კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რომის პაპი სტალინს მოსკოვში საიდუმლოდ ეწვია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინის შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი, მაგრამ არსებობს არაერთი გაუხმაურებელი დეტალი, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში საგულდაგულოდ ინახავდნენ და ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა 1943 წლის ნოემბერში რომის პაპის საიდუმლო ვოიაჟი მოსკოვში და სტალინთან შეხვედრა. ისტორიკოსი რომან პულიცინი წერს: „1943 წლის 30 ნოემბერს, რომის მოქმედი პაპი,  პიუს მეთორმეტე, იგივე ეუჯენიო მარია ჯუზეპე ჯოვანი პაჩელი, მოსკოვს უაღრესად საიდუმლო ვითარებაში ეწვია და საბჭოთა ბელადს შეხვდა. ორი დღით ადრე, პონტიფიკოსმა პირადი წარმომადგენელი გაუგზავნა სტალინს და საკუთარი ხელით დაწერილი წერილი გაატანა: „ბატონო სტალინ, თქვენთან გადაუდებელი საქმე მაქვს, რომელიც გლობალურ პრობლემას ეხება და თუკი კადნიერებაში არ ჩამითვლით, ზეგ გეწვევით და შეგხვდებით. ღრმა პატივისცემით, პაპი პიუს მეთორმეტე“. სტალინმა პაპის წარგზავნილს თანხმობა მისცა და პაპიც, საიდუმლო მისიით, მოსკოვს ეწვია. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინმა პაპის წერილი წამაკითხა და მითხრა:
– თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პონტიპიკოსი ჰიტლერის თხოვნით ჩამოდის და მისი (ფიურერის) ზავის შეთავაზებას ჩამოგვიტანსო.
როგორც ყოველთვის, სტალინის სიტყვები ამჯერედაც ახდა.“
გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „რომის პაპისა და სტალინის შეხვედრის ამბავს საბჭოეთი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ასაიდუმლოებდა, რომ არავის ეთქვა: სტალინმა ჰიტლერის ზავის უარყოფით ათეული მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირაო... ეს რიცხვი გადაჭარბებულია, მაგრამ 1943-1945 წლებში მართლაც ბევრი ადამიანი დაიღუპა, რაც ომის შეჩერების შემთხვევაში არ მოხდებოდა. სამაგიეროდ, ჩვენ (საბჭოთა კავშირი) ასეთ შთამბეჭდავ გამარჯვებას ვერ მივაღწევდით. მეტიც, ჰიტლერს შესაძლოა, ძალები მოეკრიბა და უფრო სისხლისმღვრელი ომი გაეჩაღებინა და ბევრად მეტი ადამიანი დაღუპულიყო“.
საიდუმლო საარქივო საბუთების მიხედვით, რომის პაპი პიუს მეთორმეტე 1943 წლის 30 ნოემბრის საღამოს 9 საათზე შევიდა სტალინთან და იქ   დეკემბრის ღამის 3 საათამდე დარჩა. ანუ  საუბარი 260-ე პონტიპიკოსს, 67 წლის პიუს მეთორმეტესა და სტალინს შორის ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმავე საარქივო საბუთებში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პიუს მეთორმეტე სტალინმა კარამდე მიაცილა და პაპი იმავე ღამეს გადაფრინდა ვატიკანში.
მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინი და რომის პაპი ექვსი საათის განმავლობაში საუბრობდნენ. მათ მოლაპარაკებას არავინ დასწრებია. მე კრემლში ვიყავი, ჩემს კაბინეტში და სტალინის გამოძახებას ველოდი. ღამის 4 საათზე სტალინმა ტელეფონით მიხმო და რომ მივედი, მითხრა:
– არ შევმცდარვარ. როგორც ვვარაუდობდი, პაპმა ჰიტლერის შეთავაზება ჩამომიტანა, რომელიც არ მივიღე. უნდა გენახა, როგორ ცდილობდა ის თავისი აზრის მოხვევას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სტრატეგიული უპირატესობა ახლა ჩვენს მხარეზეა და ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც ჰიტლერს მისსავე ბუნაგში ჩავაკლავთო.
მე ყურადღებით ვუსმენდი სტალინს და არცერთი სიტყვა არ გამომპარვია, მაგრამ მისმა ერთმა ფრაზამ გამაკვირვა. მან თქვა:
– შეიძლება, გაგიკვირდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ პონტიფიკოსი ანგლო-საქსებთანაა შეკრული და ჩვენ წინააღმდეგ ჩაფიქრებულ რთულ კომბინაციაში მონაწილეობსო.
– რას გულისხმობ, კობა, პიუს მეთორმეტე ხომ ჰიტლერის პაპადაა ცნობილი და ანგლო-საქსები აქ რა შუაშია?
სტალინმა გამჭოლი მზერა მომაპყრო და მკითხა:
– ვერ ხვდები?
– ვერა, – მივუგე მე.
– მარტივი ფორმულაა – რადგან სტრატეგიული უპირატესობა ჩვენს მხარესაა, ეს ჰიტლერს არ აწყობს, რადგან გრძნობს, რომ ჩვენთან დამარცხდება და ზავს გვთავაზობს. ანგლო-საქსებს კი ჩვენი ევროპაში შეჭრა არ სურთ და ფიქრობენ, რომ ჩვენი და ჰიტლერის ზავით ისარგებლებენ. შეიჭრებიან ევროპაში და თავად დასცხებენ მას. ჩვენ კი იქ არ შეგვიშვებენ. ამგვარად, ამ საკითხში ჰიტლერისა და ანგლო-საქსების სხვადასხვა მისწრაფებებს პონტიფიკოსი აგვარებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ პაპი ანგლო-საქსების კაცია...“
სტალინის სიტყვები კვლავ აბსოლუტურად ზუსტად ახდა და მან უშეცდომოდ გამოიცნო ყველაფერი. მოგვიანებით, კი, 1944 წლის 20 ივლისს, როცა ჰიტლერზე თავდასხმა მოხდა, გაირკვა, რომ პიუს მეთორმეტე შეთქმულებს ეხმარებოდა და ანგლო-ამერიკელებს ედგა გვერდით. პაპმა ვატიკანში საიდუმლოდაც კი მიიღო შტაუფენბერგი და დალოცა, ანუ, ჰიტლერის განადგურების კურთხევა მისცა. პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ჩვენ დავალება გვქონდა მიღებული, რომ ჰიტლერის საწინააღმდეგო ქმედებები აღგვეკვეთა. ეს სტალინის საიდუმლო ბრძანება იყო და, რა თქმა უნდა, ვასრულებდით. სწორედ ერთ-ერთი სადაზვერვო ოპერაციის დროს ამოტივტივდა პაპი პიუს მეთორმეტეს სახელი, რომელიც, როგორც გაირკვა, ყოველმხრივ ცდილობდა, ჰიტლერის მკვლელებს დახმარებოდა. ეს ყველაფერი  კი ანტისაბჭოური პოლიტიკის ნაწილი იყო. თუმცა, ჩვენ მას ამის საშუალება არ მივეცით და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა...“
ზემოთმოყვანილი ფაქტები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ 1943 წელს პონტიფიკოსს სტალინთან შეხვედრისას სამშვიდობო მიზნები კი არ ამოძრავებდა, არამედ ანტისაბჭოური, მაგრამ სტალინი არ მოტყუვდა.“
скачать dle 11.3