კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ გაიხსნა ოქროს კონტრაბანდისტთა მსხვილი საქმე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა
1986 წლის 16 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა ვასო გიგოშვილი, ანუ „ვასილ ივანიჩი“, როგორც მას თანამშრომლები უწოდებდნენ. 51 წლის გიგოშვილი ურალის ¹16 ოქროს საბადოს უფროსი იყო. ის საკუთარ კაბინეტში აღმოაჩინა მდივანმა გოგონამ დიანა კამენსკაიამ. „ვასილ ივანიჩს“ მარჯვენა საფეთქელი ჰქონდა გახვრეტილი. იქვე ეგდო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც გიგოშვილის ტაბელური იარაღი იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა და დადგინდა, რომ გიგოშვილმა თავი მოიკლა და საქმე დაიხურა. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ საბადოზე საკავშირო-სარევიზიო კომისია ჩამოვიდა, რომელიც საბადოს მუშაობას ამოწმებდა. ეს იყო გეგმიური, ყოველწლიური შემოწმება და შედეგებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. გაირკვა, რომ საბადოდან 225 კილოგრამი ოქრო იყო დაკარგული და ამ ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „გაცოცხლდა“ გიგოშვილის დაღუპვის საქმეც და გამომძიებლებმა ისინი გააერთიანეს. დაიწყო კომპლექსური გამოძიება. მათ უნდა გაერკვიათ, თუ სად გაქრა ამდენი ოქრო და გიგოშვილის დაღუპვა მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა.
გაწყვეტილი ჯაჭვი
ვასილ გიგოშვილის დაღუპვის ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ¹16 საბადოს უფროსი მოკლული იყო მისსავე ტაბელური იარაღით – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით. გამოირიცხა თვითმკვლელობა, რადგან დადგინდა, რომ გიგოშვილი ცაცია იყო და მარჯვენა ხელს თითქმის ვერ ხმარობდა. თვითმკვლელობის ინსცენირების მიხედვით კი, გამოდიოდა, რომ გიგოშვილი მემარჯვენე იყო. გამომძიებელმა ანტონ ზახარჩენკომ კოლეგებს უთხრა:
– როგორც ეტყობა, მკვლელმა არ უწყოდა დაღუპული გიგოშვილის მემარცხენეობა და შეცდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შემსრულებელი საერთოდ არ იცნობდა ან კარგად არ იცნობდა თავის მსხვერპლს. პარალელური ძიებით გაირკვა რომ 225 კილოგრამი ოქრო საბადოდან მთავარმა ინჟინერმა, 37 წლის ტიმოფეი ზოლოტუხინმა წაიღო სვერდლოვსკში ჩასაბარებლად და გაუჩინარდა. ზოლოტუხინი მარტო, ყოველგვარი გამცილებლების გარეშე მოქმედებდა. ეს კი ინსტრუქციის უხეში დარღვევა იყო. აქედან გამომდინარე, გამომძიებელმა ინჟინერი ზოლოტუხინი მთავარ ეჭვმიტანილად სცნო და მასზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა. ხუმრობა ხომ არ იყო, გატაცებული ოქროს ფასი იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხას, 12 მილიონ მანეთს შეადგენდა. ზოლოტუხინი გაუჩინარებიდან ერთი კვირის მერე მოკლული იპოვეს სვერდლოვსკის ერთ-ერთი სახლის სარდაფში და ძიების ჯაჭვიც გაწყდა...
ეძიეთ ქალი...
