კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ არ სურს ნანა მესხს გათხოვება და ვისთვის უნდოდა მას ორსულობით სიურპრიზის მოწყობა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

კომპოზიტორის, მომღერლის ნანა მესხის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ის მარტის თვეში პატარა გოგონას დედა გახდება. პოზიტიური და მუდამ ხალისიანი ნანა ამ ამბავმა კიდევ უფრო ბედნიერი გახადა და ორსულობის პერიოდში კიდევ ორი ულამაზესი საბავშვო სიმღერა დაწერა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნანას ძალიან პოპულარული და ყველასთვის საყვარელი სიმღერა „დავდივარ და დაგეძებ, ჩემო ფერია“, წელს 30 წლის გახდა და მიუხედავად ამდენი წლისა, ის აქტუალურობასა და ხალხის სიყვარულს არ კარგავს.
– ნანა, მინდა, მოგილოცო ის არაჩვეულებრივი სიახლე, რომელიც შენს ცხოვრებაშია – რამდენიმე თვეში დედა გახდები. როდესაც სოციალურ ქსელში დადე ფოტო, სადაც ორსულად ხარ, ყველანი შოკში ჩავვარდით.
ნანა მესხი: სერიოზული შოკი იყო. ჩემს მეგობრებს ვუთხარი, მაგრამ ბევრმა არ იცოდა. ერთი ამბავი ატყდა და მე დავინახე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს შენი სიხარულით გახარება. მადლიერი ვარ.
– ამით ადამიანებისთვის სიურპრიზის მოწყობა გინდოდა?
– კი, სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. როგორც კი ვიგრძენი, რომ შემეძლო ამის დაფიქსირება, დავრწმუნდი, რომ არანაირი პრობლემა არ იყო, გადავწყვიტე, ეს სხვებისთვისაც მეთქვა. დიდი სიხარული მივიღე, არ მთავრდება მოლოცვები. „ინბოქსში“ რამდენი ასეული წერილია, ვერ დავთვალე.
– რატომ მოჰყვა ასეთი გამოხმაურება?
– ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან დავაგვიანე ეს ამბავი.
– ასაკს არ გეკითხები.
– არც ვიტყვი. როგორც გამოვიყურები, იმაზე ცოტათი ნაკლები ასაკის ვარ. როგორ შეიძლება, დედობა არ გინდოდეს, ყოველთვის მინდოდა. მაგრამ ისე აეწყო ჩემი ცხოვრება... ათასი ტრაგედია გამოვიარე. იყო ბევრი ბედნიერი წუთიც, წელიც და ბოლოს მივხვდი, რომ მეტი დრო აღარ მრჩებოდა და ეს სასწაულიც მოხდა. ჩემი ექიმი მეგობრებიც, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულები, ხშირად მეუბნებიან: ღმერთი მოვიდა და თავზე გაკოცა, ასეთი რაღაცები მილიონში ერთხელ ხდებაო.
– შენი რეაქცია როგორი იყო, როდესაც გაიგე, რომ დედა გახდებოდი?
– ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობასა და მიზანდასახულობას. ჭაბუას სიტყვებს სულ ვიმეორებ: უფსკრულის პირას რომ დგახარ და გადარჩენის შანსი არ გაქვს, მაგრამ ამ დროს გჯერა, რომ გადარჩებიო. ძალიან ბევრჯერ გადავრჩენილვარ. ოპტიმიზმი ძალიან ბევრს ნიშნავს. რომ ვთქვი: ეს უნდა მოხდეს, მჯეროდა ამის და მარტივადაც მოხდა. უახლოესი ადამიანები, ვინც გვერდში მედგნენ, მეუბნებოდნენ: ვაიმე, რა მაგარიაო. მე კი მქონდა იმის განცდა, რომ რაც დავისახე, ის გამომივიდა. ეს იმხელა რამ არის, იმხელა ადრენალინი, რომ სულ ახლახან გავაცნობიერე, დედა რომ ვხდები.
– მუდმივად გყავდა ბევრი თაყვანისმცემელი, გქონდა სასიყვარულო ურთიერთობები, მაგრამ ოჯახი არასდროს შეგიქმნია. მგონი, ახლაც არ აპირებ შექმნას.
– სიყვარულით ვარ განებრივრებული. ბავშვს ძალიან ღირსეული და ძალიან ვაჟკაცი მამა ჰყავს. ოფიციალური ოჯახი არასდროს მქონია, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო დიდი სიყვარული. თანაც არაერთი, იმიტომ რომ დიდი გოგო ვარ. არ მჯერა იმის, როცა ამბობენ, რომ სიყვარული ერთხელ მოდის. შეიძლება, ერთხელ მოვიდეს და მთელი ცხოვრება გაგყვეს, მაგრამ შეიძლება, იმდენჯერ მოვიდეს, რამდენჯერაც უნდა მოვიდეს. მთავარია ეს ნამდვილი გრძნობა იყოს და შეცდომა არ დავუშვათ. თუმცა შეცდომებსაც ვუშვებთ, ადამიანი ვარ და მეც შემშლია. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულში ვიცხოვრე.
– მაგრამ არჩევენი საბოლოოდ ამ ადამიანზე გააკეთე. ის გახდა შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, შენი შვილის მამა.
