კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ექიმის რჩევები

კითხვა: ინტერნეტში წავიკითხე, რომ ჩემი სისხლის ჯგუფს – მეოთხე უარყოფითს, არ გააჩნია ანტისხეულები. „აივზე“ ანალიზი გაკეთებული მაქვს და პასუხი უარყოფითია, ანუ, არ მაქვს, მაგრამ დავიბენი, თუ ანტისხეულები არ აქვს ჩემს სისხლს, ანტისხეულებზე როგორ გამიკეთდა ანალიზი?
პასუხი:
სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განმსაზღვრელ ანტისხეულსა და  ანტიგენებს არ აქვს კავშირი შიდსის (აივ-ინფექცია) გამოკვლევასთან.
კითხვა: ვარ 17 წლის. ვიყავი დიეტაზე და ამის შემდეგ, უკვე 6 თვეა, რაც არ მქონია მენსტრუაციული ციკლი. შეიძლება ეს საშიში იყოს?
პასუხი:
საჭიროებთ დროულ ვიზიტს გინეკლოგ-ენდოკრინოლოგთან ციკლის შეწყვეტის (ამენორეის) რეალური მიზეზის დასადეგნად და მკურნალობის ჩასატარებლად.
კითხვა: მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო და დღითიდღე იმატებს. ვიცი, რომ ორსულობის შემდეგ ასეთი რამ ხდება, მაგრამ უკვე ძალიან მცვივა და ვღელავ. ხომ არ არის საჭირო რამე პრეპარატის მიღება?
პასუხი:
თმის ცვენა მშობიარობიდან დაახლოებით 8 კვირის შემდეგ იწყება ხოლმე. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (და არა ძლიერი), მშობიარობიდან 7-8 თვის განმავლობაში კი გაძლიერებული თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. მთავარია, ის ქრონიკულ პროცესში არ გადაიზარდოს. ამისთვის კი სათანადო ჰიგიენა და კვებაა აუცილებელი. არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) თმის ცვენა გააძლიეროს. თუ თმის ცვენა ძლიერია და გახანგრძლივდა, გირჩევთ, გაიკეთოთ ანალიზი სისხლში ფარისებრი ჯირკვლის  მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით და ანემიის დიაგნოსტიკისთვის, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები.
კითხვა: მალე ჩემი პატარა სამი თვის ხდება, რატომღაც მუშტის პირში ჩადება დაიწყო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ბავშვმა წოვის რეფლექსი რომ დაიკმაყოფილოს, მატყუარა საწოვარა უნდა მისცეთ.
კითხვა:
მაინტერესებს, ექოსკოპიური გამოკვლევისას რა შემთხვევაში ჩანს მუცლის აორტის ანევრიზმა?
პასუხი: მუცლის აორტის ანევრიზმის არსებობა მუცლის ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევის დროს გამოვლინდება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3