კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 სეზონური დეპრესიის დამარცხების საუკეთესო საშუალებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დეკემბერია და მოკლე დღეებს ყოველთვის ახლავს დეპრესიული ფონი. ულტრაიისფერი სხივები სეზონური დეპრესიის საწინააღმდეგო ნაცადი საშუალებაა. ხომ სასიამოვნოა მზეზე ნებივრობა? იმიტომ, რომ ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების – ისეთი ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ბედნიერების განცდას გვგვრის. ჰელიოთერაპია – მზის სინათლით მკურნალობა – ხსნის დაღლილობას, რომელსაც მოკლე დღეები და სინათლის ნაკლებობა იწვევს. ის ეფექტურად ამაღლებს განწყობასა და სასიცოცხლო ტონუსს.
მზის სინათლით მკურნალობა ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი ორგანოებისა (ბრონქიტის, რინიტის) და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების (ოსტეოქონდროზისა და ართრიტის) დაავადებების დროს. UV-სხივების წყალობით ორგანიზმში წარმოიქმნება D ვიტამინი, რომელიც ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. რუჯი სასარგებლოა ფსორიაზისა და აკნეს დროს, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ – ამ შემთხვევაში გამონაყარი გართულდება და დაავადება გამწვავდება.
მიჩნეულია, რომ ვერტიკალური სოლარიუმი გაცილებით ჰიგიენურია, რადგან კაბინის ზედაპირს არ ეხებით, ამიტომ რუჯიც უფრო თანაბარი გამოდის. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა მოგიწევთ, მაშინ როდესაც ჰორიზონტალურ მოწყობილობაში შეგიძლიათ, ისევე კომფორტულად მოთავსდეთ, როგორც პლაჟზე. კანი თანდათანობით შეაჩვიეთ რუჯს. პირველ სეანსზე 5 წუთი საკმარისია, შემდგომ კი 15 წუთს უნდა დასჯერდეთ. სოლარიუმის სეანსებს შორის ინტერვალი 3 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ყოველი თვის შემდეგ ერთი თვე უნდა შეისვენოთ. სეანსის დროს გამოიყენეთ დამცავი სათვალე – თვალის რქოვანასთვის ულტრაიისფერი სხივები საზიანოა. თმა რომ არ დაგეწვათ, წაიკარით თავსაფარი, ტუჩებზე კი დამატენანებელი ბალზამი წაისვით.
გარდა სხივებისა, ძნელად თუ იპოვით მკურნალობის უფრო სასიამოვნო საშუალებას, ვიდრე ცეკვათერაპიაა. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს, წვავს ჭარბ ცხიმს და აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. გარდა ამისა, რიტმული მოძრაობა ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში, როცა ოსტეოპოროზისა და მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით – ქალებთან, მკვეთრად იზრდება. ცნობილია, რომ მოცეკვავეები იშვიათად ცივდებიან და გრიპიც ადვილად გადააქვთ. უფრო მეტიც – რეგულარული მეცადინეობა საგრძნობლად აიშვიათებს ასთმურ შეტევებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცეკვა მათთვის, ვინც უარყოფით ემოციებს ვერ ერევა. ცეკვას იოლად გამოჰყავს ადამიანი დეპრესიული მდგომარეობიდან. გარდა ამისა, ცეკვა ავითარებს მოძრაობის კოორდინაციას, რიტმის გრძნობას და ხელს უწყობს კუნთური ტონუსის გაუმჯობესებას. გამოიყენეთ ეს ანტიდეპრესანტები და სეზონური დეპრესია ვერაფერს დაგაკლებთ.скачать dle 11.3