კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 კრემლური შეგონებანი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ რუსული ხელკეტის მადლი

მართალია, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ლამის ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, მაგრამ ქართველ მენავთობეებს ყურიც არ შეუბერტყავთ (არც ფასები), იმას გარდა, რომ დაგვპირდნენ, აუცილებლად გაიაფდებაო, ამასობაში კი ნავთობის ფასმა აღმასვლაც დაიწყო. აი, სამაგიეროდ, საფრანგეთში კი სამიოდ კვირის წინათ ე. წ. „ყვითელი ჟილეტების“ აქციები წამოიწყეს, რითაც საწვავზე გადასახადების ზრდა გააპროტესტეს. რაც, მოგვიანებით, ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა (ფრანგებიც სამხრეთელები არიან, ანუ ცხელთავიანები) და, სამწუხაროდ, ოთხი ადამიანიც დაიღუპა.
აქციებს დარბევის გარეშე არ ჩაუვლია, ოღონდ მოპროტესტე მოქალაქეების მიერ პარიზის ქუჩების: ფრანგებმა მანქანებიც დაწვეს და ბანკებისა და სხვა შენობებსაც წაუკიდეს ცეცხლი (თქვენ არ იდარდოთ, იქ ყველაფერი დაზღვეულია, პარიზის ქუჩები კი – ამგვარ ლეწვა-მსხვრევას მიჩვეული, იმიტომ რომ იქაურ ცხელ თავებს ამის ფუფუნების საშუალება აქვთ). საბოლოოდ, მთავრობამ უარი თქვა საწვავზე გადასახადების გაზრდაზე (თუმცა 378 ადამიანია დაკავებული და 100-ზე მეტი დაშავებული).
ხოლო ამასობაში, რუსეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოიყენოს გადამეტებული ძალა პროტესტანტების მიმართ, რათა ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოთო. მომყავს ციტატა რუსული შეგონებიდან: „არ გამოიყენოთ ძალა ჟურნალისტების მიმართ და არ დაგავიწყდეთ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის ნორმები, რაზეც ხელი გაქვთ მოწერილი და, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელეთ ჰუმანიზმის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებით.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ახლახან საპროტესტო აქციები რუსეთშიც გაიმართა: რუსი მოქალაქეები საპენსიო რეფორმას აპროტესტებდნენ (ოღონდ მშვიდობიანად), მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მათ პოლიცია დაუპირისპირდა და ჟურნალისტებიც შემოეცემათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ რფ-ში საკუთარის ცემის ექსკლუზიურ უფლებას მოითხოვენ, ისევე, როგორც ექსკლუზივი აქვთ ჩვენს დაბომბვაზე.
скачать dle 11.3