზრუნა.
ხანგრძლივი, წარმატებული მუშაობის შემდეგ, ესეც მოვახერხეთ და 1999 წელს პირველი თვითმფრინავი აფრიკაში გავყიდეთ. სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ თურქმენეთსა და აზერბაიჯანში. 13 თვითმფრინავის შეკვეთა მოგვცეს, მაგრამ მოგების 100 პროცენტი სრულად ირიცხებოდა ბიუჯეტში.
– როგორ შეიქმნა შპს „თბილავიამშენი“?
– ქარხანა ცუდ მდგომარეობაში იყო და რემონტი სჭირდებოდა როგორც მას, ისე იქ არსებულ სამუშაო დანადგარებს. შევარდნაძეს ავუხსენი, რომ ავიაცია სიახლეებით არსებობს, საჭირო იყო ახალი ტექნიკის
ყიდვა, რასაც ფინანსები სჭირდებოდა. ჩემი შეთავაზება იყო, დარგის გადასარჩენად გაეყიდათ ქარხანა, მაგრამ მოგება სახლში კი არ წაეღოთ, არამედ რეინვესტირებისთვის გამოეყენებინათ. ვუთხარი: გაყიდეთ ან ტენდერი გამოაცხადეთ და ვინც საუკეთესო და ყველაზე პერსპექტიულ ბიზნესგეგმას დადებს, იმას ან

მართვის უფლებით, ან სიმბოლურ ფასში
გადაეცით-მეთქი. 2003 წელს ქონების მართვის სამინისტრომ კონკურსის პირობები გამოაცხადა. ერთი თვით ადრე ჩვენ – ქარხნის 27-მა თანამშრომელმა, შევქმენით კერძო ფირმა შპს „თბილავიამშენი“ და მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა, ერთი სიტყვით, მაშინ ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა და გადმოგვცეს 10 წლით მართვის უფლება.
– თქვენს საკუთრებაში როგორ გადმოვიდა ქარხანა?
– 2003 წლის ბოლოს, ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, კახა ბენდუქიძე შემხვდა და მითხრა, რადგან მართვის უფლებით გაქვთ აღებული, თქვენ იყიდეთო და იმაზე დაიწყო საუბარი, რამდენად შეიძლებოდა გაყიდვა. მე ამ სფეროში გამოცდილება მაქვს, თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში და ვუთხარი, 50 მილიონ დოლარად შეიძლება გაყიდვა-მეთქი, მან 65 მილიონი განაცხადა. ამ დროს თურქმენეთთან გვქონდა დიდი


კონტრაქტი, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ იფარებოდა ჩვენი ქვეყნის
საგარეო ვალი, მათგან წამოღებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე კი, ეროვნული ბანკი გვირიცხავდა თანხას. 2004 წელს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქარხნის პრივატიზება მოვახდინეთ და ერთი წლის განმავლობაში 67 მილიონი დოლარი გადავიხადეთ.  1998 წელს მუშის საშუალო ხელფასი 73 ლარი იყო, 2010 წლისთვის ეს რიცხვი 800-მდე გაიზარდა გარდა ამისა, 360 მილიონი სახელმწიფოს საგარეო ვალი დავფარეთ.
– მოგვიყევით, როგორ დაგითანხმეს თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების დათმობაზე?
– 2010 წელს დამიბარეს ფინანსურ პოლიციაში, სადაც ფინანსური პოლიციისა და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურად მამუშავებდნენ. ეს საუბარი მთელი დღე მიმდინარეობდა. მუდმივად მიმეორებდნენ, რომ დარჩენილ
ცხოვრებას ციხეში გავატარებდი. მანამდე ქარხანაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია და 80 ტომარა საბუთები წამოიღეს. დაკითხვის დროს მუდმივად ვეუბნებოდი, გახსენით ის დოკუმენტაცია და ნახავთ, როგორ ვმუშაობდით-მეთქი. მერე მითხრეს, ქარხანა სახელმწიფოს უნდა გადასცეთო.
იქიდან ქარხანაში წამიყვანეს. თან მახლდა პოლიციის ორი შეიარაღებული თანამშრომელი, სადაც მოვიდა ბაჩო ახალაია, როდესაც გაიგო  150-მილიონიანი კონტრაქტის შესახებ,  მითხრა, ჩვენთან ერთად იმუშავეთო. გენერალურ დირექტორად დანიშნეს რევაზ ჭარბაძე, რომელიც იქაურობის მაკონტროლებლად მოგვევლინა და მის გარეშე არანაირი ფინანსური ოპერაციების წარმოება არ შეგვეძლო.
