კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ვერაგული კომბინაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #47-49(936)


***
ნაირა მარტო, ყოველგვარი დაცვის გარეშე წავიდა დაგეგმილ საქმიან შეხვედრაზე. მან თითქმის მთელი ქალაქი გადაჭრა და მანქანა დიდი დიღმის ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებული, ინდივიდუალური პროექტით აშენებულ, კერძო სახლის ეზოში გააჩერა. გადმოვიდა და ზღურბლზე მდგომ მამაკაცს ბინაში შეჰყვა. რბილ სავარძელში მოკალათდა და უთხრა:
– როგორაა, ჯიმი, საქმე. სანამ წასული ვიყავი, ისეთი ხომ არაფერი მომხდარა, რაც ჩვენს საქმეს შეეხება?
მასპინძელი მამაკაცი 45 წლის ჯიმი გოგოლაძე იყო, ყოფილი უშიშროების თანამშრომელი, რომელსაც ყველგან დიდი კავშირები ჰქონდა და ფულიანი ხალხი მას კერძო გამოძიებისთვის ქირაობდნენ. ჯიმის ნაირაც დაუკავშირდა. მას ლონდონში გამგზავრების წინ შეხვდა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. გამოცდილმა გოგოლაძემ  ქალს უთხრა:
– ერთი შეხედვით, ძალიან სუფთად გაკეთებული საქმე ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კვალის აღებას შევძლებ.
– ესე იგი, უიმედო საქმე  არაა? – ჰკითხა ნაირამ.
– არა, – მიუგო ჯიმიმ.
– რა ეღირება შენი მომსახურება?
– ნახევარი მილიონი. სამასი – ახლავე, დანარჩენი ორასი კი – საქმის დასრულების შემდეგ.
ნაირამ ჯიმი გოგოლაძეს იქვე ჩაუთვალა მოთხოვნილი თანხა და წასვლის წინ უთხრა:
– ორიოდე საათში ლონდონში მივფრინავ და უკან ზუსტად ხუთ დღეში დავბრუნდები. ჩემი პატარა გოგონა სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა მივიყვანო და როგორც კი ჩამოვალ, მაშინვე დაგიკავშირდები.
ნაირამ სიტყვა შეასრულა. ლონდონიდან დაბრუნდა თუ არა, ჯიმი გოგოლაძეს ესტუმრა და მასპინძელმა მას უთხრა:
– ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავარ და იმედია, კვალზე გავალ. თუმცა, ამის გაკეთება ასე იოლი არაა და ძალიან საშიშ, ვერაგ ადამიანთან გვაქვს საქმე.
– აბა, გისმენ, – თქვა ნაირამ და თან სიგარეტი გააბოლა.
გააბოლა მასპინძელმაც და თქვა:
– ამ ორი დღის წინ წყნეთში მომხდარი ამბავი თუ გაიგე. მთელი ეს პერიოდი ყველა მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს  – ხალხიც, ტელევიზიებიც.
– არა, – თავი გააქნია ნაირამ, – ერთი საათის წინ ჩამოვფრინდით და არაფერი ვიცი. ჯერ ტელევიზორისთვისაც კი არ მიყურებია.
