კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რომელია თქვენი პროფესია

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გინდათ გაიგოთ, რომელი პროფესია შეგეფერებათ და ასევე, რა უნარი გაქვთ უკეთ განვითარებული? მაშინ, ეს ტესტი თქვენთვისაა. წაიკითხეთ ვარიანტები და ჩართეთ თქვენი ფანტაზია – წარმოიდგინეთ, როგორი იქნება სურათზე თქვენი არჩევანი. მერე კი ნახეთ შედეგი:
1.  წითელი მზე  შავ ფონზე;
2. ლურჯი მანათობელი ბურთი შავ ფონზე;
3. ყვითელი ცეცხლის ალი შავ ფონზე;
4. კოსმოსური ორბიტა –  ლურჯი ტალღები  შავ ფონზე;
5. სხივებიანი ვარსკვლავი შავ ფონზე;
6. იისფერი ნათება შავ ფონზე.  

დაფიქრდით? წარმოიდგინეთ? ახლა კი ნახეთ, რა შედეგი მიიღეთ:
თქვენი პროფესიაა:

1. შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი – გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და არ გამოირჩევით ერთგულებით ურთიერთობებში. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი განწყობის ცვლილებაზე. გინდათ, რომ ცხოვრება კაშკაშა და მოვლენებით დახუნძლული იყოს. სულ ელოდებით ცვლილებებს. ცხოვრებაში  მრავალი სიამოვნებაა, რომლებიც გიზიდავთ და თანაც, ყველაფერი ერთდროულად გინდათ. არაფერზე თქვათ უარი!
2. პირადი დეტექტივი, ექიმი, იურისტი – ცივსისხლიანობა და იუმორის გრძნობა ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ. გიყვართ სხვა ადამიანებზე დაკვირვება, მათი მოქმედებების ანალიზი და საკუთარი თავის მათზე მაღლა დაყენება. მოგწონთ ლოგიკური და ამასთან ერთად კრეატიული სამუშაო.  არ უშინდებით საკუთარ თავზე რთული სამუშაოს აღებას. როგორც წესი, თქვენ მათ ასრულებთ. არ ხართ შურიანი.
3. ბიზნესმენი, მენეჯერი, პიარ-მენეჯერი – მოხერხებული ხართ, ყოველთვის იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან და როგორ უნდა მიაღწიოთ ამას. თქვენთვის მიზანი ამართლებს საშუალებებს. იცით, როგორ მიიღოთ ნამდვილი სიამოვნება და თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დიდი ფული გჭირდებათ. იცით ხალხის თქვენ გარშემო შემოკრება და მათი მართვა. შენთვის ღიაა ბიზნესი, პიარი, პოლიტიკური სტრატეგიები. ასევე თვით პოლიტიკაც!  ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
4. კასკადიორი, საბრძოლო ხელოვნებათა მწვრთნელი –  თქვენს აგრესიასა და ჭარბ ენერგიას გასასვლელი ესაჭიროება.  გაქვთ კარგი რეაქცია და არ ხართ მიჩვეული დიდი ხანი ფიქრს. საუბრობთ ძალიან ცოტას და უემოციოდ. ყველაზე მეტად არ გიყვართ ერთ ადგილას ჯდომა. თქვენი სტიქიაა ორთაბრძოლა.
5. მუდმივი სტუდენტი, მასწავლებელი – ალბათ, თქვენი ახალგაზრდობა არასდროს დასრულდება!  ენთუზიაზმით აღსავსე პიროვნება ხართ, სიცოცხლის მოყვარული და ნებისმიერი კომპანიის სული.  არ გიყვართ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. იდეალურ შემთხვევაში, მუდამ სტუდენტად დარჩენას ისურვებდით ან მასწავლებელი იქნებოდით.
6. ბუღალტერი, სტატისტი, ბირჟის ანალიტიკოსი – ანალიტიკური აზროვნება გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისგან. ყოველთვის კარგად უმკლავდებოდით ციფრებთან ურთიერთობას.  ასეთი ადამიანები არასდროს იკარგებიან შრომით ბაზარზე. დიდი რესურსი გაქვთ და არ გაფლანგოთ, ბოლომდე დაიხარჯეთ.
скачать dle 11.3