კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ გადავლახო უხერხულობა აღსარების თქმის დროს?
პასუხი:
ასეთი რამ ხშირად ემართებათ პირველი აღსარების წინ. ამიტომ საჭიროა, ყოველმა ქრისტიანმა იცოდეს, რომ მოძღვარი მხოლოდ შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის და არა მსაჯული. აღსარება არ არის მხოლოდ ცოდვების ჩამოთვლა, აღსარება სულიერი განწმენდაა, ტკივილია ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ეს არის მკურნალი ტკივილი. ეს განცდა სინანულით სინდისის გაღვიძებით მოდის, რასაც წირვა-ლოცვაზე სიარული აღვიძებს. თუ წირვა-ლოცვაზე ივლით, გული თავადვე მოემზადება აღსარებისთვის. სანამ აღსარებას ჩააბარებთ, დაელაპარაკეთ მოძღვარს, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. შესაძლოა, პირველივე აღსარებაზე ვერ გაიხსენოთ ყველა ცოდვა, მაგრამ ნელ-ნელა გაგახსენდებათ და შემდგომ აღსარებაზე მოინანიეთ.
კითხვა: მინდა აღსარების თქმა, მაგრამ არ მყავს მოძღვარი. შემიძლია, ნებისმიერ მოძღვარს მივმართო?
პასუხი:
ყოველ მოძღვარს აქვს მიცემული სამღვდელო მსახურების მადლი, მაგრამ მოძღვრად ადამიანი იმ მღვდელს ირჩევს, რომელსაც ნდობას გამოუცხადებს და მისგან სულის მხსნელ რჩევა-დარიგებას იღებს. ასეთი ადამიანი კი არ შეიძლება ნებისმიერი მღვდელი იყოს. რასაკვირველია, აღსარებისთვის უარს არცერთი მოძღვარი არ გეტყვით, მაგრამ მომავლისთვის უნდა იზრუნოთ, რომ გყავდეთ თქვენი მოძღვარი, რომელიც ყოველთვის მოგცემთ სასარგებლო რჩევა-დარიგებებს.
კითხვა: ხშირად მინახავს, ტრანსპორტშიც კი, როდესაც ეკლესიას ჩავუვლით, ადამიანები პირჯვარს იწერენ. მე მეუხერხულება ამის გაკეთება სხვების თანდასწრებით. აუცილებელია ეკლესიასთან გავლისას პირჯვრის გადაწერა?
პასუხი:
ეკლესია უფლის სახლია. როდესაც ეკლესიასთან გავლის დროს ადამიანი პირჯვარს იწერს, არა მხოლოდ ესალმება და შემწეობას სთხოვს უფალს, არამედ აღიარებს მამის, ძისა და სულიწმიდის არსებობას. თუკი უფალს ყოველი განსაცდელის დროს ვთხოვთ შემწეობას, რომ ჩვენთან იყოს და დაგვიცვას, რატომ უნდა გვეუხერხულებოდეს მისი სიყვარული და მისდამი პატივისცემა ნებისმიერ დროს გამოვხატოთ?! უფლის თაყვანისცემა ყველგან შეიძლება. ქრისტესთვის წამებულნი უწმიდურ ადგილებშიც კი იწერდნენ პირჯვარს, რომ საკუთარი რწმენა დაედასტურებინათ. ოღონდ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირჯვრის გადაწერას მიეცით ისეთი ფორმა – არაპომპეზური, სხვები რომ არ გაღიზიანდნენ. პირჯვარი მოკრძალებულად გადაისახეთ. უფალი ამბობს: ვისაც ჩემი აღიარების შერცხვება კაცთა წინაშე, მეც შემრცხვება მისი აღიარებაო.
კითხვა: მარხვას ვიცავ, მაგრამ აღსარებას ვერ ვამბობ. აქვს აზრი ამგვარი მარხვის შენახვას?
პასუხი:
მარხვის დაცვასთან ერთად აუცილებელია, თქვათ აღსარება და ეზიაროთ, რითაც შეუდგებით ეკლესიურ ცხოვრებას. სხვა შემთხვევაში ამგვარი მარხვა დიეტას ემსგავსება.скачать dle 11.3