– გასაგებია, – თქვა ჯიმი გოგოლაძემ, – მოკლედ, გუშინწინ წყნეთში, კოტე ჯაშის აგარაკზე „ზალაში“ ხუთი „ტრუპი“ აღმოაჩინეს. კოტე ჯაში, მილიციის ყოფილი გენერალი, მთელ რიგ თანამდებობებზე მუშაობდა. საკავშირო „ემვედეს“ მინისტრის ერთ-ერთი მოადგილეც იყო, ერთი სიტყვით – ფულიანი, ბობოლა. აგარაკზე მისი შვილიშვილის, კოტესა და მისი ოთხი მეგობრის ცხედრები ნახეს.  ეს „სასტავი“ ექსტრემალობას მისდევდა და როგორც გავარკვიე, არც პატარ-პატარა დანაშაულებს ერიდებოდნენ. ყოველ მათგანს სხვადასხვა დროს პოლიციასთანაც ჰქონდა შეხება და კაკო ბაზღაძე, მეტსახელად „ქოსა“, ექვსი თვეც კი იჯდა ციხეში ადამიანის გატაცებაში თანამონაწილეობისთვის. თუმცა, შემდეგ დაშანაული არ დაუმტკიცდა და გამოუშვეს. ბაზღაძის გარდა გარდაცვლილები არიან: თავად კოტე ჯაში – მეტსახელად „სალტო“, რეზო ხვისტანი –„მეტსახელად „ხეპრე“, ჯემო ქირია – მეტსახელად „ჯიჯი“ და გოგონა, ლოლა ქენქაძე – მეტსახელად „მალიბუ“. ხუთივე გაშლილ სუფრასთან ნახეს. სუფრაზე ძვირად ღირებული საჭმელ-სასმელი ელაგა. მათი გვამების გაკვეთამ გულის უკმარისობა აჩვენა. აღმოჩენილი სასმელ-საჭმელი შეამოწმეს და პროდუქტით მოწამვლა გამორიცხულია. მათ არც  ნარკოტიკი ჰქონდათ მიღებული. ერთი სიტყვით, იქ რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ყოფილიყო მკვდარი, იფიქრებდნენ, მართლა უკმარისობააო და მკვლელობის ვერსიაზე მუშაობას შეასუსტებდნენ. მაგრამ, როდესაც ერთი და იმავე დიაგნოზით რამდენიმე ადამიანი იღუპება, თითქმის ასი პროცენტით სავარაუდოა, რომ მკვლელობაა. ასე არ ხდება, რომ ოცდახუთ-ოცდაათი წლის ექსტრემალი, ჯანმრთელი ახალგაზრდები ერთბაშად გულის უკმარისობით გარდაიცვალონ. თითქმის ასი პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ვიღაცამ კალიუმციანიდით მოწამლა. სწორედ ციანიდის კვალს ვერ ადგენს ექსპერტიზა და ამიტომ ვთქვი, რომ საქმე ძალიან გამოცდილ,  ვერაგ ადამიანთან გვაქვს.
– ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ ამბავს ჩვენს საქმესთან რა საერთო აქვს? – იკითხა ნაირამ.
– რა საერთო და ის, რომ კოტე ჯაში და ჯემო ქირია იმ ღამეს ჩამოფრინდნენ ლონდონიდან თბილისში, როდესაც გვანცა გაათავისუფლეს. ლონდონში კი, გვანცას გატაცების წინა დღეს ჩაფრინდნენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს დანაშაული წინასწარ, ძალიან დეტალურად იქნა დაგეგმილი და იუველირული სიზუსტით შესრულებული. თუ ჩემი მსჯელობა სწორია და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ასეა, ესე იგი,  ორი ჯგუფი მოქმედებდა – აქ და იქ – ლონდონში. აგრეთვე, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხუთივე იმან დახოცა, ვინც მათ საქმე მისცა. შემდეგ ფული აიღო და გაუჩინარდა. ის ვერაგი უცნობი კი ახლობელი თუ არაა, შენს ოჯახს საკმაოდ კარგად იცნობს. მთელი საქმე მან მოამზადა და მანვე სცადა კვალის დაფარვა.
– კი, ბატონო. ზოგადად, გეთანხმები, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია და ამას შენც აღიარებ. რეალურად კი, არაფერი გვაქვს, – თქვა ნაირამ, რომელსაც სახეზე იმედგაცრუება ეწერა.
ჯიმი გოგოლაძეს გაეღიმა და ნაირას უთხრა:
– გვაქვს კიდევ რაღაც.
ნაირას სახე შეეცვალა, თვალები გამოუცოცხლდა და მასპინძელს ჰკითხა:
– აბა, თქვი, რა გაქვს კიდევ.
მასპინძელმა ჯიბიდან მოტოციკლისტი გოგონას სურათი ამოიღო, ნაირას უჩვენა და უთხრა:
– აი, ეს გოგონა ერთ-ერთი გარდაცვლილია იმ ხუთთაგან, – ლოლა ქენქაძე, იგივე „მალიბუ“...
– მერე რა? – იკითხა ნაირამ.
