კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1995 წლის 12 მაისს, 4-დან 5 საათამდე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის წარმატებების მომტანი, ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება კარგი მომავალი?
პასუხი:
მისი კარმული მისიაა, მეტად წარმოაჩინოს ხასიათის დადებითი თვისებები; იყოს უფრო ორგანიზებული, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, ნებისყოფიანი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. რაც მეტად იქნება მოწესრიგებული, მით უფრო სწრაფად მიაღწევს წარმატებებს. საქმეს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, რასაც გააკეთებს, მხოლოდ კარგად, მიფუჩეჩების გარეშე უნდა შეასრულოს, ყურადღება მიაქციოს ყველა დეტალს. უნდა იყოს დამოუკიდებელი, მარტოხელა მებრძოლი. ხშირად აიღოს საკუთარ თავზე ინიციატივა და გამოავლინოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობისთვის მისთვის კარგია ქალწულის, კუროს, თხის რქის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მოერიდოს ლომსა და მერწყულს. პროფესიებიდან მისთვის კარგია და წარმატების მომტანი საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, სამხედრო და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურა, სადაზღვევო და საგამომძიებლო საქმიანობა, მშენებლობა, მედიცინის სხვადასხვა დარგი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია, ლინგვისტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 20 ივნისს, შუადღის 2 საათზე. რომელ პროფესიაში ვიქნები წარმატებული და მექნება მეტი შანსი, მივაღწიო სასურველ მიზნებს?
პასუხი:
თქვენ წარმატებას მოგიტანთ შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.скачать dle 11.3