– მოქმედი მთავრობის პირობებში როგორ გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა?
– მოგვიანებით  დავაფუძნე შპს „თამ მენეჯმენტი“.  გადაწყდა, რომ 2015 წელს დავბრუნებულიყავი ქარხანაში. დროებით სარგებლობაში გადმოგვცეს გარკვეული შენობა-ნაგებობა, სადაც შესაძლებელი იყო თვითმფრინავების აწყობა. შენობა საშინელ მდგომარეობაში იყო, მისი ნაწილი გავარემონტე და ვმუშაობ.
არ ვიცით, რა გველის სამომავლოდ.
საავიაციო ქარხანას აქვს იმის პოტენციალი, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. მოდი, ეს გამოვიყენოთ და დავიბრუნოთ მაღალი ტექნოლოგია, წარმოების მაღალი კულტურა, შევქმნათ ხარისხის მაღალი მაჩვენებელი. თავის დროზე მთავრობის უხეში ჩარევით მივიღეთ გაუქმებული კონტრაქტები და დაკარგული კონტაქტები, ეს ყველაფერი დაიკარგა. ქარხანაში მოიშალა ინფრასტრუქტურა. ორი წელი მოვუნდით შენობის გარემონტებას და პარალელურად, დაკარგული კონტაქტების აღდგენაზე ვმუშაობდით. დღეს ვმუშაობთ თვითმფრინავების მოდერნიზებასა და რემონტზე. ახლა ჩვენს საამქროში შემოყვანილია 4 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და დღე და ღამე ვმუშაობთ. თუმცა, განვითარებისა და ამ სფეროში მიმდინარე თანამედროვე მსოფლიო მოვლენებისთვის
ფეხის აწყობისთვის მეტი ხელშეწყობა გვჭირდება.
– რა არის საჭირო ამ ბიზნესის განვითარებისთის?
– ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა, რაც იძლევა მისი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი პროექტების დაწყების საშუალებას. დღეს ქარხანაში არსებული რთული სიტუაციით წინ ვერ წავალთ, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვიყენებთ,  შექმნილია და ჩვენი კონსტრუქტორების მიერ სრულიად დამუშავებულია ცხრაადგილიანი ბიზნესჯეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების წარმოებისა და მოდერნიზაციის პროექტი. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სტაბილური გარემო.  
სასამართლოსგან უშედეგოდ ველით სამართლიანობის აღდგენას, რაც დაუსრულებლად გაგრძელდა და უკვე 6 წელია, ერთ ადგილზე ვართ. ამის გარდა, ქვეყანაში გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის ავიაინდუსტრიის განვითარებას. იმ ფონზე, როცა პრაქტიკულად არ გვაქვს ქვეყანაში ინდუსტრალიზაციის განვითარების პროგრამა, ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება შეუძლებელია. როდესაც არსებობს ავიაციის ამხელა ინდუსტრია, რომელსაც შეუძლია უამრავი ადამიანის დასაქმება,
საექსპორტო მაჩვენებლების გაუმჯობესება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, რისი რესურსიც რეალურად გვაქვს,  ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
– რა მდგომარეობაა სპეციალისტების მხრივ?
– მხოლოდ მატერიალური რესურსი არაფერია, თუ ქვეყანაში საჭირო ინტელექტი არ არის. ძალიან ცოტა სპეციალისტი დარჩა და მთავრობის წევრებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ დარგის შესანარჩუნებლად ძალიან მცირე შანსი გვაქვს. თაობა მიდის და საჭიროა, ამ საქმეს ახალგაზრდები დაეუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 5 წელიწადში ქართული ავიაციისგან აღარაფერი დარჩება. არადა, უზარმაზარი მოთხოვნაა.
P.S. ღმერთმა მოგვცა შანსი, რომ მსოფლიოში არსებულ იმ ოცდაათ ქვეყანას შორის ვირიცხებოდეთ, რომლებიც ავიაციაში საბოლოო პროდუქტს უშვებენ, ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან სტაბილური და უსაფრთხო ბიზნესგარემოს შექმნა.  ქართული ავიაციის „მამად“  წოდებული პანტიკო თორდია, მუდმივად იბრძვის დარგის გადასარჩენად და იმედს იტოვებს, რომ წლების განმავლობაში გაწეული დიდი  შრომა უშედეგოდ  არ დაიკარგება და ყველაფერს აკეთებს,  რომ ეს დარგი მომავალ თაობას შეუნარჩუნოს!
скачать dle 11.3