– რა და ეს ფოტო ამოვბეჭდე სუპერმარკეტ „ბარაქიანის“ გვერდით მდებარე საბროკერო ოფისის ვიდეოთვალიდან. „ბარაქიანთან“ კი ის „ფლეშკა“ იყო დამალული, რომელზეც თაკოს ჩანაწერები მდებარეობდა, პირველი ჩანაწერები. შენ თვითონ არ მითხარი, ჩემს ქმარს ესემესი მოუვიდა და ფლეშკა იქიდან ავიღეთო?
– აჰა, გასაგებია, – თქვა ნაირამ. გოგოლაძემ კი განაგრძო:
– ამონაბეჭდი გაკეთებულია აბსოლუტური სიზუსტით და  დაახლოებით იმ დროს უჩვენებს, როცა ამ გოგომ ფლეშკა სამალავში შეინახა.
– თავად შენახვის მომენტი არაა დაფიქსირებული? – იკითხა ნაირამ.
– უშუალოდ შენახვის მომენტი – არა, იმიტომ, რომ როგორც ეტყობა, იქ ორნი იყვნენ, ფლეშკის დამალვის დროს ამ გოგონას თავისი „პაძელნიკი“ მოეფარა, რომ არავის შეემჩნია. ვითომდა, ჩასარიცხ აპარატზე „ჩალიჩობდა“.
– „პაძელნიკის“ სახე? – იკითხა ნაირამ.
– „პაძელნიკს“ შლემი არ მოუხდია და მისი სახე არ ჩანს. ხოლო გოგონამ კი შლემი იმიტომ მოიხსნა, რომ მოულოდნელად ხველა აუტყდა და წყალი დალია.
– ეს უკვე რაღაცაა, მაგრამ მაინც არ ამტკიცებს იმას, რომ გამტაცებლებთან გვაქვს საქმე, – თქვა ნაირამ.
– სრულიად მართალი იქნებოდი, რომ არა კიდევ ერთი გარემოება, – თქვა გოგოლაძემ.
– გისმენ, თქვი.
ჯიმი გოგოლაძეს გაეღიმა და ქალს უთხრა:
– ტელეფონი, საიდანაც შენს ქმართან დაფარული ესემესები იგზავნებოდა, ვინმე ბენო ხარბედიას ეკუთვნის. ეს ბენო მოლოთო ტიპია და ძირითადად, სულ ნასვამია. ცოლი გაექცა და მარტო ცხოვრობს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს კაცი ლოლა ქენქაძის, იგივე „მალიბუს“, კარის მეზობელია. ანუ, აი, ამ გოგონასი, – გოგოლაძემ ნაირას მოტოციკლისტი გოგონას ამონაბეჭდ ფოტოზე მიუთითა.
– აი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, – გაეღიმა ნაირას, – ჯაჭვი ძალიან ლოგიკურად ეწყობა და ვფიქრობ, რომ კვალზე ვართ.
– მე ველაპარაკე ამ ბენო ხარბედიას და გავარკვიე, რომ  რამდენიმე დღე ტელეფონით არ უსარგებლია. მითხრა:
– მაგარი „ზაპოი“ მქონდა. მთელი სხეული მიკანკალებდა და ტელეფონის თავი მქონდა? ლოლა და მისი მეგობრები რომ არა, ალბათ, სულსაც გავაცხებდი. მაგათმა მომიხსნეს „ლომკა“, ყოველდღე სასმელი მოჰქონდათო.
იმ კაცის სიტყვებიდან გამოდის, რომ ლოლა და მისი საყვარელი კოტე ჯაში, იგივე „სალტო“, მას ათრობდნენ, სამაგიეროდ კი, მისი ტელეფონით სარგებლობდნენ და კვალს შლიდნენ. თუმცა, ბოლომდე არ გამოუვიდათ. ხოლო „მალიბუს“ საყვარელი რომ „სალტო“ იყო, ესეც ბენო ხარბედიამ მითხრა.
– ეს საიდანღა იცოდა იმ ლოთმა? – გაუკვირდა ნაირას.
გოგოლაძემ კი ღიმილით მიუგო:
– იმ კაცმა მითხრა, – ჩემი „სპალნა“ და ლოლას „სპალნა“ გვერდი-გვერდაა და ერთ ღამეს იქიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, რომ მეგონა პორნოფილმს ვუსმენდიო. არა და, ვიცოდი, რომ ლოლასთან ის „რიჟა“ ბიჭი იყოო... სწორედ კოტე ჯაშს ჰქონდა წითური თმა.
