კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 გივი სიხარულიძე: თუ არ ჭორაობენ შენზე, ესე იგი, მაგარი გამოქლიავებული ხარ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: გივი.
გვარი: სიხარულიძე.
პროფესია: მწერალი, მსახიობი.
– ბავშვობა...
– ძალიან გაჭირვებაში ვიზრდებოდი, ნახევრად მშიერი. მამა გარდაცვლილი მყავდა და მხოლოდ ჩემნაირი გაჭირვებული ოჯახებიდან მეხმარებოდნენ, არასდროს მდიდარ კაცს ჩემთვის ხელი არ გაუმართია. მდიდარი კაცი არავის ეხმარება, ეს არის მასხარაობა. მხოლოდ შენნაირი გაჭირვებული დაგეხმარება.
– საუკეთესო, რაც გაქვთ?
– ჩემი სინდისი.
– რა გაღიზიანებთ?
– პოლიტიკა და ჩათლახი პოლიტიკოსები.
– თვისებები, რომელსაც მალავთ?
– რა უნდა დავმალო? ყველამ იცის, რომ გიჟი ვარ და რაღა უნდა დავმალო.
– რისი გეშინიათ?
– მეშინია, ისეთივე არ გავხდე, როგორიც ხალხის ოთხმოცდაათი პროცენტია – მოღალატე, ფლიდი, ყველაფერს მორგებული და ყველგან მორგებული.
– რისი შეგშურებიათ?
– ხშირად შემშურებია, მამაკაცი რომ ჩემზე ძლიერი ყოფილა და იმასთან შედარებით, მე ფარჩაკი გამოვსულვარ.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– პატიება შეიძლება მხოლოდ იმის, რაც საპატიებელია. რაც საპატიებელი არ არის, ის არავის არ უნდა აპატიო. შემიძლია, უნებური შეცდომა ვაპატიო და არა შეგნებული
– როდის ტირით?
– უამრავჯერ მიტირია, არა შიშით ტირილით და არა ჩასვრილი ტირილით, არამედ გული რომ ამჩუყებია. მიტირია კაცურ რაღაცაზე.
– ვის ემტერებით?
– ვემტერები ყველა პოლიტიკოსს, ვინც საქართველოში არსებობს.
– ეჭვიანი ხართ?
– ძალიან. თუ ეჭვიანი არ ხარ, ეს იგი, არც გიყვარს. ქალები ხშირად ეჭვიანობდნენ ჩემზე, მეუღლეც ძალიან ეჭვიანი მყავდა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა.
–  ვის იზიდავთ?
– მე ვიზიდავ მხოლოდ უბრალო ხალხს, მეზიზღება ყველა ინტელიგენტი, მიყვარს უბრალო ხალხი.
– რას ნანობთ?
– ვნანობ იმას, რომ მოჩხუბარი ვიყავი და ახლა ამას არ ვიზამდი.
– პოლიციასთან პრობლემები თუ გქონიათ?
– პოლიციასთან არ მქონია ცუდი ურთიერთობა, იმიტომ რომ პოლიციაში ისეთივე ბიჭები მუშაობენ, როგორიც მე ვიყავი ახალგაზრდობაში. პოლიციას არ უყვარს პრისტუპნიკები. პოლიციაში დამრტყმელი, მოჩხუბარი ხალხი ძალიან ბევრია და ამიტომ პოლიცია სულ მიყვარდა. მათ ყოველთვის მოსწონდათ ვაჟკაცი ხალხი, ისეთი, როგორიც მე ვიყავი.
– ძლიერი ქალების კაცებს ეშინიათ?
– მე ერთ რამეს გეტყვით, ჭკვიანი და ძლიერი ქალი საერთოდ არ არსებობს, თუ არსებობს, არ უნდა გეშინოდეს. ქალი არის ჩემთვის ნაზი არსება, როგორც ალპური ედელვაისი, როგორც შირაზის ვარდი. ჩემთვის ქალი რაიკომის მდივანი, ცეკას მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე – ქალი არ არის, ის უკვე არის კაცზე ნაჯვარი რაღაც საზიზღრობა. აქედან მორალი – მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
– როგორია თქვენთვის სექსუალური ქალი?
– სექსუალურობას მე ვეძახი, როცა ქალი მოკრძალებულია. შეიძლება, კოჭებამდე კაბა ეცვას და რომ აუფრიალდება, იმან უფრო აგაღელვოს, ვიდრე მოკლე კაბამ, ტრუსიკი რომ უჩანს.