– კი, რადგან ჩემს შვილს ღირსეული მამა ეყოლება. არასდროს გამოვრიცხავ, რომ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გადავდგა ნაბიჯი, თუმცა აქამდე ამის მოთხოვნილება არ მქონია. ამ ეტაპზე ჩემთვის ცალკეა სიყვარული და ცალკე – ოჯახი. თუ ეს ორი რამ გაერთიანდება, რატომაც არა. ერთ დღესაც შეიძლება დავდო ფოტო, შოკშო ჩავაგდო ხალხი: ნანაც გათხოვდა, რამ გააგიჟაო. ჩემთვის  მთავარია ურთიერთობები და ის სითბო, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო.
– როგორი იყო მისი ემოცია?
– დიდი სიხარული იყო. ასეთი რამ ცალმხრივად არ ხდება. მოლოდინი გვქონდა ორივეს. ერთად ვთქვით, რომ გვინდა საერთო შვილი და ასეც მოხდა.
– ალბათ, გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ჩაგეძიონ, გაარკვიონ, ვინ არის ბავშვის მამა, რატომ მიიღე ოჯახის შექმნის გარეშე ეს გადაწყვეტილება.
– კი, მაგრამ რთულია ჩემთან ჩაძიება. არ მესმის იმ სტერეოტიპის, ოჯახი, ერთი შეხედვით, თითქოს ბედნიერია და სინამდვილეში ამ ოჯახში ბევრი პრობლემაა, სიყვარული დამთავრებულია და რაღაც ფორმალობის გამო არიან ერთად. ჩემთვის ფორმალური ურთიერთობა ერთი საათითაც კი დამღლელია. გარკვეული დროის მონაკვეთში, გაცილებით კომფორტულად ვარ მარტო, ვიდრე ფორმალურ ურთიერთობაში. ჩემზე მეზობელმა მაყვალამ რომ თქვას, გათხოვილი არისო, ამის გულისთვის? ან შტამპი თუ მაქვს სადღაც, ამით ვარ ვინმეზე მეტი? არავის უთქვამს, რომ მაკლია სიყვარული. ქალს ეტყობა, როცა სიყვარული აკლია. ზოგადად, ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. მაქსიმალისტობა კი თავის თავში გულისხმობს, რომ დროის მონაკვეთში რა ემოციაც მაქვს, იმ ემოციის მაქსიმუმი უნდა მივიღო. 24-საათიანი ურთიერთობა, წელიწადში 365 დღე უკვე რუტინაა, რაც შემდეგ უფერულობაში გადაიზრდება, ფერები იკარგება. მე კი ფერები მიყვარს სიყვარულში. მუსიკაც რატომ მიყვარს – იმიტომ რომ ბევრი ფერია და სულ ცოცხალია. გაუფერულებული ურთიერთობა კი არ მხიბლავს.
– დიდ ასაკში ბავშვის გაჩენას კიდევ სხვა უპირატესობები ახლავს თან.
– უფრო მეტად გაქვს გაცნობირებული. თავისუფლად შეიძლებოდა, ეს უფრო ადრე მომხდარიყო, მაგრამ ცხოვრება, რომელიც მე გავიარე, ბევრად მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, როგორადაც მე ჩამოვყალიბდი. ეს ჩემს შვილს უფრო მეტად წაადგება.
– ძალიან ბევრი სირთულე გაქვს გავლილი, ბევრი ტრაგედია, რაზეც ბოლო პერიოდში წერა დაიწყე.
– ახლა დავიწყე ამ ყველაფრის წერა. 7 ამბავი მაქვს დაწერილი. დედაზე, ოჯახზე ვწერ. ხუთი რომ დავწერე, ლაშა ბუღაძეს ვთხოვე წაეკითხა. მითხრა: გააგრძელე წერაო, საოცარი შეფასებები მომცა. არ არის ადვილი დასაწერი, სულ ტკივილია. რაც ორსულად ვარ, ვეღარ ვწერ. იმდენი უარყოფითია, რომ არ მაქვს გაწყობა, დავჯდე და უარყოფითი ვწერო. ვინც ჩვენი ისტორია არ იცოდა, სერიოზული შოკი მიიღო. ვინც იცოდა, გასკდა ტირილით. არ გავჩერდები, რადგან უამრავი ამბავი მაქვს დასაწერი: უარყოფითიც და პოზიტიურიც. დედაჩემი გამორჩეული პიროვნება იყო. დღეს რომ ცოცხალი იყოს, იმ ამბით, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაზე მეტად ის გაიხარებდა. დედას მაგალითმა მაჩვენა, რომ არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც ვერ გამოხვალ. მახსოვს, მე, დედა და ჩემი ძმა ვიდექით და ვუყურებდით, როგორ იწვოდა ჩვენი სახლი ისე, რომ მხოლოდ ფერფლი დარჩა. დედა მშვიდი სახით გვეუბნებოდა: არა უშავს, მთავარია, ჩვენ ცოცხლები ვართო. ბევრჯერ მოგვიწია ცხოვრების ნულიდან დაწყება, მაგრამ დედას „ვაი“ არ მახსოვს. 5 წელი ინსულტით იწვა და მისი დილა სიმღერით, პოზიტივით იწყებოდა. როცა ოჯახში პოზიტივია, დანარჩენი ყველაფერი ფერმკრთალდება და უფერულდება.
P.S. ფოტოები მოგვაწოდა ფოტოგრაფმა თამოიე ჩალაძემ.
скачать dle 11.3