– ყოჩაღ, ჯიმი. მართლაც რომ ძალიან ოპერატიულად მაღალ დონეზე გიმუშავია, – შეაქო ნაირამ ჯიმი გოგოლაძე. მან კი თავი გააქნია და უთხრა:
– საყოჩაღო მაშინ იქნება, როცა მთავარ დამნაშავეს მივაგნებთ. ის კი ჩემთვის ჯერჯერობით მიუწვდომელია. თუმცა ძალებს არ ვზოგავ მის გასაშიფრად.
– კეთილი. რადგან მეტი არაფერია, მე წავალ, – თქვა ნაირამ და წამოდგა. ჯიმი გოგოლაძეს სახე შეეჭმუხნა. ნაირას გამომცდელი მზერა შეავლო და უთხრა:
– არის ერთი რაღაც, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.
ქალი კვლავ სავარძელში ჩაეშვა და გოგოლაძეს უთხრა:
– თქვი. აბა, გისმენ!
ნაირა თხუთმეტიოდე წუთი უსმენდა მასპინძელს და ჩვეულებრივ, თითქმის უემოციო ქალს სახეზე უჩვეულო ემოციები აღებეჭდა. საუბრის დასასრულს მასპინძელმა სტუმარს უთხრა:
– მე ყველაფერი გითხარი და ახლა შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევი.
ნაირა ნარუაშვილი მძიმედ წამოდგა სავარძლიდან. შეშლილი სახე ჰქონდა და სანამ წავიდოდა, გოგოლაძეს უთხრა:
– მოვიქცევი ისე, როგორც საქმე მოითხოვს. დიდი მადლობა. წავედი.
ნაირა „მერსედესის“ საჭეს მიუჯდა და მანქანა ნელი სვლით გაიყვანა ქუჩაში. სიჩქარისთვის არც ტრასაზე მოუმატებია, რადგან გაგონილის მერე ეს რკინის ქალი უკიდურესად დათრგუნული იყო და ეს მას სახეზეც ეხატა. ამიტომ, სანამ სახლში დაბრუნდებოდა, ნაირა ჯერ ფეშენ-ბარში შეყოვნდა და ორიოდე ჭიქა მაგარი სასმელი გადაჰკრა. შემდეგ ფიტნეს-ცენტრში შეიარა და საგულდაგულო მასაჟი გაიკეთა. ამან ოდნავ მოუხსნა სტრესი, სახეც დაუმშვიდდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა სახლში. ეზოში მას გივი ხარაძე შეხვდა, რომელიც უკვე მიდიოდა. მან ნაირას გაუღიმა და უთხრა:
– გამარჯობა, ნაირა, როგორ ხარ?
– კარგად. უკვე მიდიხარ?
– ჰო. ცოტა ხნით შემოგიარეთ. მაინტერესებდა, ახალი ხომ არაფერია? ვიცი, რომ სიტყვას არასდროს გადადიხარ და ვიფიქრე, იმ ავაზაკებზე ნადირობა ხომ არ დაიწყო-მეთქი.
– არა, გივი. ჯერჯერობით არ მცალია. ახლაც საქმიანი შეხვედრიდან დავბრუნდი. მაგრამ, მალე მოვიცლი და მტრებს არ გავახარებ.
– კარგი. აბა, დროებით, –  თქვა გივიმ და წავიდა. ნაირა კი კიბეებს აუყვა და ჰოლში მოღიმარ თაკოს მოჰკრა თვალი.
***
ჯიმი გოგოლაძესთან ვიზიტიდან ოთხი დღის მერე ნაირა, გურამი და გვანცა ბათუმში გაემგზავრნენ, თაკო კი თბილისში დარჩა. ეს ვოიაჟი ზღვისპირეთში გვანცას რეაბილიტაციის პროგრამაში შედიოდა, რომელიც ამ დარგის სპეციალისტმა შეადგინა. მან მშობლებს უთხრა, ზღვის სუფთა ჰაერი და კატერით გასეირნება დადებითად იმოქმედებს თქვენს გოგონაზეო.