– ქალი სამზარეულოშიც სექსუალური უნდა იყოს?
– ქალი ყველგან სექსუალური უნდა იყოს. მოჩხლართული ქალი სამზარეულოშიც მეზიზღება და ლოგინშიც.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში?
– მე ცოლი არ მყოლია, მე მყავდა ჩემი გენერალისიმუსი, მარშალი, რომელიც მმართავდა ყველანაირად, იმიტომ რომ მე ვიცოდი, მას ძალიან ვუყვარდი და რადგანაც ვუყვარდი, ყველაფერი მას მივანდე. მთელი ცხოვრება მისი სიტყვა ჩემთვის კანონი იყო. მის მერე უკვე 26 წელია და ცოლი არ მომიყვანია. ის ჩემი ცოლი კი არა, თანამებრძოლი იყო.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარული, რომელსაც წესები აქვს, სიყვარული არ არის. ის არის დადგმა.
– როდის მიდის კაცი ქალისგან?
– კაცი ქალისგან არასდროს მიდის. ქალი მიდის კაცისგან, იმიტომ რომ, როდესაც კაცი გრძნობს, რომ ის ქალი არ არის მისი გრძნობებისა და მისი სიყვარულის იდეალური ვარიანტი, მაშინ ქალი კარგავს კაცს. ამიტომ, ქალს იმდენი ჭკუა უნდა ჰქონდეს, ყოველ წუთს იფიქროს, რომ ის კაცი არის მისი სიყვარულის ნაყოფი და ამას გაფრთხილება უნდა.
– სიყვარულში შანსი თუ გაგიშვიათ ხელიდან?
– მე არასდროს გამიშვია შანსი ხელიდან. რადგან კაცს შანსი არ აქვს. შანსი უნდა ქალს, თუ კაცს უნდა, ყველაფერი იქნება. თუ არ უნდა, არ იქნება.
– სად უყურებთ ქალს პირველად?
– მე ქალს სულში ვუყურებ და არა სხეულზე. ჩემთვის იდეალურია ქართული სილამაზე. რუსი ქალი ითვლება სილამაზედ. რუს ქალში მე შესახედაობა მომწონდა და არა სულიერება. ის ქალი, რომელიც ყველა კაცისთვის ხელმისაწვდომია, ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. გაუფასურებულ სილამაზეს ფასი არ გააჩნია.
– ჭორი, რომელსაც წყობიდან გამოუყვანიხართ?
–  თუ შენზე არ ჭორაობენ, ესე იგი, მაგარი გამოქლიავებული ხარ, ამ ქვეყანაზე არავის  სჭირდები.
– გშორდებოდნენ თუ შორდებოდით?
– ისე მოხდა, რომ ყოველთვის მე ვშორდებოდი.
– რა გაბედნიერებთ?
– ჩემი შვილიშვილების ჟრიამული.
– რას შეუცვლია თქვენი ცხოვრება?
– ჩემს ცხოვრებაში ბევრი გარდამტეხი მომენტი ყოფილა. შეუცვლია სხვა ადამიანის ქცევას. მინახავს ადამიანის ისეთი საქციელი, რომ ჩემი თავისთვის მითქვამს: თუ ხარ, ასეთი უნდა იყო, თუ არადა, საერთოდ არ იყო!
– ყველაზე მტკივნეული მომენტები თქვენს ცხოვრებაში?
– როდესაც მეუღლე და შვილი გარდამეცვალა.
– რა არის თქვენთვის გარყვნილება?
– ყველაზე დიდი გარყვნილებაა, როცა თამაშობ პატიოსანს და ხარ გათახსირებული. როცა გათახსირებული ხარ და ამბობ, ეს გარყვნილება არ არისო.
– რისკიანი ხართ?
– კი. რისკიანი ვარ და ალბათ, ღმერთის წყალობით, გადავრჩი, თორემ აქამდე ცოცხალი არ მოვიდოდი. მთელი ცხოვრება მძაფრად ვიცხოვრე.
– შეიძლება, ადამიანს თვალდახუჭული ენდო?
– ადამიანს გახელილი თვალებითაც არ უნდა ენდო.
თქვენი ცხოვრების მთავარი ვნება.
– ჩემი ცხოვრების მთავარი ვნება არის ერთი რამ, რომ შევძლო ნამდვილ მამაკაცად გარდავიცვალო და არ მოხდეს, რომ ისეთი შეცდომები დავუშვა, არც ღმერთს ვუყვარდე, არც ქალებს.
скачать dle 11.3