კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რა კავშირშია სახლის მოწყობა პირად წარმატებასთან

თუ პირად ცხოვრებასა და კარიერაში პრობლემები გაქვთ, დროა, ასტროლოგიური რჩევები გაითვალისწინოთ, რომლებიც წარმატებებს გპირდებათ, როგორც ოჯახური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენზე ყოველთვის ზემოქმედებს ის გაუცნობიერებელი და უხილავი ძალა, ის ენერგია, რაც აქვს გარშემო არსებულ ბუნებასა და ნივთს, იმისდა მიუხედავად, გვჯერა თუ არა ჩვენ ამის. სინამდვილეში კი, ჩვენ თავად შეგვიძლია, ვიმოქმედოთ მათზე, უფრო სწორად, ვამოქმედოთ ისინი ჩვენთვის სასარგებლოდ.  იმისთვის, რომ დადებითმა ენერგიამ თქვენს ბინაში დაისადგუროს, მასში ცვლილებების შეტანაა საჭირო. დიდი მნიშვნელობა აქვს ავეჯის მდებარეობას, სხვადასხვა თილისმას, ფერს.  მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ საწოლი ისე დადგათ, დაწოლილი ფანჯარას უყურებდეთ. ფანჯარა კი, რომლიდანაც სინათლე შემოდის ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. ძილის დროს თავი დასავლეთით გქონდეთ, რადგან ეს მხარე დიდებასა და წარმატებასთანაა კავშირში. სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი საძინებელია, რადგან იქ  ადამიანი ისვენებს, ეთიშება გარე სამყაროს, სრულფასოვანი ძილის ხარჯზე იკრებს ძალებს ახალი დღისთვის.
საძინებელ ოთახში კედელები გადატვირთული არ უნდა იყოს სურათებით. ჭაღი უნდა იყოს სუფთა და ყველა ნათურა ინთებოდეს. ოთახში მაქსიმალურად უნდა იყოს სივრცე, რომ დადებითმა ენერგიებმა იმოძრაოს. ამიტომ, საძინებელში ზედმეტ ავეჯს ნუ დადგამთ. საწოლი კედელთან თავით უნდა იდგას, რომ ორივე მხრიდან საკმარისი სამოძრაო ადგილი იყოს. ფანჯრის რაფაზე დადგით ცოცხალი, თქვენი და იმ ადამიანის ზოდიაქოს შესაბამისი მცენარე, რომელთან ერთადაც გიწევთ საძინებელში ყოფნა და ძილი.
ცხოვრება რომ უკეთ მოიწყოთ, ოჯახშიც გაგიმართლოთ და კარიერაშიც, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. ასეთი ნივთები უარყოფითი ენერგიის მოდინებისა და წარუმატებლობის წყაროა. ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ, მაგრამ მუდმივად თვალში გხვდებათ, შეიძლება, მრავალი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ამიტომ, არ დაგენანოთ ის ტანსაცმელი, ნივთი, სამკაული თუ აქსესუარი, რომელსაც აღარ იყენებთ და გააჩუქეთ, ან უბრალოდ, გარეთ გაიტანეთ და დადეთ. წარმატებული ცხოვრებისთვის, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის განათებას. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული კარგად უნდა ნათდებოდეს. სახლში დადებითი, კარგი ენერგიის საწინდარი ლამაზი მცენარეებია. უპირატესობა მრგვალფოთლებიანებს მიანიჭეთ, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ დადებით ენერგიას. სახლის დასავლეთ კუთხეში პატარა ქოთანი იქონიეთ, რომელშიც ხურდა ფულს ჩაყრით. რომანტიკულობის გასაძლიერებლად ოთახში ლამაზი ლარნაკი დადგით წითელი ან ყვითელი ყვავილებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ლარნაკში წყალი სუფთა იყოს, ხოლო ყვავილები – ახალი და ცოცხალი.
ფინანსების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია წყალი. დადგით მაგიდის ცენტრში ან თქვენს სამუშაო მაგიდაზე პატარა, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი, ჩაასხით შიგ წყალი და ყოველდღიურად ცვალეთ. მისი ყურება მოგიხსნით სტრესს და ახალი ბიზნესიდეებისკენ გიბიძგებთ.
ზოგადად, სახლში ფულზე პასუხისმგებელი ზონა მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია. ამ ადგილის მდებარეობის განსაზღვრას კომპასით შეძლებთ. სწორედ ამ ადგილას ტრიალებს ფულის ენერგია. ამ ადგილას, ყოველთვის იდეალური სისუფთავე და კარგი განათება უნდა იყოს. სახლის ამ კუთხეში აკრძალულია ანტიკვარიატისა და ტექნიკის მოთავსება. იდეალური ვარიანტია ამ ადგილას, სტუმრის მისაღები კუთხის მოწყობა. ასევე,  უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფულს ყვითელი, ოქროსფერი, მწვანე, მუქი ლურჯი, იასამნისფერი და შავი ფერები უყვარს. საკმარისია, ფულის ზონაში განათავსოთ ასეთი ფერის ნივთები – ამით ფულის სექტორის გააქტიურებას შეუწყობთ ხელს.
скачать dle 11.3