ნაირას ბათუმში საკმაოდ ძვირფასი იახტა ჰყავდა და ცხოვრებასაც მასზე აპირებდა, თუმცა, გურამმა მაინც იქირავა სასტუმროს ნომერი და სანამ დედა-შვილი ზღვაში იახტით სეირნობდა, ის ნაპირიდან უმზერდა. საქმე კი ის იყო, რომ გურამ ჯიბლაძეს ბავშვობიდან წყლის შიში ჰქონდა და მას ვერც გემით შეიტყუებდი წყალში და ვერც გემის გარეშე.
ბათუმში ყოფნის მეოთხე დღეს, მზის ჩასვლის წინ დედა-შვილი იახტაზე ავიდა, გურამი კი სასტუმროს ნომრიდან უყურებდა. ნაირამ ძრავა ჩართო და იახტა წყალში შეაცურა. ნელ-ნელა ბინდდებოდა. იახტაზე ლამპიონები ენთო და ის უფრო და უფრო შორდებოდა ნაპირს. გურამს დალევა მოუნდა და სავარძლიდან წამოდგა, რომ ოთახში შესულიყო. უცებ, საშინელი აფეთქების ხმა გაისმა და გურამმა დაინახა, როგორ აფეთქდა იახტა, რომელზეც მისი ცოლ-შვილი იმყოფებოდა. უკვე ბნელოდა, მაგრამ იახტაზე გაჩენილი ხანძარი ჰორიზონტს ანათებდა. ენაჩავარდნილ გურამს გული წაუვიდა...
***
მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ნაირასა და გვანცას ცხედრების პოვნა ვერ მოხერხდა. იახტის ნარჩენების ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ იახტა „ც-4“ დისტანციურად იყო აფეთქებული. საქმე აღიძრა. დაიწყო გამოძიება. ხალხში კი ხმა გავრცელდა – „რკინის ნაირა“ მისმა კონკურეტმა ბიზნესმენებმა მოკლესო...
გურამ ჯიბლაძე აბსოლუტურ დეპრესიაში იმყოფებოდა და სულ მთვრალი იყო. სასმელში ცდილობდა დარდის ჩახშობას და გივის და თაკოს დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რომ თავი დაენებებინა სმისთვის, კიდევ უფრო მეტს სვამდა.
ერთ დღეს თაკო საძინებელში წამოადგა თავზე მამამისს და ჰკითხა:
– როგორ ხარ?
გურამს ცინიკურად ჩაეცინა და მხრები აიჩეჩა. ქალიშვილს კი ხელით ანიშნა, სასმელი მომიტანეო.
– მორჩა, გეყოფა ლოთობა. შენს ცოლ-შვილს მაინც ეცი პატივი და ადამიანს დაემსგავსე, – მტკიცედ უთხრა გოგონამ მამას და დაამატა, – სამი კვირაა, არ გამოფხიზლებულხარ. არადა უამრავი საქმეა გასაკეთებელი.
– საქმოსანი ნაირა იყო. ის კი დაიღუპა, – ნაღვლიანი ცინიზმით თქვა გურამმა და ცარიელი ვისკის ბოთლს იმ იმედით დასწვდა, რომ იქნებ ორიოდე წვეთი მაინც იყოსო. შემდეგ შეიგინა და ბოთლი იატაკზე  მოისროლა.
– და კიდევ, დიდხანს უნდა გაგრძელდეს შენი ისტერიკა? – ცივი ხმით უთხრა გოგონამ მამამისს.
– სანამ სული არ გამძვრება, – მიუგო გურამმა გოგონას.
თაკოს ზიზღი გამოეხატა სახეზე. შემდეგ ამოიხვნეშა და უთხრა:
– ჰო და სანამ სული გაგძვრება, მე გამიწიე ერთი სამსახური.
– მაინც, რა გნებავს? – ცინიკურად იკითხა გურამმა.
– რა და, დღეს ნაირას ნდობით აღჭურვილი პირი მოვა და მისი ქონების გადაფორმების საბუთზე უნდა მოაწერო ხელი. გუშინ დამირეკა და გამაფრთხილა, ხვალ დღის სამ საათზე მოვალო და იქნებ თავი მოიწესრიგო?
– რა ჯანდაბად მინდა ქონება და ბიზნესი, – თქვა გურამმა და აქვითინდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3