ზოლოტუხინის მკვლელობასთან ერთად გაქრა გატაცებული ოქროს კვალიც. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მაძებრები საქმის გასახსნელად ყველა ღონეს ხმარობდნენ, შედეგი ნულის ტოლი იყო. მთავარი ინჟინრის დასაფლავებიდან სამი დღე იყო გასული, რომ გამომძიებელ ანტონ ზახარჩენკოსთან ატირებული ქალი მივიდა და უთხრა:
– მე ზინა ალეშინა ვარ. ტიმოფეი ზოლოტუხინის ყოფილი საცოლე. მე და ტიმა დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ ამ ორიოდე თვის წინ ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა. ტიმამ ჩემზე გული აიცრუა. უფრო და უფრო იშვიათად მხვდებოდა და ამას თავისი მოუცლელობით ხსნიდა. მე ვიფიქრე, ალბათ, სხვა ქალს გადაეყარა-მეთქი და მართალი აღმოვჩნდი. მე მას დავუდარაჯე. უკან გავყევი და კვალმა ერთ სახლში მიმიყვანა. გავარკვიე, რომ იქ ვინმე ლანა კოზლოვა ცხოვრობდა – 32 წლის ქვრივი ქალი, რომელსაც მეუღლე შარშან ნაოსნობისას დაეღუპა. ტიმა მასთან დადიოდა. მე კი მას ვუთვალთვალებდი. შემდეგ ტიმა გაუჩინარდა და სანამ მას მოკლულს იპოვიდნენ, იმ ქალს მივაკითხე ბინაში. მეზობელმა კი მითხრა: ლანოჩკა უკვე მესამე დღეა, გაემგზავრაო. მეორე დღეს კი ტიმაც იპოვეს მოკლული...
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ლანა ქმრის გვარზე ეწერა. ქალიშვილობისას კი ლანა აბალაკი იყო, გორის მკვიდრი და მასზე ძებნა გამოცხადდა.
ორმხრივი ოპერაცია
ლანა აბალაკის ძებნას ქალაქ სვერდლოვსკის მილიციის სამმართველოს ოპერატიული ჯგუფი ახორციელებდა და როდესაც ისინი თბილისში ჩამოვიდნენ, მათ ქართველი კოლეგები შეუერთდნენ. ქალის ძებნამ მილიციელები ქალაქ ბათუმში ჩაიყვანა და ლანა აბალაკის მოხელთება მაინც ვერ მოხერხდა. მხოლოდ გაირკვა, რომ ქალი სატრანსპორტო-ტურისტული გემით – „პოლონეთით“, ბულგარეთში მიემგზავრებოდა და გამოფენა „ლენინიანასთვის“ ექსპონატები მიჰქონდა.
ანტონ ზახარჩენკომ კოლეგებს უთხრა:
– აბა, ჩქარა. ქალი უნდა დავაკავოთ. აშკარაა, რომ ის საზღვარგარეთ გაქცევას და სავარაუდოდ, ოქროს გატანას აპირებსო.
ოპერჯგუფი რომ პორტში მივიდა, „პოლონეთს“ უკვე ცეცხლი ეკიდა და იქიდან მგზავრების ევაკუაცია ხდებოდა. საქართველოს „კაგებეს“ სპეცჯგუფმა კი გემიდან ლანა აბალაკი და ექვსი კონტრაბანდისტი ჩამოიყვანა და ადგილობრივი უშიშროების სამმართველოში მიიყვანეს. გემიდან კი ლენინის 12 სხვადასხვა ბრინჯაოს ბიუსტი გამოიტანეს და „კაგებეში“ წაიღეს. ამ უჩვეულო ექსპონატებს ოქროს ჩამონადნობი ჰქონდათ, რაც გემზე გაჩენილმა ხანძარმა წარმოშვა.
მოგვიანებით, კაგებეს პოლკოვნიკმა გივი ხიდაშელმა მილიციელ კოლეგებს განუცხადა: „ექვსი თვეა, რაც ამ კონტრაბანდისტთა ჯგუფს ვუთვალთვალებთ და მხოლოდ დღეს მოვახერხეთ ფაქტებით მათი დაპატიმრება...“
ძიებამ დაადგინა, რომ ვასო გიგოშვილი ინჟინერმა ზოლოტუხინმა ლანა აბალაკის წაქეზებით მოკლა და ოქროც მან გაატაცებინა. შემდგომ თავად ზოლოტუხინი გამოასალმა სიცოცხლეს. გიგოშვილი არაფერში იყო გარეული, უბრალოდ, მოიშორა. აღმოჩნდა, რომ ლანა აბალაკი ოქროს კონტრაბანდისტების ბანდის მეთაური იყო და ის 15 წლით ციხეში ჩასვეს, სადაც 1988 წელს პატიმარმა ქალებმა ჩამოახრჩეს.
скачать dle 11.3