კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ზამთრის სეზონზე თმა ძალიან მიშრება და მიუხეშდება.  მეგობარმა მირჩია დაზიანებული და მშრალი თმისთვის მაიონეზის  ნიღბის გაკეთება. როგორ მოვამზადო და გამოვიყენო ის სახლის პირობებში და თუ მიშველის?
პასუხი:
კვერცხის გული მდიდარია ცილებით და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებსა და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალურ საშუალებად მიჩნევა. მაიონეზიც კვერცხისა და ცხიმისგან მზადდება, რაც შეამცირებს დაზიანებასა და სიმშრალეს. მაიონეზს შეურიეთ ზეითუნის ზეთი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. შეიხვიეთ თმა საშხაპე ქუდით, გაიჩერეთ ნიღაბი, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
კითხვა: სამუშაოდან გამომდინარე, სულ ფორმაში უნდა ვიყო და ყოველდღიურად მიწევს მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება. საღამოს კი, სახლში იმდენად გვიან ვბრუნდები, ხანდახან სახიდან მაკიაჟის ჩამობანა მეზარება და ასე ვიძინებ. მიაყენებს თუ არა ყოველდღიური მაკიაჟი ჩემს სახის კანს ზიანს?
პასუხი:
მაკიაჟი არ ვნებს კანს. ის მაშინ ზიანდება, თუ საღამოს არ მოიშორებთ და ისე დაიძინებთ. კანს უნდა მისცეთ სუნთქვის საშუალება. კარგი კოსმეტიკური საშუალებები ისეთ ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცავენ კანს მავნე ზემოქმედებისგან, თუმცა, ღამით მაკიაჟის სახეზე დატოვება კანისთვის დამღუპველია.
კითხვა: ვხმარობდი წარბის ფანქარს, რომ წარბების ფერი გამემუქებინა და სასურველი ფორმა მიმეცა. ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ წარბები შემითხელდა. ეს საშიშია?
პასუხი:
პერიოდული მცირეოდენი ცვენა, ნორმალურია. მაგრამ თუ შეამჩნიეთ ძლიერი ცვენა, მკვეთრად გამოჩნდა გაცვენილი შიშველი ადგილები, სავარაუდოდ, ეს ფანქრის კი არა, სულ სხვა რამის ბრალია. ამიტომ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. რადგან, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ფარისებრი ჯირკვლის როგორც გაზრდილ, ასევე, აქტივობის არასაკმარის დონესთან.
კითხვა: თუ კოსმეტიკურ საშუალებაზე აწერია, რომ ის ჰიპოალერგიულია, ყველანაირი ტიპის კანზე შეიძლება მისი მოხმარება?
პასუხი: რეალურად, ასეა, მაგრამ ყველა კანს თავისი შესაბამისი პროდუქტი სჭირდება. სხვადასხვა ტიპის კანი სხვადასხვა ინგრედიენტზე ავლენს ალერგიულობას.

скачать dle 11.3