კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 დაბოლილები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ღატაკი ოკუპანტები

​სანამ ჩვენ ლამისაა, თავ-პირს ვალეწავდით ერთმანეთს, მოტივით: ბოლოს და ბოლოს ვის ერგებოდა საპრეზიდენტო სკამი (და მერე რა, რომ ამ ჩვენი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ძალაუფლება არ აქვს, დგას სახელისუფლო შტოების მიღმა და მხოლოდ სიმბოლურ ფუნციას ასრულებს?!),  ეს ჩვენი ოკუპანტი ავლებდა და ავლებს მავთულხლართებს, თუმცა უკრაინას ისეთი მოუწყო აწ უკვე ქერჩის სრუტეში, რომ ჩვენი მავთულხლართები ლამისაა ბავშვურ თამაშად გამოჩნდეს, თუმცა ომობანასი.
თამაშობენ თუ ომობენ, რფ-ის პრ.-ის პრესმდივანმა (დმიტრი პესკოვმა) „მგიმოს“ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთში არსებული სიდუხჭირე, არც მეტი, არც ნაკლები, პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგია, ასევე, საბჭოეთის დაშლისაც. ამიტომაცაა, თურმე, შეუძლებელი ახლა სიღარიბესთან ბრძოლა. იქვე კი დასძინა, რომ დასავლური სანქციები და პოლიტიკური ვითარება გავლენას არ ახდენს რუსთა კეთილდღეობაზე, ისევე, როგორც ნავთობის ფასები და მოსახლეობის შემოსავლის ოდენობა.
აქვე შეგახსენებთ,  რომ 19,3 მილიონი რუსეთის მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობის შემოსავლები, ერთიანად, 11 პროცენტით შემცირდა.
მისასალმებელია, რომ მთლად მონღოლთა ოქროს ურდოს არ დააბრალეს იქ, ჩრდილოეთით, თავიანთი სიდუხჭირე, თუმცა ჩნდება ეჭვი (თუ პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით ვიმსჯელებთ, თანაც, „მგიმოს“ სტუდენტებთან), რომ დივერსიაა: აშკარად ჩვენებურმა „გირჩთა“-„გირჩებმა“ შეაპარეს დასაბოლებელი.скачать dle 11.3