კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 მტრობაში მყოფთა შესარიგებლად

ღვთის ძეთ ქრისტე იმ ქრისტიანებს უწოდებს, რომლებმაც თავად მოიხვეჭეს სულიერი სიმშვიდე და რომლებიც მზესავით ასხივებენ ამ სათნოებას გარშემო მყოფებზე, ყველგან და ყოველთვის მშვიდობა შეაქვთ მტრულ მხარეებს შორის.
მრავალი მოსაგრე ცდილობდა, მშვიდობისმყოფელობის ღვაწლი აღესრულებინა; ზოგიერთი მონასტრიდან ერშიც კი გადიოდა, რათა მოჩხუბარნი დაემშვიდებინა და ერისკაცთათვის სულიერი მშვიდობა დაემკვიდრებინა. თუმცა, ეს ყველას როდი გამოსდიოდა.
ბერი სილუანი თავისი გამოცდილებით წერს: „უფალი ბრძანებს: ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი. გავიფიქრე: ნაწილობრივ მდუმარებაში ვიქნები, ნაწილობრივ კი ადამიანებს დავამშვიდებ. ერთი გაღიზიანებული ძმის, სქემმონაზვნის მახლობლად დავსახლდი... მასთან საუბარში ვცადე, დამეყოლიებინა, რომ ყველასთან მშვიდობიანად ეცხოვრა და ყველასთვის მიეტევებინა. მან ცოტა მოითმინა, შემდეგ კი ისე ამიჯანყდა, რომ სენაკიც მივატოვე და ძლივს დავაღწიე თავი. ბევრს ვტიროდი ღვთის წინაშე და გადავწყვიტე, ისე მეცხოვრა, როგორც უფალს სურდა და არა თავად გამომეგონებინა ჩემთვის ღვაწლი“.
მშვიდობისმყოფელობა მხოლოდ სრულყოფილ ქრისტიანებს ძალუძთ, რომელთაც გული ვნებებისგან გასუფთავებული აქვთ; ხოლო თუ ქრისტიანს ჯერ კიდევ არ მიუღწევია უვნებობამდე, მისი მცდელობა სხვების მშვიდობისმყოფელობაზე წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.
ღირს ბარსანოფს ჰკითხეს: „კარგი იქნებოდა, ყველასთვის მშვიდობა გვეცადა?“ მან მიუგო: „უმჯობესია, საკუთარი გული დაამშვიდოთ. ეს ყველასთვის შესაფერია და ნეტარია, ვინც ამას იქმს. მოჩხუბართა შერიგება კი ყველას როდი ძალუძს, არამედ მხოლოდ მათ, რომელთაც ამის გაკეთება საკუთარი თავისვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლიათ“.
ღირსი სერაფიმე კი ასე ასწავლიდა: „მოიხვეჭეთ მშვიდობის სული და თქვენ გარშემო ათასნი ცხონდებიან“.
მშვიდობისმყოფელობა მხოლოდ მოჩხუბართა შერიგებაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ დაამშვიდოს და სიმშვიდე მოჰგვაროს გარშემო მყოფთა სულებს, რწმენა და იმედი ჩაუნერგოს მათ. ღმერთთან, ცხოვრებასთან, სამყაროსთან და ადამიანებთან შეარიგოს. სულიერად ჯანმრთელი მშვიდობისმყოფელი გარშემო მყოფებსაც სიმხნევეს, სიხარულსა და მშვიდობას უნერგავს.
თუ ჩვენ, რომელთაც სულიერი სრულყოფილებისთვის ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია, ყველასთან მშვიდობით, სიყვარულითა და თანხმობით ცხოვრება გვსურს, ამ მაღალი მიზნებისთვის თავი უკიდურესად, სულის სიღრმემდე უნდა დავიმდაბლოთ. ჩვენ წინააღმდეგ აღმდგარ ადამიანს გულწრფელად უნდა ვთხოვოთ შენდობა. ყველაფერში საკუთარი თავი დავიდანაშაულოთ. კარგი იქნებოდა, საჩუქარიც მიგვეძღვნა მშვიდობისთვის, და, რაც მთავარია, გაძლიერებით ვილოცოთ მისთვის.
თუ ახლო ნათესავების, მეგობრების ან მტრობაში მყოფთა შერიგება გვსურს, უპირველეს ყოვლისა, ლოცვით შეწევნა უნდა ვთხოვოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და იმ წმიდანებს, რომელთა სახელებიც მტრულ მხარეებს ჰქვიათ.скачать dle 11.3